რუჯერ იოსიპ ბოშკოვიჩი |
---|
იტალ. Ruggero Giuseppe Boscovich |
|
დაბ. თარიღი |
18 მაისი, 1711(1711-05-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
---|
დაბ. ადგილი |
დუბროვნიკი, Republic of Ragusa[4] [6] [8] |
---|
გარდ. თარიღი |
13 თებერვალი, 1787(1787-02-13)[1] [2] [3] [5] [7] [6] [9] (75 წლის) |
---|
გარდ. ადგილი |
მილანი, ჰაბსბურგთა მონარქია[10] [6] [8] |
---|
დასაფლავებულია |
Santa Maria Podone[8] [11] და მილანის მონუმენტური სასაფლაო[12] |
---|
მოქალაქეობა |
Republic of Ragusa |
---|
საქმიანობა |
ფიზიკოსი[8] , ასტრონომი[8] , მათემატიკოსი[8] , ფილოსოფოსი[8] , დიპლომატი[8] , პოეტი[8] , თეოლოგი, უნივერსალური ადამიანი, ისტორიკოსი, გეოგრაფი[8] , უნივერსიტეტის პროფესორი[8] და კათოლიკე მღვდელი[8] |
---|
მუშაობის ადგილი |
Roman College[1] , პავიის უნივერსიტეტი[1] და French Royal Navy[1] |
---|
ალმა-მატერი |
Roman College[8] [1] , Saint Ignatius Church[1] და Sant'Andrea delle Fratte[1] |
---|
მამა |
Nikola Bošković |
---|
ჯილდოები |
სამეფო საზოგადოების წევრი |
---|
|
|
რუჯერ იოსიპ ბოშკოვიჩი (ხორ. Ruđer Josip Bošković; დ. 18 მაისი, 1711, დუბროვნიკი — გ. 13 თებერვალი, 1787, მილანი) — XVIII საუკუნის ხორვატი მეცნიერი.
ბიოგრაფია
დუბროვნიკში, 1711 წელის 18 მაისს დაიბადა ბავშვი, რომელიც შემდეგ XVIII საუკუნის უნივერსალურ მეცნიერად აღიარეს. ეს იყო რუჯერ ბოშკოვჩი. მისი მშობლიური ენა ხორვატული იყო. რუჯერ ბოშკოვიჩის ცხოვრების პერიოდში დუბროვნიკი სამხრეთსლავური კულტურის ცენტრი იყო, ხალხში შესამჩნევად იზრდებოდა მეცნიერებისაკენ ლტოლვა. რუჯერ ბოშკოვიჩი მიაბარეს დუბროვნიკის კოლეგიუმში, სადაც ლათინურ ენაზე ასწავლიდნენ. ამით აიხსნება ის, რომ ბოშკოვიჩის ყველა შრომა ლათინურ ენაზეა დაწერილი. მიუხედავად ამისა, რომ კოლეგიუმის სწავლა-აღზრდის პრინციპები ძირითადად რელიგიური იყო, ბოშკოვიჩის მსოფლმხედველობა ბუნებისა და სამყაროს აღნაგობის შესახებ მთლიანად განსხვავდება რელიგიური მსოფლმხეველობისაგან.
დუბროვნიკში იმხანად შექმნილი იყო ლიტერატურული წრე, რომელსაც 1712 წელს ლათინური ენა უარყო და მშობლიურ ენად ხორვატული აღიარა. 15 წლის რუჯერი მშობლებმა რომში გაგზავნეს, სადაც მან სხვა მეცნიერულ დისციპლინებთან ერთად შეისწავლა მათემატიკა და ფიზიკა. 1735 წლიდან თვითონ გახდა ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ამ წელს დაწერა მან თავისი პირველი მეცნიერული შრომა „მზისა და მთვარის დაბნელების შესახებ“.
რუჯერ ბოშკოვიჩის შრომები
1735 წლიდან იგი სისტემატურად აქვეყნებდა შრომებს მათემატიკაში, მექანიკაში, ასტრონომიასა და მეტეოროლოგიაში . 1743 წლიდან ბოშკოვიჩი შეუდგა გამოყენებითი ხასიათის შრომას. ამ მიმართულებით მის მოღვაწეობას ხელი შეუწყო რომის პაპის ბენედიქტე XIV-ის დაკვეთამ, ორ რომაელ მათემატიკოსთან — ვოვიტელისთან და პოლენისთან — ერთად ბოშკოვიჩმა შეადგინა ტაძრების დაზიანებული გუმბათის აღდგენისა და შემდგომი რღვევისაგან დაცვის გეგმა. ამის შემდეგ მას დაევალა 55კმ2 ჭაობის ამოშრობა, რაც საუკუნეთა მანძილზე სხვამ ვერავინ შეასრულა; საზღვაო პორტების მშენებლობის გეგმების შედგენა და სხვა. აღნიშნული შრომები ეყრდნობა სტევინის, გალილეის, ტორიჩელის, პასკალის, ნიუტონის, ბერნულისა და ეილერის გამოკვლევებს.
ბოშკოვიჩის მოღვაწეობა მალე მთელს ევროპაში გახდა ცნობილი. მას სხვადასხვა სახელმწიფოში იწვევდნენ ანალოგიურ სამუშაოებზე. 1756 წელს ავსტრიის იმპერატორმა მარია ტერეზამ იგი ერთ-ერთ ტაძარზე სამუშაოდ მიიწვია. სწორედ აქ გამოსცა ბოშკოვიჩმა თავისი ძირითადი შრომა „ბუნების ფილოსოფიის თეორია“, რომელიც შემდეგში ვენეციასა და პარიზშიც დაიბეჭდა. ამ შრომაში ავტორმა გააშუქა დინამიკური ატომიზმის ძირითადი პრინციპები.
მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბოშკოვიჩის მოღვაწეობა გეოდეზიაში. 1750 წლიდან იგი შეუდგა რომის ძველი რუკის შესწორებას და რომთან გამავალი მერიდიანის რკალის გაზომვას. უფრო გვიან მან გაზომა გრადუსის შესაბამი რკალები ჩრდილოეთ აფრიკაში, ავსტრიაში, უნგრეთში, სარდინიასა და პენსილვანიაში. ყველა ეს გაზომვა მიზნად ისახავდა დედამიწის ფორმის დაზუსტებას.
1743 წლიდან მოყოლებული იბეჭდებოდა მისი შრომები ფიზიკაში, თეორიულ მექანიკაში, ასტრონომიაში, მატემატიკასა და გეოგრაფიაში, რომლებიც ქვეყნდებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში. მრავალმხრივმა სამეცნიერო და პრაქტიკულმა მოღვაწეობამ ბოშკოვიჩს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.
1782 წელს იგი იტალიაში დაბრუნდა. სადაც ბოშკევიჩი ძლიერ დაავადდა და 1787 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა მილანში 76 წლის ასაკში.
ლიტერატურა
- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 99-105.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო