უკანგორი[4] — სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში, მაშავერას თემში.[5]მდებარეობს მდინარე ბალიჭასხევის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1000 მ., დმანისიდან 23 კმ., კაზრეთიდან 7 კმ., მაშავერადან 4 კმ. სოფელში არის ფერადი ლითონების საბადო. საბჭოთა პერიოდში შედიოდა დიდი დმანისის სასოფლო საბჭოში, განვითარებული იყო მერძევეობა და მეკარტოფილეობა. სოფელში დგას V-VI საუკუნეების ძეგლი უკანგორის ეკლესია
ლიტერატურა
სქოლიო