რომბლონი (რომბლონი)

ადმინისტრაციული ერთეული
რომბლონი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 12°34′43″ ჩ. გ. 122°16′28″ ა. გ. / 12.5788694° ჩ. გ. 122.2746556° ა. გ. / 12.5788694; 122.2746556
ფართობი 86.87 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 40 554 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 42
საფოსტო ინდექსი 5500
ოფიციალური საიტი http://www.romblon.gov.ph/
რომბლონი (რომბლონი) — ფილიპინები
რომბლონი (რომბლონი)

რომლონი (ოფიციალურად რომბლონის მუნიციპალიტეტი) — მესამე კლასის მუნიციპალიტეტი და რომბლონის პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 38 758 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი პროვინციის სამი კუნძულიდან ერთ-ერთს, რომბლონის კუნძულს მოიცავს. რომბლონი პროვინციის დედაქალაქია და შესაბამისად, სამთავრობო ინსტიტუტებიც აქ არის განთავსებული. კუნძულის მაცხოვრებლები ძირითადად რომბლომანონურ ენაზე ან ინის ენაზე საუბრობენ.

რომბლონი ცნობილია ადგილობრივი მარმარილოს ინდუსტრიით და ქვეყნის მასშტაბით მინერალის მეორე უდიდესი მწარმოებელია. სუფთა პლაჟებისა და ესპანური ხანის ტყუპი ფორტების წყალობით ბოლო წლებში ქალაქი ტურისტული დანიშნულების ადგილი ხდება.

გეოგრაფია

მუნიციპალიტეტი რომბლონის კუნძულს და უფრო პატარა კუნძულებს: ალადს, კობრადორსა და ლოგბონს მოიცავს. მუნიციპალიტეტი რომბლონის ყურის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს. ყურე ბუნებრივი ნავსადგურია და ცუდი ამინდის დროს გემების თავშესაფარია. მუნიციპალიტეტის უმაღლესი წერტილი ლაგტინგის მთაა, რომელიც საბლაიანის ბარანგაიში ზღვის დონიდან 444 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტი პოლიტიკურად 31 ბარანგაიდ იყოფა.

კლიმატი

კორონას კლიმატის კლასიფიკაციით, რომბლონი III ტიპის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ამ სარტყელში მშრალი და წვიმების სეზონი მკვეთრად გამოხატული არაა. ჩვეუელბრივ, წვიმების სეზონი ივნისიდან ნოემბრამდე, ზოგჯერ დეკემბრამდე გრძელდება, როდესაც სამხრეთ-დასავლეთის მუსონები ჭარბობს. მშრალი სეზონი იანვრიდან მაისამდე გრძელდება, მაგრამ ზოგჯერ მოულოდნელად წვიმს. წლიური საშუალო ტემპერატურა 27 °C-ია (81 °F). ყველაზე ცივი თვე თებერვალია, როდესაც ტემპერატურა 20 °C-მდე (68 °F) ეცემა, ხოლო ყველაზე თბილი თვე მაისია, რომლის დროსაც ტემეპრატურა 35 °C-ს (95 °F) აღწევს. ივნისიდან ოქტომბრამდე მთელ პროვინციაში ჰაბაგატის მუსონებია, ხოლო ამიჰანი (ჩრდილო-აღმოსავლეთი ქარები) კუნძულებზე დეკემბრიდან თებერვლამდე ქრის.[2][3][4]

დემოგრაფია

ძველი მუნიციპალური შენობა რომბლონში

მკვიდრ მოსახლეობას რომბლომანონები შეადგენენ. ისინი ყველაზე დიდი ფილიპინური ეთნო-ლინგვისტური ჯგუფი, ვისაიანური ეთნო-ლინგვისტური ჯგუფის წარმომადგენლები არიან. 2015 წლის აღწერით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 38 758 ადამიანს შეადგენს. რომბლომანონების უმრავლესობა ინიზე საუბრობს, რომელიც ერთ-ერთია პროვინციის სამ ენას შორის, ასისა და ონჰანთან ერთად.

ადგილობრივი მმართველობა

1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კოდექსისა და 7160-ე რესპუბლიკური აქტის მიხედვით,[5] მუნიციპალიტეტის მთავრობა მერის, ვიცე-მერისა და საკანონმდებლო ორგანოს, მუნიციპალური საბჭოს (Sangguniang Bayan) წევრებითაა დაკომპლექტებული. მუნიციპალური მთავრობის წევრები სამწლიანი ვადით აიჩევიან და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ამჟამინდელი მერი ჯერარდ მონტოხოა, ხოლო ვიცე-მერი — მარიანო „ანოი“ მატეო.[6]

ტურიზმი

ფუენტე დე ბელენი

რომბლონში არაერთი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს: წმინდა იოსების საკათედრო ტაძარი და სამრეკლო: ერთ-ერთი უძველესი კათოლიკური ტაძარი პობლაკიონის ბარიოში მდებარეობს. ეკლესია ადგილობრივმა ხელოსნებმა მარჯნის ბლოკებითა და აგურებით ააგეს. ფუენტე-დე-ბელენი: მდებარეობს მუნიციპალურ მერიაში მდებარე შადრევანია, რომელიც 1864 წელს ააგო ედუარდო ასუერომ. ესპანური კოლონიური ხანის დროს იგი რომბლონისთვის მტკნარი წყლის რესურსს წარმოადგენდა. შადრევნის თავზე მარიამ ღვთისმშობლის გამოსახულებაა.

ძველი მუნიციპალური შენობა მარჯნის კირქვისგან ესპანელების მმართველობის დროს ააგეს. მასში ადგილობრივი გვარდიის შტაბ-ბინაა განთავსებული. შენობას ძველი არქიტექტურა შენარჩუნებული აქვს და მასში სამთავრობო ოფისები და მუნიციპალური საპატიმროა განთავსებული.[7] ეპისკოპოსის სასახლე ან ვილა დელ მარი: ლონოსის ბარანგაიში მდებარეობს და რომბლონის ეპისკოპოსის ოფიციალური რეზიდენციაა. იგი რომბლონის პირველი ეპისკოპოსის, ნიკოლას მონდეხარის დროს თიხის აგურებისგან აიგო.

სან-ანდრესისა და სანტიაგოს ფორტები: 1644 და 1573 წლებში მარჯნის ბლოკებისა და აგურებისგან აგებული ტყუპი ესპანური ფორტები მთელ ქალაქსა და ნავსადგურს გადაჰყურებს. ფორტები მუსლიმი მოთარეშეებისა და ნიდერლანდელი მეკობრეების თავდასხმების დროს ფორტებს მოსახლეობის დასაცავად იყენებდნენ. რომბლონის ნავსადგური ესპანური მმართველობის დოიდან მოყოლებული საზღვაო ტრანსპორტის თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა. ყურეში ესპანური გალეონი და იაპონური საბრძოლო ხომალდია ჩაძირული.

რომბლონზე არაერთი პლაჟი მდებარეობს: ტალიპასაკის პლაჟის კურორტი გინაბლანის ბარანაგაიდან 13 კმ-ის დაშორებით, ხოლო ტიამბანის პლაჟი ლონოსის ბარანგაიში მდებარეობს. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში კობრადორის პლაჟი მდებარეობს, რომელიც თეთრი ქვიშითა და მარჯნებითაა დაფარული.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. History. Romblon Province. Romblon Provincial Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 8 September 2015.
  3. History. Profile of Romblon Province (2013). ციტირების თარიღი: 8 September 2015.
  4. (2010) Geo-Physical Environment. Romblon: Provincial Government of Romblon. 
  5. An act providing for a local government code of 1991. 8th Congress of the Republic of the Philippines. ციტირების თარიღი: April 21, 2014.
  6. Halalan 2019 Philippine Election Results.
  7. National Museum News. National Museum (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 31 May 2014.

Read other articles:

Train station in Thailand บางรักใหญ่PP05Bang Rak Yai  MRT PlatformGeneral informationLocationBang Rak Yai, Bang Bua Thong, Nonthaburi, ThailandOwned byMass Rapid Transit Authority of Thailand (MRTA)Operated byBangkok Expressway and Metro Public Company Limited (BEM)Line(s)MRT Purple LinePlatforms1 island platformTracks2ConstructionStructure typeElevatedAccessibleYesOther informationStation codePP05HistoryOpened6 August 2016Passengers2021256,539 Services Preceding...

 

This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: Miss Universe Malaysia 2008 – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2020) Miss Universe Malaysia 2008Date30 May 2008VenueGardens Hotel, Kuala LumpurBroadcasterAstro HitzEntrants13Placements8WinnerLevy Li Terengganu← 2007...

 

Yeovil TownNama lengkapYeovil Town Football ClubJulukanThe GloversBerdiri1895 (sebagai Yeovil Casuals)StadionHuish ParkYeovil(Kapasitas: 9,665 (5,212 tempat duduk))KetuaJohn FryManajerGary JohnsonLigaLeague One2011–12League One, ke-17 Kostum kandang Kostum tandang Musim ini Yeovil Town Football Club adalah sebuah klub sepak bola Inggris yang berbasis di kota Yeovil, Somerset, dan menjadi satu-satunya klub dari Somerset yang bermain di Football League. Mereka memainkan pertandingan kandangny...

María Eugenia R. PalopMember of European ParliamentIncumbentAssumed office 2 July 2019ConstituencySpain Personal detailsBorn9 March 1970Llerena, SpainCitizenshipSpanishPolitical partyIndependent (linked to Podemos from 2019 to 2023, and Sumar since 2023)OccupationJurist, professor, columnist María Eugenia Rodríguez Palop (Spanish pronunciation: [maɾja.ewˈxenja roˈðɾiɣeθ paˈlop]; born 1970) is a Spanish jurist, professor of Philosophy of Law at the Charles III University...

 

Paolo (kanan) dan Vittorio Taviani di Festival Film Cannes 2015. Paolo dan Vittorio Taviani (pengucapan bahasa Italia: [ˈpaːolo, vitˈtɔːrjo taˈvjaːni]; masing-masing lahir 8 November 1931 dan 20 September 1929 – 15 April 2018) adalah sutradara dan penulis skenario Italia terkenal. Mereka bersaudara, yang sering berkarya bersama, maing-masing menyutradarai adegan yang berbeda. Istri Paolo Taviani, Lina Nerli Taviani menjadi perancang kostum dari beberapa film mereka...

 

Cricket tournament in Nepal 2013 ACC Twenty20 CupAdministrator(s)Asian Cricket CouncilCricket formatTwenty20Tournament format(s)Group Stage with FinalsHost(s)   NepalChampions Afghanistan (4th title)Participants10Player of the series Paras KhadkaMost runs Waqas Barkat (280)Most wickets Tanwir Afzal (11)Official website[1]← 20112015 → The 2013 ACC Twenty20 Cup was a cricket tournament held between March 26 and April 3 in Nepal. The tournament served as a qualify...

هذه مقالة غير مراجعة. ينبغي أن يزال هذا القالب بعد أن يراجعها محرر؛ إذا لزم الأمر فيجب أن توسم المقالة بقوالب الصيانة المناسبة. يمكن أيضاً تقديم طلب لمراجعة المقالة في الصفحة المخصصة لذلك. (فبراير 2021) ناغيسا أوشيما (باليابانية: 大島渚)‏    معلومات شخصية الميلاد 31 مارس 1932 &...

 

Delapan puluh tahun lebih setelah tambang Wallaroo di Kadina, Australia Selatan ditinggalkan, hanya lumut yang tetap mejadi satu-satunya tumbuhan di beberapa tempat di permukaan tanah. Degradasi lingkungan adalah kerusakan terhadap lingkungan melalui penipisan sumber daya seperti udara, air dan tanah. Juga kerusakan ekosistem, habitat dan kepunahan kehidupan liar serta polusi. Hal ini didefinisikan juga sebagai perubahan atau gangguan terhadap lingkungan yang merusak atau tidak diinginkan. ...

 

Si ce bandeau n'est plus pertinent, retirez-le. Cliquez ici pour en savoir plus. Cet article ne cite pas suffisamment ses sources (avril 2019). Si vous disposez d'ouvrages ou d'articles de référence ou si vous connaissez des sites web de qualité traitant du thème abordé ici, merci de compléter l'article en donnant les références utiles à sa vérifiabilité et en les liant à la section « Notes et références ». En pratique : Quelles sources sont attendues ? Com...

Railway line in Japan This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (May 2020) (Learn how and when to remove this message) Not to be confused with Hokuriku Shinkansen. Hokuriku Main LineA 521 series at Tsuruga StationOverviewOther name(s)Biwako Line (Maibara - Nagahama)Native name北陸本線StatusOperationalOwner JR WestLocale Shiga Prefecture Fukui Prefect...

 

2018 UK local government election Walsall Metropolitan Borough Council, 2018 ← 2016 3 May 2018 2019 → 21 of 60 seats31 seats needed for a majority   First party Second party Third party   Party Conservative Labour Liberal Democrats Last election 25 seats, 28 seats, 2 seats, Seats won 30 26 2 Seat change 5 2 Popular vote 29,237 25,671 2,456 2018 local election results in Walsall. Council control before election Labour Council control after el...

 

Power plant component A Rankine cycle with two steam turbines and a single open feedwater heater. A feedwater heater is a power plant component used to pre-heat water delivered to a steam generating boiler.[1][2][3] Preheating the feedwater reduces the irreversibilities involved in steam generation and therefore improves the thermodynamic efficiency of the system.[4] This reduces plant operating costs and also helps to avoid thermal shock to the boiler metal wh...

Broadcast genre; recurring cast comedy This article is part of a US culture series on theTelevision of the United StatesAmerican family watching TV in 1958 Timeline Networks History Prewar broadcasting Golden Age Network era Multi-channel transition New Golden Age Post-network era Streaming wars History by decade History of: Sports broadcasting Public broadcasting Children's television TV animation: (Network era · Modern era) Genres Daytime Sitcoms News (Cable news) Networks Over-the-air Pay...

 

Not to be confused with 2024 United States Senate election in Missouri. Missouri Senate elections, 2024 ← 2022 November 5, 2024 (2024-11-05) 2026 → 17 of Missouri's 34 Senate seats in the Missouri Senate.   Leader Caleb Rowden(term-limited) John Rizzo (term-limited) Party Republican Democratic Leader since January 4, 2023 January 6, 2021 Leader's seat 19th district 11th district Current seats 24 10 Map of the incumbents:  ...

 

City God Temple of Suphan Buri, Thailand. Kheng Hock Keong, of the Chinese community in Yangon, Burma, is a temple enshrining Mazu. Chinese folk religion plays a dynamic role in the lives of the overseas Chinese who have settled in the countries of this geographic region, particularly Burmese Chinese, Singaporean Chinese, Malaysian Chinese, Thai Chinese and Hoa. The Indonesian Chinese, by contrast, were forced to adopt en masse either Buddhism or Christianity in the 1950s and 1960s, abandoni...

Further information: Operations of KFC by country World map of KFC outlets, red showing current locations, pink showing Cuba whose only KFC is on a U.S. military base, and dark gray showing former locations This is a list of countries with KFC franchises. In 2024, there are at least 29,000 KFC outlets in 147 countries and territories in the world where 10,000 of those stores are in China alone.[1] The first KFC franchise opened in the United States in 1952.[2] The first overs...

 

愛知県出身の人物一覧(あいちけんしゅっしんのじんぶついちらん)は、Wikipedia日本語版に記事が存在する愛知県出身の人物の一覧表である。 公人 政治家 多数のため政令指定都市以外の市町村長は省略した。また他分野で活躍した人物も要職に就いていない場合は除外した。 首相・議長経験者 加藤高明(第24代内閣総理大臣):愛西市 海部俊樹(第76代・第77代 内閣�...

 

Ne doit pas être confondu avec Apathéisme ou Ignosticisme. Deux balances de la croyance représentées par deux droites perpendiculaires. Une du théisme à l'athéisme, et une du gnosticisme à l'agnosticisme. L'agnosticisme (/a.ɡnɔs.ti.sism/) est une attitude philosophique consistant à aborder de façon sceptique les questions de métaphysiques ou de religion et à affirmer que l'esprit humain ne peut pas accéder à l'absolu. Ce concept repose sur une position sceptique selon laquell...

Simulated view of a black hole in front of the Large Magellanic Cloud, with gravitational lensing visible Spatial anomalies in fiction Black holes in fiction • Portable hole • Teleportation in fiction • Wormholes in fiction • Stargate • Warp drive • Hyperspace • Time travel in fiction Science fiction portalvte Black holes, objects whose gravity is so strong that nothing—including light—can escape them, have been depicted in fiction since at least the pulp era of science fic...

 

L'ATP Challenger Tour (anciennement ATP Challenger Series) est une série de tournois de tennis professionnels masculins créée en 1978. Dans la hiérarchie des tournois masculins, ils constituent la seconde division du circuit professionnel, se situant entre l'ATP Tour géré par l'ATP et les tournois Futures organisés par la Fédération internationale de tennis. Logo de l'ATP Challenger Tour jusqu'en 2018 Historique En 1978, la saison inaugurale de ce circuit, nommé ATP Challenger Serie...