სერგეი ნიკიტინი (რუს. Никитин, Сергей Николаевич; დ. 4 თებერვალი [ძვ. სტ. 23 იანვარი] , 1851, მოსკოვი, — გ. 18 ნოემბერი, [ძვ. სტ. 5 ნოემბერი], 1909, პეტერბურგი) — რუსი გეოლოგი, ჰიდროგეოლოგი და პალეონტოლოგი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1902). 1871 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. გეოლოგიური კომიტეტის უფროსი გეოლოგ თანამშრომელი, რუსეთის ჰიდროგეოლოგიური შესწავლის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი ძირითადი შრომები შეეხება კარბონული სისტემის სტრატიგრაფიას, რუსეთის ცენტრალური ნაწილის იურულ და ცარცულ ეპოქებს, რუსეთის ევროპული ნაწილის ჰიდროგეოლოგიასა და სხვა. პალეონტოლოგიურ ნაშრომებში განავითარა ევოლუციური წარმოდგენა. ორგანიზაცია გაუწია რუსული გეოლოგიური ლიტერატურის ბიბლიოგრაფიას.
ლიტერატურა
- Памяти Сергея Николаевича Никитина (Некролог), "Изв. Геологического комитета", 1909, т. 29, № 10 (имеется список трудов Н.);
- Карпов Н. Н., С. Н. Никитин и значение его работ для развития отечественных геологических наук, в кн.: Очерки по истории геологических знаний, в. 1, М., 1953.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო