ტყვირი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ტყვირი, ცილორი).[1] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ნოღელის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 17 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან დაშორებულია 6 კილომეტრით, ქოლობნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 1,5 კილომეტრით.
ისტორია
ტყვირი არსებობდა VII-VIII საუკუნიდან.[2] ტყვირი შედიოდა ჭილაძეების სათავადოში.[3]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 524 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
682 |
326 |
356
|
2014[1] |
524 |
250 |
274
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო