2003 წლიდან სულხან პაპაშვილმა კარიერა კერძო სექტორში, ბიზნესში განაგრძო (სს „ბანკი რესპუბლიკა“, შპს „რედიქსი“ და სხვ.). 2022 წელს უკრაინულ და ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია პაპაშვილის რუსულ ბიზნესთან კავშირისა და უკრაინის ხელისუფლების მიერ მისი შესაძლო დასანქცირების შესახებ, რაც პაპაშვილის ადვოკატებმა უარყვეს.[1] მისი ძმა ლაშა პაპაშვილი იყო სს „ბანკი რესპუბლიკის“ ყოფილი პრეზიდენტი და თანამფლობელი, შემდეგ — მრავალპროფილური კომპანია „რედიქსის“ ხელმძღვანელი და „საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი.
ლიტერატურა
ვინ ვინაა საქართველოში : ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998–1999. — გვ. 270.