რიგის სამშვიდობო ხელშეკრულება (პოლ. Traktat ryski) გაფორმდა 1921 წლის 18 მარტს რიგაში, პოლონეთსა, საბჭოთა რუსეთს, და საბჭოთა უკრაინას შორის. ამ ხელშეკრულებამ დაასრულა პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი, რომელშიც პოლონეთმა გაიმარჯვა.
ხელშეკრულებით რუსეთმა დათმო დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის ტერიტორიები. დადგენილი პოლონეთ საბჭოთა საზღვარმა მეორე მსოფლიო ომამდე იარსება. საზღვრები შეიცვალა მოგვიანებით, იალტისა და პოსტდამის კონფერენციებზე.