ომბელა-მპოკო (ფრანგ. Ombella-M'Poko; სანგო — Sêse tî kömändâ-kötä tî Ömbëlä-Pökö) — პრეფექტურა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთში.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბიმბო.
- ფართობი — 31 835 კმ², 2003 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 356 725 ადამიანს.[1][2]
გეოგრაფია
სამხრეთით ესაზღვრება ლობაეს პრეფექტურას, დასავლეთით მამბერე-კადეის, ნანა-მამბერეს და უამ-პენდეს პრეფექტურებს, ჩრდილოეთით უამის პრეფექტურას, აღმოსავლეთით კემოს პრეფექტურას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე უბანგიზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ომბელა-მპოკოს პრეფექტურის სამხრეთით მდებარეობს პრეფექტურასთან გათანაბრებული, ქვეყნის დედაქალაქი ბანგი.
სუბპრეფექტურები
სქოლიო