სირიანა (ინგლ. Syriana) — 2005 წლის ამერიკული გეოპოლიტიკური თრილერი. ფილმი ეხება ამერიკული მსხვილი კორპორაციების ინტერესებს ახლო აღმოსავლეთის ნავთობსაბადოების მიმართ.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმში რამდენიმე სიუჟეტური ხაზია იკვეთება. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი ბობ ბარნსი ბეირუთში ჩადის საიდუმლო დავალების შესასრულებლად. ნავთობის ბროკერი ბრაიანი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ მიატოვოებს ცოლ-შვილს და მუშაობას იწყებს ერთ-ერთ ამირასთან ფინანსურ კონსულტანტად. ბენეტ ჰოლიდეი, ამერიკელი ადვოკატი, იკვლევს მსხვილი ამერიკული ნავთობკომპანიების შერწყმის საქმეში კორუფციის ფაქტებს. საბოლოოდ ყველა მოქმედება ერთ ისტორიაში ერთიანდება.
როლებში
ჯილდოები
ოსკარი
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ჯორჯ კლუნი
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ჯორჯ კლუნი
რესურსები ინტერნეტში