დიამანტინა (პორტ. Diamantina) — ქალაქი ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატში. მისი ფართობი შეადგენს 3. 870 კმ. კვ-ს, ხოლო მოსახლეობა 44. 746 ადამიანს (2006).
არიალ-დო-ტიხუკო, როგორც ქალაქს თავდაპირველად ეძახდნენ, აშენდა ჯერ კიდევ კოლონიურ ეპოქაში, მე-18 საუკუნის დასაწყისში. მე-18 მე-19 საუკუნეებში ქალაქი ალმასის მაღაროების ცენტრი იყო, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი დღევანდელი სახელი.
საკმაოდ კარგად შემონახული ბრაზილიური ბაროკოს სტილის არქიტექტურის გამო, 1999 წელს იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში