ტფილისი, წმინდა ნინოს სამხედრო ლაზარეთი, პალატა ოფიცრების განყოფილებაში, მეოთხე სართულზე
ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა — მითო-რიტუალური პიესა ერთ მოქმედებად და თერთმეტ სცენად, ჟანრობრივად ფსიქოდრამა, დაწერილი 2011-2012 წლებში მიხო მოსულიშვილის მიერ.
პერსონაჟები
ვაჟა — ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი. გაბრაზებისას ამბობს ხოლმე სიტყვას „საკრამენტო“. Sacramento არსებითი სახელია იტალიურადაც და ესპანურადაც და „საიდუმლოს“ ნიშნავს.
სამძიმარი — ქაჯის ქალი, ყელ-ღილიანი და ოქროს თმა-ქოშიანი, ხახმატის ჯვრის, იგივე ხახმატის წმინდა გიორგის მიერ ქაჯეთიდან წამოყვანილი და მისი მოდე. შეიძლება, უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, როგორც წაწალი.
ანიკო — მოწყალების და ანიკო კობიაშვილი, უყვარს წითელი ღვინო.
სანდალა — ალექსანდრე პავლეს ძე რაზიკაშვილი, ვაჟას პატარა ძმა.
მინანი — სულის მატირალი, ქადაგი ქალი, ხელზე სამაჯურით.
ბერი გიორგი — მუხის ანგელოზი, ცას აბია ოქროს შიბით (თოკის კიბით) და თიბავს კიდეც. ვაჟა, მინანი და სამძიმარი ხედავენ, სხვები - ვერა.
შინაარსი
მითო-რიტუალური პიესა „ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა“ მოგვითხრობს ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაზე.
მოქმედების დრო: ბოლო წამები 1915 წლის 27 ივლისის 19.00 საათამდე, - ეს არის ვაჟა-ფშაველას სიცოცხლის ბოლო წამები.
მოქმედების ადგილი წარმოადგენს ტფილისის წმინდა ნინოს სამხედრო ლაზარეთს, პალატას ოფიცრების განყოფილებაში, მეოთხე სართულზე, სადაც ლაშარის ხატის წმინდა მუხაც დგას. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ ვაჟა-ფშველას რეალობა და წარმოსახვა ერთ მთლიანობაში არის წარმოდგენლი.
თუკი, ერთი მხრივ, ავადმყოფ ვაჟასთან ახლობლები (მათ შორის, ნიკო ფიროსმანაშვილი) და მედდები არიან, მეორე მხრივ სამძიმარი (ქაჯის ქალი, ყელ-ღილიანი და ოქროს თმა-ქოშიანი, ხახმატისჯვრის, იგივე ხახმატის წმინდა გიორგის მიერ ქაჯეთიდან წამოყვანილი და მისი მოდე. შეიძლება, უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, როგორც წაწალი) გამოეცხადება ვაჟას და ცდილობს, ქაჯავეთში წაიყვანოს, რასაც ხელს უშლიან მინანი (სულის მატირალი, ქადაგი ქალი) და ბერი გიორგი (მუხის ანგელოზი, ცას აბია ოქროს შიბით (თოკის კიბით) და თიბავს კიდეც).
კეთილისა და ბოროტის ბრძოლის ასპარეზად არსთა გამრიგეს სწორედ ვაჟა აურჩევია, უკვე ეს სტრიქონებიც უთქმევინებია: „და უფსკრულს დასცქერს პირიმზე მოღერებულის ყელითა“ და ჩვენ ამ პიესიდან გავიგებთ, ვაჟა-ფშაველა უფსკრულს აირჩევს თუ პირიმზეს...
დადგმები
2013 წ. — პიესის საჯარო წაკითხვა თუმანიშვილის თეატრში[1], რეჟისორი ხათუნა მილორავა
ჯილდოები
პრიზი თუმანიშვილის სახელობის ფონდის[2], თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის[3] და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ერთობლივი პროექტის ,,ახალი ქართული პიესა 2012"-ის[4] კონკურსზე (ჟიური: მანანა ანთაძე, მანანა ანასაშვილი, ირინა ღოღობერიძე, გიორგი ყაჯრიშვილი, ნიკა წულუკიძე).
გამოცემები
2013 წ. — „საბა“ ელექტრონული წიგნების სახლი, გამომცემლობა „მიმოსი“[5]
2013 წ. — „ლიტერატურული პალიტრა“, # 4 (აპრილი), #5 (მაისი)
2013 წ. — კრებულში „ქართული პიესა 2012“, გამომცემლობა „კენტავრი“, თბ., გვ. 158-236, ISBN 978-9941-9331-2-7