წმინდა ფრანსისკო ხავიერი ავრცელებდა თავის სარწმუნოებას და ბევრი ადამიანი მონათლა ქრისტიანად. მან მთელი თავისი ცხოვრება გაატარა შორეულ ქვეყნებში. 1541 წელსპაპმა პავლე III ის გააგზავნა პორტუგალიაში, რათა ყველასათვის გაეცნო თავისი საზოგადოება, 1542 წელს მოგზაურობდა ინდოეთში, როგორც „სამოციქულო საყდრის დესპანი“. მან ინდოეთის ქალაქ გოაში დაჰყო სამი წელი, სადაც უამრავი ვიზიტი ჰქონდა სამხრეთ ინდოეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან და ასევე მეზობელ ქვეყნებთანაც. 1547 წელს შეხვდა იაპონელ მისიონერს კაგოშიმას, რომელთანაც სპეციალურად იმოგზაურა მალაკის ნახევარკუნძულზე. ამის შემდეგ წავიდა იაპონიაში, სადაც რამდენიმე თვე გაატარა. 1548 წელს კი ისევ ინდოეთში დაბრუნდა და აქტიურად შეუდგა თავისი მისიის შესრულებას.
გარდაცვალება
წმინდა ფრანსისკო ხავიერმა სიცოცხლის ბოლო წლები ჩინეთში გაატარა. 1552 წლის21 ნოემბერს ერთ-ერთი შეხვედრის დროს გონება დაკარგა, რის შემდეგაც სრულიად უგონოდ იყო. 2 დეკემბერს კი, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა კუნძულ მაილენდზე. თავდაპირველად ამ კუნძულზე დაკრძალეს, შემდეგ კი 1553 წელს გადაასვენეს ლონდონისწმინდა პავლეს ტაძარში, ხოლო სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა ინდოეთში, ქალაქ გოაში.
Xavier's Worldდაარქივებული 2009-09-17 საიტზე Wayback Machine. website of Navarre Department of Education celebrating 500th anniversary of their patron saint's birth