ფედერიკო დაიბადა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში და თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „ფეროკარილ ოესტეში“. მის კარიერაში დიდ როლს თამაშობს მისი სიმაღლე, რაც ეხმარება მას საჰაერო ორთაბრძოლებში. ფასიო თავს კლუბში კარგად გრძნობდა, თუმცა ეს კლუბი არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ასპარეზობდა, ამიტომ ახალგაზრდა ამბიციურმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა კლუბის შეცვლა.
„სევილია“
2007 წლის იანვარში ფასიო გადავიდა ესპანურ „სევილიაში“, მაგრამ მისი კარიერა ისე არ გაგრძელდა როგორც თავის ყოფილ კლუბში, თავიდან ის ვერ ხვდებოდა სისტემატიურად ძირითად შემადგენლობაში. უეფა-ს თასის ფინალში, სადაც „სევილიას“ ტრავმირებული ჰყავდა ძირითადის მცველები (ხავი ნავაროს ჰქონდა პრობლემები მუხლზე, ასევე ჟულიან ესკუდესაც არ შეეძლო თამაში), ამიტომ ფედერიკო ძირითადში მოხვდა. „სევილიამ“ კი შეძლო და ზედიზედ მეორედ მოიგო უეფას თასი.
მისი დებიუტი ესპანურ პრიმერაში 2007 წლის 25 აგვისტოს შედგა. ახალი სეზონის გახსნით მატჩში. მისმა კლუბმა „ხეტაფეს“ სძლია 4–1. ფასიო ასევე დაეხმარა კლუბს მადრიდის „რეალის“ ძლევაში, 2007 წელს, ესპანეთის სუპერთასზე.
2008 წლის 7 მაისს არგენტინელმა გაიტანა თავისი პირველი გოლი „სევილიას“ შემადგენლობაში. ამ მატჩში „სევილიამ“სანტანდერის „რასინგი“ დაამარცხა 3–0. ერთი კვირის შემდეგ მან გაიტანა თავისი მეორე გოლი, ამჯერად „ბეტისის“ კარში. შეხვედრა 2–0 დასრულდა.
სანაკრებო კარიერა
არგენტინის ეროვნული ნაკრების რიგებში ფასიომ ჩაატარა სულ 2 შეხვედრა, თუმცა მან დიდ წარმატებას მიაღწია ახალგაზრდული ნაკრების რიგებში. მის აქტივში არის ორი უდიდესი გამარჯვება საერთაშორისო დონეზე იგი არის 2007 წლის ფიფა-ს ოც წლამდე მსოფლიო ჩემპიონატისა და 2008 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული.