სამხრეთი პემბა (სუაჰ. Kusini Pemba, ინგლ. Pemba South) — ტანზანიის 30-დან და ზანზიბარის ნახევრადავტონომიის 5-დან ერთ-ერთი ოლქი. მდებარეობს ზანზიბარის არქიპელაგის კუნძულ პემბაზე.
ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მკოანი.
მოსახლეობა — 195 116 ადამიანი (2012 წელი).[1]
ფართობი — 332 კმ².
შედგება ორი რაიონისაგან:
- ჩაკე-ჩაკე (სუაჰ. Chake Chake) — სამხრეთი პემბის ჩრდილოეთი (97 249 ადამიანი, 2012 წელი),
- მკოანი (სუაჰ. Mkoani) — სამხრეთი პემბის სამხრეთი (97 867 ადამიანი, 2012 წელი).
სქოლიო