საფუარები — ევკარიოტი მიკროორგანიზმები, მიეკუთვნებიან სოკოების ოჯახს. აღმოჩენილია მისი დაახლოებით 1 500 სახეობა,[1] რაც მთელი სოკოების 1%-ს წარმოადგენს.[2] საფუარების ძირითადი ნაწილი ერთუჯრედიანია, თუმცა გვხვდება მრავალუჯრედიანებიც. საფუარების ზომა დამოკიდებულია სახეობაზე და საცხოვრებელ გარემოზე. ძირითადად მათი ზომები 3-4 მკმ-იდან 40 მკმ-მდე მერყეობს.[3] საფუარების უმრავლესობა უსქესოდ, მიტოზის საშუალებით მრავლდება.
გამოყენება
საფუარები საკუთარი სასარგებლო თვისებების გამო ადრეულ ეპოქაშივე გამოიყენებოდა სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად მას დღესაც იყენებენ პურისა და ლუდის წარმოებაში. აქტიურად გამოიყენება მეღვინეობაშიც.
სქოლიო