ფუკეტი, ფხუკეტი[1] (ტაი. เทศบาลนครภูเก็ต) — ქალაქი ტაილანდში, ფუკეტის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
მდებარეობს სამხრეთ ტაილანდში კ. ფუკეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, ანდამანის ზღვის ფუკეტის ყურის ნაპირზე. დედაქალაქიდან დაშორებულია 850 კმ-ით.
ქალაქი აშენებულია პორტუგალიურ კოლონიურ სტილში, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი და ქვეყანა არასოდეს არ ყოფილა კოლონია. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ ჩინელები. ქალაქის უმთავრესი დღესასწაულია „ვეგეტარიანული ფესტივალი“, ხოლო ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია 200-წლიანი ისტორიის მქონე ტაძარი პატ-იავი. ქალაქში ასევე მდებარეობს ფუკეტის მუზეუმი, ფილატელიის მუზეუმი, რამდენიმე ტაილანდური და ჩინური ტაძარი, პარკები.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989, გვ. 184