როჰტასის ციხესიმაგრე — ციხესიმაგრე პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში. აშენებულია 1541-1543 წლებში ავღანეთის მეფე შერ-შაჰის მიერ. კომპლექსის გარშემოწერილობა 4 კმ-ია და წარმოადგენს პუშტუნური და ინდური არქიტექტურის ნაზავის პირველ მაგალითს მთელ ინდოეთის სუბ-კონტინენტზე.
ციხის კედლების სიმაღლე 18 მეტრია, მთელ სიგრძეზე, მდებარეობს 68 ნახევრადწრიული ბასტიონი და რამდენიმე ქვიშაქვის ჭიშკარი. იმ დროისთვის, იგი შეუვალ ნაგებობად ითვლებოდა.
ნაგებობას სახელი ეწოდა როჰტასის ბრძოლის პატივსაცემად, რომელიც შერ-შაჰმა მოგოლების წინააღმდეგ გამართა. მისი სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ, ციხესიმაგრე მოღალატეებმა მოგოლთა იმპერატორ უმაიუნს გადასცეს. მოგოლები ამ ციხეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მისი მსგავსი მრავალი სხვა ციხე ააგეს.
1997 წელს, იუნესკომ როჰტასის ციხესიმაგრე მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
www.rohtasfort.com დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine.
გალერეა