ტყის კაცი (ნოველა)

„ტყის კაცი“

ავტორი მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი ლია ლომთაძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
თემა ცხოვრება
ჟანრი ნოველა
გამომცემელი კულტურის სამინისტროს სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგია, 1988
გამოცემის თარიღი 1984
მედია ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათი“, # 3—4
გვერდი 30
მომდევნო მთვარიანი დღის ფრესკები, 1990

ტყის კაციმიხო მოსულიშვილის ნოველა. პირველად გამოქვეყნდა 1984 წელს, ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათის“ N3-4 ნომერში. ეს ნაწარმოები მწერლის სადებიუტო ნამუშევარია და წარმოადგენს ქართული პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთ ადრეულ ნიმუშს, შექმნილს მონოლოგებად, პროზისა და, იმავდროულად, დრამატურგიის კომბინირებით.

ნოველის შესახებ

ცნობილია, რომ მოდერნიზმისგან განსხვავებით, რომელიც ახალი ფორმების შექმნით ხასიათდება, პოსტმოდერნიზმი ხელახლა გამოიყენებს არსებულ ფორმებს, ოღონდ საკუთრი ინტერპრეტაციით და რასაც ორმაგი კოდირება ჰქვია. ტერმინი „ორმაგი კოდირება“ ბრიტანელ არქიტექტორს, ჩარლზ ჯენკსს ეკუთვნის და აღნიშნავს ორი განსხვავებული, შეუსაბამო ენობრივი კოდის, დისკურსის, სტილისტიკის ერთმანეთთან შერწყმას.

ნოველის სათაური პირდაპირ იმეორებს მიხეილ ჯავახიშვილის 1923 წელს გამოქვეყნებული მოთხრობის „ტყის კაცი“-ს სახელწოდებას, რაც იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ მიხო მოსულიშვილი თავის ნოველაში ჰყვება მიხეილ ჯავახიშვილის აქ ნახსენები მოთხრობის მთავარი პერსონაჟის, პავლეს ცხოვრების საკუთარ ინტერპრეტაციას.

ნოველას ეპიგრაფად უძღვის ჩანაწერი რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობიდან „წყლის კაპების ქვეყანაში“:

ვიკიციტატა
„ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელი იდეები ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ უთქვამთ; ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ცეცხლი ხელახლა მივუმატოთ.[1]

ციტირებული ადგილი და ასევე ქართველი მწერლის ნოველის სიუჟეტი, სადაც სხვადასხვა პერსონაჟები თავ-თავიანთი ინტერპრეტაციით ჰყვებიან ერთსა და იმავე ამბავს, შეგვახსენებს ამ იაპონელის მწერლის 1922 წელს გამოქვეყნებულ სახელგანთქმულ ნოველას „უსიერ ტყეში“, სადაც ერთი ტრაგიკული შემთხვევა გადმოცემულია სამურაის, მისი ცოლის, ბანდიტისა და მეტყევის თვალთახედვით. ყოველი მათგანი საკუთარი ინტერპრეტაციით და ურთიერთსაწინააღმდეგოდ აღწერს მომხდარს. ამ ნაწარმოებისა და აკუტაგავას მეორე ნოველის „რასიომონის კარიბჭის“ მიხედვით აკირა კუროსავამ 1950 წელს გადაიღო მხატვრეული ფილმი „რასიომონი“, რომლის მიხედვითაც ვანკუვერის (კანადა) საიმონ ფრასერის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ ანდერსონმა სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა ტერმინი რასიომონის ეფექტი, როგორც -

ვიკიციტატა
„აღნიშვნა ეპისტემოლოგიური სტრუქტურისა — ანდა აზროვნების, ცოდნისა და დამახსოვრების ხერხები — საჭირო რთული და არაერთმნიშვნელოვანი სიტუაციების გასაგებად... მაგრამ რასიომონის ეფექტი მხოლოდ პერსპექტივაში განსხვავებებზე არაა. ის განსაკუთრებით იქ ხდება, სადაც ასეთი განსხვავებები წარმოიქმნება მტკიცებულებების არარსებობასთან შერწყმით, რათა გავიზიაროთ ანდა უარვყოთ ნებისმიერი ვერსია, პლიუს სოციალური დაწოლა საკითხის დასახურად.[2]

გარდა ზემოაღნიშნულისა, მ. მოსულიშვილის ამ ნოველის ფორმაზე დაკვირვებისას შეიძლება ისიც გავისხენოთ, რომ სახარებასაც ოთხი სხვადასხვა მახარებელი ჰყვება საკუთარი ინტერპრეტაციებით.

ნოველის ბოლოში დამოწმებულია ტყის კაცის ჩანაწერი, სადაც გვხვდება მინიშნებები: მინდიაზე (ვაჟა-ფშაველას პოემიდან „გველის-მჭამელი“), ნაგელზე (კნუტ ჰამსუნის რომანიდან „მისტერიები“), პოეტ ტოკზე (აკუტაგავა რიუნოსკეს მოთხრობიდან „წყლის კაცების ქვეყანაში“), თამაშის მაგისტრ იოზეფ კნეხტზე (ჰერმან ჰესეს რომანიდან „თამაში ყალბი მარგალიტებით“), ასევე „სიბრძნე ბალაჰვარისა“, თხრობაი მესამე (ქართული ვერსია მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილი ნაწარმოებისა ვარლაამი და იოასაფი, შეიცავს ბუდას ცხოვრების ქრისტიანიზებულ ვერსიას) და ეს ყველაფერი აფართოებს ნოველის ინტლექტუალურ და ორმაგი კოდირებებით დანაღმულ სათამაშო სივრცეს.

ნოველის სიუჟეტი

სოფელ არჩანდის ექვსი მცხოვრები თავ-თავისი ინტერპრეტაციებითა და ურთიერთსაპირისპიროდ, მონოლოგებად ჰყვება მათ სოფელში ტყის მცველად მომუშავე ტყის კაცის მკვლელობის ამბავს, საიდანაც, ზოგადად, იმის გარკვევა შეიძლება, რომ რამდენიმე დაპირისპირებულმა სოფლელმა ტყის კაცს რუსული ბენზინის ძრავიანი ხერხით „დრუჟბა“-თი[3] მოახერხა ხელები.

პერსონაჟები

  • მარიამი — ქვრივი
  • ჟანგო — მაღაზიის ნოქარი
  • ვახო — ჯიბროს ბიძაშვილი
  • ჯიბრო — მეორე მეტყვევე, თამთას ქმარი
  • თამთა — ჯიბროს ცოლი, სკოლის მასწავლებელი
  • გიო — სოფლის მენახირე
  • ტყის კაცი — მთავარი გმირი, პროტაგონისტი

გამოცემები

  • 1988 — საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების საქმეთა სამმართველოს სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგია, სერია: „თანამედროვე ერთმოქმედებიანი პიესა“, რედაქტორი ლია ლომთაძე.
  • 1990 — მოთხრობების კრებულში „მთვარიანი დღის ფრესკები“, გამომცემლობა „მერანი“, რედაქტორი მილიცა ჯაფარიძე.

გამოხმაურება

ლიტერატურულ ჟურნალ „ტოჩკა ზრენიას“ რედაქტორი და თავადაც მწერალი კენდის იასპერსი ასე გამოეხმაურა ამ ნოველას:

ვიკიციტატა
„ესაა მშვენიერი, მითური და რაღაც ძალიან მართალი რამ; იმდენად გამჭვირვალე, რომ გინდა მისი გავლით უყურო ყოფას, რომელშიც აღწევს არამიწიერი სინათლე... მიხო მოსულიშვილი კი შეიძლება დავასახელოთ ქართული ფილოსოფიური ზღაპრის „ტყის კაცის“ ავტორად. მშობლად ცოცხალი ადამიანებისა: ვახოსი, ჟანგოსი, თამთასი, რომლებისაც გჯერა, როგორც ნამდვილებისა, და რომლებიც გამოგონილები არ არიან. ეს ძალიან დიდი იშვიათობაა ნებისმიერი თანამედროვე მწერლისთვის - შექმნას პერსონაჟი, რომელიც შეიძლება იგრძნო, როგორც მეზობელი ან ნაცნობი, შენს მახლობლად რომ ცხოვრობს.[4]

ფილოლოგიის მეცნიერებათ დოქტორი მაია ჯალიაშვილი „ტყის კაცის“, როგორც რადიოპიესის შესახებ:

ვიკიციტატა
„ძალიან რთული პიესაა, რადგან ყოველი სახე კონკრეტული შინაარსის შემცველიცაა და თან სიმბოლური მნიშვნელოვნებაც ახლავს. ბოლოს იყო ეპიზოდი, ჩართული „ბალავარიანიდან“ და იგავურად იყო განმარტებული ცხოვრების არსი. ყველა ეს პერსონაჟი შეიძლება გავიაზროთ, როგორც ერთ ადამიანში არსებული იმპულსები თუ მისწრაფებები. იმავდროულად, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე არსებობენ, როგორც ინდივიდუალური პერსონაჟები. ვინ არის ტყის კაცი? ყოველი პერსონაჟი მის შესახებ თავისებურ ვერსიას გვთავაზობს, ამიტომაც გაჩნდა ალუზია აკუტაგავას „უსიერი ტყიდან“. ამგვარი სტილისტური ხერხი ცნობილია ლიტერატურაში და მწერლები მას იმიტომ მიმართავენ, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ ერთსა და იმავე მოვლენას. ამ პიესამ მე კიდევ ერთხელ შემაგრძნობინა ყველაფრის ფარდობითობა. თუმცა მწერლის თვალსაზრისია ის, რომ უზენაესი არის სიყვარული, სიკეთე. ეს კი ცხოვრებაში არასდროს არის სწორხაზობრივი. ამიტომ, რომ დარჩე ადამიანად, ეს ძალიან ძნელია[5]

.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „წყლის კაცების ქვეყანაში“ - წიგნში აკუტაგავა რიუნოსკე, „დიალოგი წყვდიადში“, გამომცემლობა „განათლება“, 1987 წელი, გვერდი 353
  2. Anderson, Robert (2016). „The Rashomon Effect and Communication“. Canadian Journal of Communication. Vancouver Canada (41(2)): 250–265. ISSN 0705-3657.
  3. „დრუჟბა“ (ბენზინის ძრავიანი ხერხი)
  4. Михо Мосулишвили: Чудо лесное убито весною.
  5. სტატია „მიხო მოსულიშვილის მოთხრობებისა და რადიოპიესის განხილვა“, გაზეთი „ჩვენი მწერლობა“, 1998 წლის 9—16 სექტემბრის ნომერი

Read other articles:

Television station in Nevada, United StatesKHDF-CDLas Vegas, NevadaUnited StatesChannelsDigital: 19 (UHF)Virtual: 19BrandingVisión LatinaProgrammingSubchannels(see below)AffiliationsVisión LatinaOwnershipOwnerHC2 Holdings(HC2 Station Group, Inc.)HistoryFirst air date1992 (1992)Former call signsK19CS (1990−1992)KKJK-LP (1997−2002)KHDF-CA (2002−2011)Former affiliationsHeartland (2018−2020)Azteca América (2002-2018, 2020-2022)Call sign meaningFrom XHDF-TV, the call sign of the fl...

 

العلاقات المارشالية السريلانكية جزر مارشال سريلانكا   جزر مارشال   سريلانكا تعديل مصدري - تعديل   العلاقات المارشالية السريلانكية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين جزر مارشال وسريلانكا.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجع�...

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Setouchi, Kagoshima – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2022) (Learn how and when to remove this template message) Town in Kyushu, JapanSetouchi 瀬戸内町TownCentral Koniya Port FlagSealLocation of Setouchi in Kagoshima PrefectureSetouchi&...

Czech tennis player This biography of a living person needs additional citations for verification. Please help by adding reliable sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately from the article and its talk page, especially if potentially libelous.Find sources: Pavel Vízner – news · newspapers · books · scholar · JSTOR (September 2015) (Learn how and when to remove this template messa...

 

Chemical compound AVN-211Clinical dataOther namesCD-008-0173Identifiers IUPAC name 5,7-dimethyl-2-(methylsulfanyl)-3-(phenylsulfonyl)pyrazolo[1,5-a]pyrimidine CAS Number1173103-84-8ChemSpider26387125ChEMBLChEMBL1668500Chemical and physical dataFormulaC15H15N3O2S2Molar mass333.42 g·mol−13D model (JSmol)Interactive image SMILES Cc1cc(n2c(n1)c(c(n2)SC)S(=O)(=O)c3ccccc3)C InChI InChI=1S/C15H15N3O2S2/c1-10-9-11(2)18-14(16-10)13(15(17-18)21-3)22(19,20)12-7-5-4-6-8-12/h4-9H,1-3H3Key:KSAUCBGU...

 

هذه المقالة تحتاج للمزيد من الوصلات للمقالات الأخرى للمساعدة في ترابط مقالات الموسوعة. فضلًا ساعد في تحسين هذه المقالة بإضافة وصلات إلى المقالات المتعلقة بها الموجودة في النص الحالي. (أغسطس 2018) تغطية جدار بالأوراق الذهبية رُقاقة الذهب[1] أو الصفيحة الذهبيَّة (أو ورقة ذ�...

Copa Colsanitas 2002 Sport Tennis Data 18 febbraio – 24 febbraio Edizione 5a Superficie Terra rossa Campioni Singolare Fabiola Zuluaga Doppio Virginia Ruano Pascual / Paola Suárez 2001 2003 Il Copa Colsanitas 2002 è stato un torneo di tennis giocato sulla terra rossa. È stata la 5ª edizione del Copa Colsanitas, che fa parte della categoria Tier III nell'ambito del WTA Tour 2002. Si è giocato al Club Campestre El Rancho di Bogotà in Colombia, dal 18 al 24 febbraio 2002. Indice 1 Campi...

 

Motor vehicle Kia Ceed2018 Kia Ceed First Edition (UK)OverviewManufacturerKiaAlso calledKia Cee'd (2006–2018)Production2006–presentBody and chassisClassCompact car/small family car (C)LayoutFront-engine, front-wheel-driveChronologyPredecessorKia Spectra The Kia Ceed (known as the Kia Cee'd before 2018) is a compact car produced by the South Korean manufacturer Kia since 2006 exclusively for the European market. It is the first Kia vehicle to be designed entirely in Europe and tailor...

 

Light Armored Vehicle redirects here. For series of vehicles produced by General Dynamics Land Systems, see LAV (armoured vehicle). Wheeled armoured fighting vehicle U.S. T17E1 Staghound armored car of World War II AMX-10RC, a modern armored car of the French Army Part of a series onWar History Prehistoric Ancient Post-classical Early modern Pike and shot napoleonic Late modern industrial fourth-gen Military Organization Command and control Defense ministry Army Navy Air force Marines Coast g...

Paraguayan footballer (born 1993) In this Spanish name, the first or paternal surname is Iturbe and the second or maternal family name is Arévalo. Juan Iturbe Iturbe with Paraguay in 2017Personal informationFull name Juan Manuel Iturbe ArévaloDate of birth (1993-06-04) 4 June 1993 (age 30)Place of birth Buenos Aires, ArgentinaHeight 1.72 m (5 ft 8 in)[1]Position(s) WingerTeam informationCurrent team Cerro PorteñoYouth career Sportivo Barracas[2]2...

 

2013 film by Lasse Hallström Safe HavenTheatrical release posterDirected byLasse HallströmScreenplay by Gage Lansky Dana Stevens Based onSafe Havenby Nicholas SparksProduced by Marty Bowen Chad Freet Wyck Godfrey Ryan Kavanaugh Starring Josh Duhamel Julianne Hough Cobie Smulders David Lyons CinematographyTerry StaceyEdited byAndrew MondsheinMusic byDeborah Lurie[1]Productioncompanies Relativity Media Temple Hill Entertainment Distributed byRelativity MediaRelease date February ...

 

ХристианствоБиблия Ветхий Завет Новый Завет Евангелие Десять заповедей Нагорная проповедь Апокрифы Бог, Троица Бог Отец Иисус Христос Святой Дух История христианства Апостолы Хронология христианства Раннее христианство Гностическое христианство Вселенские соборы Н...

Alpine ski discipline year standings 2024 Women's Giant Slalom World Cup Lara Gut-Behrami of Switzerland, season champion 2024 Women's World CupOverall • Downhill • Super-GGiant slalom • Slalom Previous: 2023 Next: 2025 The women's giant slalom in the 2024 FIS Alpine Skiing World Cup included eleven events, including the final.[1] The season opened in Sölden, Austria on 28 October 2023. After an injury to defending champion Mikaela Shiffrin of the United States, the season cham...

 

周處除三害The Pig, The Snake and The Pigeon正式版海報基本资料导演黃精甫监制李烈黃江豐動作指導洪昰顥编剧黃精甫主演阮經天袁富華陳以文王淨李李仁謝瓊煖配乐盧律銘林孝親林思妤保卜摄影王金城剪辑黃精甫林雍益制片商一種態度電影股份有限公司片长134分鐘产地 臺灣语言國語粵語台語上映及发行上映日期 2023年10月6日 (2023-10-06)(台灣) 2023年11月2日 (2023-11-02)(香�...

 

土库曼斯坦总统土库曼斯坦国徽土库曼斯坦总统旗現任谢尔达尔·别尔德穆哈梅多夫自2022年3月19日官邸阿什哈巴德总统府(Oguzkhan Presidential Palace)機關所在地阿什哈巴德任命者直接选举任期7年,可连选连任首任萨帕尔穆拉特·尼亚佐夫设立1991年10月27日 土库曼斯坦土库曼斯坦政府与政治 国家政府 土库曼斯坦宪法 国旗 国徽 国歌 立法機關(英语:National Council of Turkmenistan) ...

Foto satelit dai Pulau Teraina .(NASA) Pulau Teraina atau juga dikenal sebagai Pulau Washington, merupakan sebuah pulau paling utara dari Kepulauan Line, Kiribati. Pulau ini merupakan sebuah atol koral dengan luas sekitar 14.2 kilometer persegi,[1][2] dan memiliki ketinggian rata-rata 2 meter di atas permukaan laut. Pulau ini juga memiliki sebuah danau air tawar yang terletak di ujung bagian barat. Pulau Teraina pertamakali terlihat oleh dunia barat pada tahun 1798; ditemukan ...

 

2007 National Assembly for Wales election ← 2003 3 May 2007 2011 → All 60 seats to the National Assembly for Wales31 seats needed for a majorityTurnout43.7% 5.5%   First party Second party   Leader Rhodri Morgan Ieuan Wyn Jones Party Labour Plaid Cymru Leader's seat Cardiff West Ynys Môn Last election 30 seats 12 seats Seats won 26 15 Seat change 4 3 Constituency Vote 314,925 219,121 % and swing 32.2% 7.8% 22.4% 1.2% Regional Vot...

 

Single-winner electoral system Part of the Politics seriesElectoral systems Single-winner/majoritarianPlurality First-past-the-post Plurality at-large (plurality block voting) General ticket (party block voting) Multi-round voting Two-round Exhaustive ballot Primary election Nonpartisan unified top-four Majority at-large (two-round block voting) Ranked / preferential systems Instant-runoff (alternative vote) Contingent vote Coombs' method Condorcet methods (Copeland's, Dodgson's, Kemeny–You...

Detail kereta penumpang yang anjlok di Praha, Republik Ceko, pada tahun 2007. Sebuah kereta api dikatakan anjlok jika kereta tersebut keluar dari rel. Meskipun kebanyakan insiden kereta anjlok bersifat minor, dampaknya bisa menyebabkan terjadinya gangguan sementara dalam pengoperasian kereta api, dan bahkan berpotensi membahayakan kesehatan atau keselamatan manusia. Pada abad ke-19, anjloknya sebuah kereta sering terjadi, tetapi ditingkatkannya langkah-langkah pengamanan menyebabkan insiden t...

 

Voce principale: Associazione Calcistica Perugia Calcio. Questa voce sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. AC PerugiaStagione 1930-1931 Sport calcio Squadra Perugia Presidente Tiberio Rossi Scotti Prima Divisione6º nel girone F StadioCampo di Piazza d'armi 1929-1930 1931-1932 Si invita a seguire il modello di voce Questa voce r...