ურმია (სპარს. ارومیه) — ქალაქი ირანში, დასავლეთ აზერბაიჯანის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ურმიის ტბის დასავლეთ სანაპიროზე. 1926-1980 წლებში ეწოდებოდა რეზაიე. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობაა 583 255. კაცი. მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ აზერბაიჯანელები.[1] (90 %–ზე მეტს[2]) ქალაქში ასევე ცხოვრობენ ქურთები, სომხები, ქრისტიანი ასირიელები.[1]
ლიტერატურა
სქოლიო