პროვინციის ფართობი 212 კმ²-ია, მოსახლეობა 236 520 (2009). ზღვაზე გასასვლელი სანაპირო ხაზის სიგრძეა 48,1 კმ. შედგება 6 კომუნისგან.
ისტორია
ტრისეტის პროვინცია 1920 წელს შეიქმნა და მოიცავდა დღეს არსებულ ტერიტორიებს, ისევე როგორც კრასის პლატოსა და შიდა-კარნიოლის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილებს. ეს უკანასკნელი დღეს სლოვენიის ტერიტორიაზეა. 1923—1943 წლებში ასევე მოიცავდა სხვა რამდენიმე კომუნას, რომლებიც დღეს სლოვენიის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ.