სკალარია[1] (ლათ. Pterophyllum) — თევზების გვარი ციქლასებრთა ოჯახისა. სხეული დისკოსებრი ფორმის და გვერდებიდან შებრტყელებულია; სიგრძე 15 სმ-მდეა, სიმაღლე 25 სმ-მდე. ძირითადად შეფერილი არიან მომწვანო-რუხიდან ზეთისხილისფრამდე მოვერცხლისფრო ელფერით. ქერცლი წვრილია. მუცლის ფარფლები ძაფის მსგავსია, ზურგისა და ანალური — წაგრძელებული, კუდისა და მკერდის — წამახვილებული. ბინადრობენ სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის, ორინოკოსა და ესეკიბოს აუზებში, ტბებსა და მდინარეთა ნელ დინებებში, წყალმცენარეებსა და წყლის მცენარეულობას შორის. სამი სახეობაა: P. altum (ყველაზე დიდი), P. leopoldi, P. scalare. ქმნიან მონოგამურ წყვილებს. დედალი ფოთლებზე ან მოფარებულ ადგილებში დებს 300–700 ცალ ქვირითს. ჰყავთ აკვარიუმებში.[2]
გალერეა
სქოლიო