ქართული გარმონი

ქართული გარმონი

ქართული გარმონიაღმოსავლეთ საქართველოში და რაჭაში გავრცელებული პნევმატურ-კლავიშიანი ტრადიციული მუსიკალური საკრავი. გარმონზე დაკვრის ტექნიკა განსაკუთრებით განვითარებულია თუშეთში.

გარმონის ცნობილი შემსრულებლები არიან ლელა თათარაიძე, რეპკო ალხანაიძე, ეპრო თორღვაიძე და სხვები.

ისტორია

როგორც ცნობილია XIX საუკუნის ევროპაში შექმნილმა პნევმატურმა მუსიკალურმა ინსტრუმენტმა, რომელსაც აკორდეონს უწოდებენ სხვადასხვა ხალხთა მუსიკალურ ყოფაში განსხვავებული განვითარება ჰპოვა. სწორედ ასეთი ადაპტაციის შედეგია კავკასიაში გავრცელებული აკორდეონის ნაირსახეობა, კავკასიური გარმონი, მეორენაირად მას აზიურ გარმონსაც უწოდებენ. ამ მუსიკალური ინსტრუმენტის ეტიმოლოგია პირდაპირ გამომდინარეობს აკორდეონის რუსული სახელწოდებიდან „гармо́нь“ თუმცა უნდა ითქვას, რომ კავკასიური გარმონი თვისობრივად განსხვავდება რუსულისაგან. ცნება კავკასიური გარმონი ზოგადია, ვინაიდან იგი მოიცავს გარმონის ნაცონალურ სახეობებს ისეთებს როგორებიცაა: ქართული, ოსური, ადიღური და აზერბაიჯანული გარმონები.

ქართული გარმონის ჩამოყალიბება დაიწყო: XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ტრადიციულად ქართული გარმონი მზადდება ინდივიდუალურად, სახელოსნო პირობებში. გარმონის ოსტატებს შორის ცნობილნი არიან შედარებით ადრე მოღვაწე ოსტატები: სტალბოვი, შალაევი, ვახრუშოვი, ლევოჩკინი, ბაბლუმოვი, ბოთაძე, სტეფანცოვი და ა.შ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მოღვაწეობდა გარმონის თბილისელი ოსტატი კოტე ბაღდასაროვი, რომელმაც შექმნა ქართული გარმონის თანამედროვე სახე. ბაღდასაროვის გაკეთებული გარმონები გამორჩეული ოსტატობით არის შესრულებული. ქართული გარმონის თანამედროვე დამამზადებელ ხელოსანთაგან გამოირჩევიან: ბათუმელი ოსტატი ზურაბ ვარშანიძე და თბილისში მოღვაწე თამაზ ბიჩინაშვილი.

აგებულება

ქართულ გარმონს გააჩნია დამახასიათებელი დიზაინი, თუმცა გვხვდება განსხვაებული დიზაინის გარმონებიც. არსებობს გარკვეული ნიშნები, რომელნიც ქართული გარმონების უმრავლესობას მსგავსი აქვს, მაგალითად: როგორც წესი ქართული გარმონის, საქცევის დიატონურ ბგერათა სისტემა განსხვავებით უცხოური ანალოგებისაგან, რომელთაც აქვთ დიატონურ ბგერათა 4 ფირფიტა ესე იგი 2 კამერათა რიგი, ქართული გარმონი აგებულია ენაკთა 6 თითბერის ფირფიტით ანუ 3 კამერათა რიგით, ხოლო ნახევარ ტონთა რიგი შედგება 2 ფირფიტისაგან. ასევე ხმის კამერათა სარქველები ქართულ გარმონს აქვს არა ხის არამედ ლითონისა. მისი საქცევი აუცილებლად შედგება არა წრიული არამედ გრძელი კლავიშებისაგან, გარმონის კორპუსისა და საბერველის კიდეები მკვეთრად კუთხოვანია. საბერველის ნაკეცების გარე კიდეებს აუცილებლად ეკვრის შავი ფერის ქსოვილი ან ტყავი, ხოლო კორპუსისა და საბერველის კუთხეები დაფარულია ლითონის კუთხოვანი ფირფიტებით. ქართული გარმონის კლავიშები ხისაა და ზედა მხრიდან გადაკრული აქვს პლასტმასი ან ებონიტი.

ნაირსახეობები

თუშური გარმონი

ზოგადად ქართული გარმონი შეიძლება დაიყოს სამ ტიპად ესენია: ქართული გარმონის ტიპი, რომელსაც ზოგჯერ „თუშურ“ გარმონსაც უწოდებენ ვინაიდან იგი განსაკუთრებით მიღებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში განსაკუთრებით კი თუშეთში. ამ სახის ქართული გარმონი შედარებით ადრეა ჩამოყალიბებული თავის მხრივ თუშური გარმონიც ორი სახისაა დიატონური და ქრომატიული, ასევე განსხვავებულია მათში ბანების სისტემა. ეს გარმონები ძირითადად 19 ბანიანია თუმცა არსებობს 12, 11 და 8 ბანიანებიც. შედარებით ადრე შექმნილ ქართულ გარმონებზე დატანილია ასევე ბანთა სისტემა რომელსაც (ხრომკას) უწოდებენ იგი კავკასიურ ტრადიციულ მუსიკაში უფუნქციოა და გამოიყენებოდა რუსული მელოდიების დასაკრავად. ეს გარემოება სავარაუდოდ განპირობებულია იმით, რომ ქართული გარმონის ოსტატთა დიდი ნაწილი წარმოშობით რუსი იყო. როგორც წესი თუშური გარმონის მარჯვენა საქცევი შედგება 18 დიატონური კლავიშისაგან ქრომატიულ გარმონს შესაბამისად ემატება ნახევარტონის 12 კლავიში. ასვე ბანთა სისტემა შესაძლოა იყოს დიატონირი ან ქრომატიული. გარმონის კორპუსის ზომა როგორც წესი შემდეგნაირია: სიმაღლე დაახლ. 35 სმ. სიგანე დაახლ. 17 სმ. ვიზუალურად აქვს დამახასიათებელი სახე თუმცა არსებობს განსხვავებული დიზაინის თუშური გარმონებიც. უმეტესად ინსტრუმენტის კორპუსი ხისაა და დაფარულია ლაქით, ზოგ შემთხვევაში გადაკრული აქვს პლასტმასის ფენა. მარჯვენა საქცევის დიატონური კლავიშები უმეტესად მთლიანად თეთრია ნახევარტონის კლავიშები კი შავი, ზოგ შემთხვევაში კლავიშებს დამატებით ეკვრის განსხვავებული ფერისა და დიზაინის პლასტმასის ფირფიტებიც. გარმონის საბერველზე გადაკრული ქსოვილი გვხვდება სხვადასხვა სახის, თუმცა უმეტესად იგი წითელი ფერისა ან ჭრელია. თუშური გარმონების უმრავლესობას აქვს საინტერესო ჩამკეტი მექანიზმი, კორპუსის შიგნით მოთავსებულია კაუჭა და მარყუჟი ინსტრუმენტის წინ გადაქნევის შემთხვევაში იგი იხსნება ხოლო უკან გადმოქნევისას იკეტება. ხმის სარქველთა დასაფარად თუშურ გარმონს აკრავს ხის სახიანი ფირფიტა რომელიც ოსტატის მიერ ხელით გამოიჭრება.

წიკო-წიკო და ბუზიკა

ქართული გარმონის ტიპთაგან ასევე აღსანიშნავია მინიატურული გარმონები რომელთაც უწოდებენ „წიკო-წიკოს“ და „ბუზიკას“ ესენია ჯიბის დიატონური გარმონები რომლებიც გავრცელებულია ქართლში, კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ბუზიკა ოდნავ დიდი ზომისაა ვიდრე წიკო-წიკო, როგორც წესი მათი მარჯვენა საქცევი შედგება ერთი დიატონური ოქტავისაგან და 2-7 ბანისაგან, ზოგ შემთხვევაში ბანები საერთოდ არ აქვთ. ვიზუალურად ჩამოჰგვანან ტრადიციულ ქართულ გარმონებს თუმცა მინიატურულ გარმონებს ხშირად კლავიშებზე პლასტმასის ნაცვლად გადაკრული აქვთ ლითონის ფირფიტები, ხოლო საბერველის კუთხეები ხშირად დაფარული არ არის ლითონის კუთხოვანი ფირფიტებით.

ბასგარმონი

ქართული გარმონის გვიანდელ ტიპს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული „ბასგარმონი“ იგი თუშური გარმონის განვითარების შედეგია. თუშური გარმონისაგან განსხვავებით ბასგარმონს 80 ბანი (ბასი) აქვს, აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც. მისი მარჯვენა საქცევი შედგება 21 დიატონური და 14 ნახევარტონური კლავიშისაგან. სხვა კავკასიურ გარმონებთან შედარებით ბასგარმონის კლავიშები უფრო განიერია. კორპუსის სიმაღლე საშუალოდ 43 სმ. ხოლო სიგანე 20 სმ-ა. გარმონის დეკაზე ამოჭრილი ნახვრეტების დიამეტრი უნდა იყოს ზუსტად 9 მმ. ჩამკეტი მექანიზმი თუშური გარმონისაგან განსხვავებით გარე სახელურით, მექანიკურად მუშაობს. ბასგარმონის საბერველი როგორც წესი წითელი ფერისაა ხოლო კორპუსი დაფარულია შავი ფერის პლასტმასის ფენით. გრიფის დიატონურ კლავიშებს გადაკრული აქვს თეთრი და შავი ფერის პლასტმასი რაც ვიზუალურად ქმნის ჩოხის მასრების შთაბეჭდილებას. ბასგარმონის ხმის სარქველებზე ეფარება სახიანი, უმეტეს შემთხვევაში ლითონის შავი ფირფიტა, რომელიც ასევე ხელით იჭრება ოსტატის მიერ.

შესრულების ტექნიკა

რაც შეეხება ქართულ გარმონზე დაკვრის ტექნიკას, იგი შეიძლება განსხვავებული იყოს თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ინდივიდუალურია. ტრადიციულად თუშურ გარმონზე დაკვრის ტექნიკა განსხვავდება ბასგარმონზე დაკვრის ტექნიკისაგან, როგორც წესი თუშურ გარმონზე უკრავენ მარჯვენა ხელის მხოლოდ ოთხი თითით, ცერა თითი მოთავსებულია გარმონის მარჯვენა საქცევის უკანა მხარეს, ამ დროს იგი გარკვეულწილად ინსტრუმენტის დამჭერის ფუნქციას ითავსებს. ხოლო ბასგარმონზე დაკვრისას საქცევზე თავსდება მარჯვენა ხელის ხუთივე თითი. ბასგარმონზე დაკვრისას ბანები კომბინირებულად არიან ჩართული დაკვირს პროცესში გამომდინარე იქიდან, რომ თუშურ გარმონთან შედარებით გაცილებით დიდია მასზე არსებული ბანების რაოდენობა. თუშურ გარმონზე კი პირიქით ბანი შედარებით ბურდონულია რაც ქართული პოლიფონიური აზროვნების შედეგი უნდა იყოს. თუშურ გარმონზე დაკვრის ტექნიკა იდენტურია როგორც თუშეთში, ასევე რაჭაში. თუმცა თუშური საშემსრულებლო სტილი გაცილებიტ უფრო მელიზმატურია.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ნიკოლოზ ჯოხაძე, ქართული გარმონი (სახეობები, ოსტატები, დაკვრის ტექნიკა) ჟურ. მუსიკა 2016 N4.

Read other articles:

Keita Saito Informasi pribadiNama lengkap Keita SaitoTanggal lahir 31 Maret 1993 (umur 30)Tempat lahir Prefektur Miyagi, JepangPosisi bermain PenyerangKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2015 Fukushima United FC 2016– Roasso Kumamoto * Penampilan dan gol di klub senior hanya dihitung dari liga domestik Keita Saito (lahir 31 Maret 1993) adalah pemain sepak bola asal Jepang. Karier Keita Saito pernah bermain untuk Fukushima United FC dan Roasso Kumamoto. Pranala luar (Jepang) Profil dan...

 

Eto

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Januari 2023. Eto adalah nama Jepang. Tokoh-tokoh dengan nama Jepang ini antara lain: Pemain sepak bola Jepang Hajime Eto Mikiya Eto Yu Eto Halaman-halaman lainnya Semua halaman dengan Eto Semua halaman dengan judul yang mengandung Eto Halaman disambiguasi ini ...

 

Battaglia Passo Uarieuparte della Guerra di EtiopiaData21-24 gennaio 1936(3 giorni) LuogoPasso Uarieu, Tembien (Etiopia) EsitoVittoria italiana Schieramenti Italia Impero d'Etiopia ComandantiUmberto SommaFilippo Diamantiras Cassa Effettivi3.000 uominicirca 20.000 uomini Perdite1.082 uomini8.000 uomini Voci di battaglie presenti su Wikipedia Manuale V · D · MGuerra d'Etiopia(1935-1936)Incidente di Ual Ual Offensiva di De Bono – Offensiva etiope di Natale –...

Piton de la Petite Rivière NoirePiton de la Petite Rivière NoireLokasi Piton de la Petite Riviere Noire di MauritiusTitik tertinggiKetinggian828 m (2.717 ft)Puncak828 m (2.717 ft)Masuk dalam daftarTitik tertinggi negaraKoordinat20°24′S 57°28′E / 20.400°S 57.467°E / -20.400; 57.467Koordinat: 20°24′S 57°28′E / 20.400°S 57.467°E / -20.400; 57.467 GeografiLetakMauritiusGeologiJenis gunungBukit Piton de la ...

 

This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: The Emperor's Code – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2010) (Learn how and when to remove...

 

Census Designated Place in Colorado, United StatesEvergreen, ColoradoCensus Designated PlaceDowntown Evergreen.Location of the Evergreen CDP in Jefferson County, Colorado.EvergreenLocation of the Evergreen CDP in the United States.Coordinates: 39°38′06″N 105°20′08″W / 39.6348931°N 105.3355624°W / 39.6348931; -105.3355624 (Evergreen CDP, Colorado)[1]Country United StatesState ColoradoCountyJefferson CountySettled1859Government[...

Major League Baseball team season 2018 Texas RangersLeagueAmerican LeagueDivisionWestBallparkGlobe Life Park in ArlingtonCityArlingtonRecord67–95 (.414)Divisional place5thOwnersRay Davis & Bob R. SimpsonManagersJeff Banister (through September 19)Don Wakamatsu (from September 21)TelevisionFox Sports Southwest(Dave Raymond, C.J. Nitkowski, Tom Grieve)RadioKRLD 105.3 FM (English)(Eric Nadel, Matt Hicks, Dave Raymond)KZMP 1540 AM (Spanish)(Eleno Orlenas, Jerry Romo)StatsESPN.comBB-re...

 

Software used to access websites A web browser (Safari) displaying a web page A web browser is an application for accessing websites. When a user requests a web page from a particular website, the browser retrieves its files from a web server and then displays the page on the user's screen. Browsers are used on a range of devices, including desktops, laptops, tablets, and smartphones. In 2020, an estimated 4.9 billion people have used a browser.[1] The most-used browser is Google Chro...

 

В Википедии есть статьи о других людях с именем Главк. Главк Морскойдр.-греч. Γλαῦκος Пол мужской Отец Полиб, Anthedon[d] или Посейдон Мать Евбея[d] или Алкиона Дети Деифоба[d]  Медиафайлы на Викискладе Главк Морской или Главк Понтийский (др.-греч. Γλαῦκος) — в древнегр�...

Holy Roman Emperor from 1452 to 1493 Frederick IIIPortrait by Hans Burgkmair, c. 1500Holy Roman EmperorKing of ItalyReign19 March 1452 – 19 August 1493Coronation19 March 1452PredecessorSigismundSuccessorMaximilian IKing of GermanyReign2 February 1440 – 19 August 1493Coronation17 June 1442PredecessorAlbert IISuccessorMaximilian IAlongsideMaximilian I (1486–1493)Archduke of AustriaReign23 November 1457 – 19 August 1493PredecessorLadislausSuccessorMaximilian IAlongsideAlbert VI (14...

 

この項目には、一部のコンピュータや閲覧ソフトで表示できない文字が含まれています(詳細)。 数字の大字(だいじ)は、漢数字の一種。通常用いる単純な字形の漢数字(小字)の代わりに同じ音の別の漢字を用いるものである。 概要 壱万円日本銀行券(「壱」が大字) 弐千円日本銀行券(「弐」が大字) 漢数字には「一」「二」「三」と続く小字と、「壱」「�...

 

Cet article est une ébauche concernant le sport automobile et l’Afrique. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Le Rallye Alger-Le Cap (ou Raid Méditerranée-Le Cap) était une compétition automobile de rallye organisée par Les Amis du Sahara et de l’Eurafrique avec le concours de divers Automobiles Clubs africains dont l’Association sportive de l’automobile club d’Alger, sous le contrôle...

Street in Buenos Aires, Argentina Night shot of Figueroa Alcorta Avenue with the UBA Faculty of Law to the right The avenue on its route towards the Barrio Parque area. Avenida Figueroa Alcorta is a major thoroughfare in Buenos Aires, Argentina, with a length of over 7 km (4.3 mi) along the city's northside. History The rapid northward growth of the city of Buenos Aires during the late nineteenth century was facilitated by plans for a number of boulevards in the area by Mayor Torcua...

 

Valley in Washington, United States of America This article is about the region in the U.S. state of Washington. For the park in British Columbia, Canada, see Skagit Valley Provincial Park. Tulips on a farm on the Skagit River delta View west of the Skagit River Valley at Concrete (below center) Skagit Valley between Rockport and Concrete seen from Sauk Mountain The Skagit Valley lies in the northwestern corner of the state of Washington, United States. Its defining feature is the Skagit Rive...

 

Christian martyr and saint Saint Peter the AleutIcon of St. Peter the AleutMartyr of San Francisco and Protomartyr of AmericaBornCungagnaqc. 1800[citation needed]Died1815Venerated inEastern Orthodox ChurchCanonized1980 by Orthodox Church in AmericaFeastSeptember 24; December 12Attributesportrayed as an Aleut youth, wearing a traditional gut parka[1] Cungagnaq (Russian: Чукагнак, romanized: Chukagnak; date of birth unknown - d. 1815) is venerated as a martyr an...

Company that does most of its business on the Internet A dot-com company, or simply a dot-com (alternatively rendered dot.com, dot com, dotcom or .com), is a company that conducts most of its businesses on the Internet, usually through a website on the World Wide Web that uses the popular top-level domain .com.[1] As of 2021, .com is by far the most used TLD, with almost half of all registrations.[2] The suffix .com in a URL usually (but not always) refers to a commercial or f...

 

Part of a series onLiberalism Schools Classical Conservative Cultural Democratic Feminist Equity Green Internationalist Muscular National Neo Ordo Radical Religious Christian Catholic Islamic Jewish Secular Social Techno Third Way Principles Consent of the governed Due process Democracy Economic liberalism Economic globalization Equality Gender Legal Federalism Freedom Economic Market Trade Press Religion Speech Harm principle Internationalism Invisible hand Labor theory of property Laissez-f...

 

Award 1957 Nobel Prize in LiteratureAlbert Camusfor his important literary production, which with clear-sighted earnestness illuminates the problems of the human conscience in our times.Date 17 October 1957 (announcement) 10 December 1957 (ceremony) LocationStockholmCountrySwedenPresented bySwedish AcademyFirst awarded1901WebsiteOfficial website ← 1956 · Nobel Prize in Literature · 1958 → The 1957 Nobel Prize in Literature was awarded the French writer Albert...

Hill in New Zealand Taumata­whakatangihanga­koauau­o­tamatea­turi­pukaka­piki­maunga­horo­nuku­pokai­whenua­ki­tana­tahuTaumataSign on the hill showing its 85-character nameHighest pointElevation305 m (1,001 ft)NamingEnglish translationThe summit where Tamatea, the man with the big knees, the slider, climber of mountains, the land-swallower who travelled about, played his kōauau (flute) to his loved one...

 

العملة الخاصة هي عملة يصدرها كيان خاص، سواء كان فردًا أو نشاطًا تجاريًا أو مؤسسة مشتركة غير ربحية أو لا مركزية. غالبًا ما تتناقضُ العملات الخاصّة مع العملة الورقية الصادرة عن الحكومات أو البنوك المركزية. في العديد من البلدان، قد يكون إصدار العملات الورقية الخاصة و/أو سك ال�...