კუნძულის სიგრძეა — 75 კმ, სიგანე — 24 კმ. კუნძულის ფართობია — 1118,7 კმ² (უპოლუს გარშემო მდებარე რვა მომცრო კუნძულის ჩათვლით — 1125 კმ²[1]). კუნძულის დასავლეთით მდებარეობს ფალეოლოს საერთაშორისო აეროპორტი, ჩრდილოეთით — სამოას დედაქალაქი — აპია. კუნძულზე არ მომხდარა ისტორიულად დადოკუმენტირებული ამოფრქვევები.
კუნძულზე არსებობს ობობების ყველაზე პატარა სახეობა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.
ისტორია
სამოას მითოლოგიაში უპოლუ იყო პირველი ქალი კუნძულზე. XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში კუნძულს ზოგჯერ ასევე ეძახდნენ ოიალავას ან ოიოლოვას. XIX საუკუნის ბოლოს რობერტ ლუის სტივენსონი კუნძულზე ფლობდა პლანტაციას ფართით 1,6 კმ² და აქვე გარდაიცვალა 1894 წელს.