უაკა (ფრანგ. Ouaka; სანგო — Sêse tî kömändâ-kötä tî Wäkä) — პრეფექტურა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთში.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბამბარი.
- ფართობი — 49 900 კმ², 2003 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 276 710 ადამიანს.[1][2]
გეოგრაფია
დასავლეთით ესაზღვრება კემოს პრეფექტურას და ნანა-გრებიზის ეკონომიკურ პრეფექტურას, ჩრდილო-დასავლეთით ბამინგი-ბანგორანის პრეფექტურას, ჩრდილო-აღმოსავლეთით ზემო კოტოს პრეფექტურას, სამხრეთ-აღმოსავლეთით ქვემო კოტოს პრეფექტურას, სამხრეთით, მდინარე უბანგიზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.
უაკის პრეფექტურის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე უბანგის მარჯვენა შენაკადი — უაკა, რომლის სახელსაც ეს პრეფექტურა ატარებს. მდინარე უაკაზე მდებარეობს პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბამბარი.
სუბპრეფექტურები
სქოლიო