ტიჟუკის ტყე (პორტ.Floresta da Tijuca) — მთიანი, ხელით გაშენებული წვიმის ტყებრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს ურბანულ ტყეს და მოიცავს 32 კმ²-ს. მისგან სახელი ეწოდა რიოს ორ კვარტალს — ტიჟუკასა და ბარა-და-ტიჟუკას, რომლებიც მის შესასვლელთან მდებარეობს. სახელი მომდინარეობს ტუპის ენიდან და „ჭაობს“ ნიშნავს. ტყე ბუნებრივ გამყოფს წარმოადგენს რიოს დასავლეთ ზონასა და სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ზონებს შორის, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ზონებს შორის.
ტიჟუკის ტყეში მცენარეებისა და ველური ბუნების სხვა წარმომადგენლების ასობით სახეობაა გავრცელებული, რომელთაგან ზოგიერთი გაქრობის პირასაა მისული და მხოლოდ ატლანტიკურ წვიმის ტყეებში გვხვდება. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე ასევე ტყე ყოფილა, რომელიც შემდეგ ყავის პლანტაციების გაშენების მიზნით გაუკაფავთ. ტყე ხელახლა XIX საუკუნეში, რიოს მერის ძალისხმევით გააშენეს ხელახლა, რითაც წარმატებით იქნა დაცული რიოს წყალმომარაგება.
ტყეში არსებობს ფაველა მატა-მაჩადუ. მასში ძირითადად იმ ხალხის შთამომავლები ცხოვრობენ, რომლებიც აქ 1930-იან წლებში ტყის განაშენიანების სამუშაოებში მონაწილეობის მიღების მიზნით ჩასახლდნენ. დასახლებას ტყისთვის მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოაქვს.[1]