ნაესაკოვო[2], ნაესაკაო[3] — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნაესაკოვო, გამოღმა კოდორი). მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 15 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან დაშორებულია 4,5 კილომეტრით. სოფელში ნაპოვნია ძვ. წ. V საუკუნის „შუაქალაქის“ ნივთების ფრაგმენტები.[4]
ისტორია
ნაესაკოვოს თემი აერთიანებს სოფ. ნაესაკოვოსა და სოფ. კოდორს. სოფ. კოდორი მდებარეობს მდინარე რიონის ორივე (მარჯვენა და მარცხენა) სანაპიროზე. თავდაპირველად მდ. რიონი სოფლის სამხრეთით გაედინებოდა. XVII და XVIII საუკუნეებში მდ. რიონისათვის კალაპოტი ხელოვნურად შეუცვლიათ, ამით სოფ. კოდორი ორად გაიყო. მისი დიდი ნაწილი, რომელიც რიონის ჩრდილოეთის სანაპიროზე მდებარეობს იწოდება პირველ კოდორად და ერთიანდება ნაესაკოვოს თემში, მეორე, სამხრეთი ნაწილი კი კეთილარის თემში. ნაესაკოვოს თემის მოსახლეობა შეადგენს 954 ადამიანს. სოფელ ნაესაკოვოში დაიბადა ცნობილი პოეტი სიმონ ჩიქოვანი (1902-1966 წ.წ.). 2012 წელი, როგორც მწერლის საიუბილეო წელი საზეიმოდ აღინიშნა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 575 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[5] |
795 |
366 |
429
|
2014[1] |
575 |
277 |
298
|
სქოლიო