რაფიწა[1][2] (აფხ. Раԥыҵа[3] [რაფჷწა]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ლიძავის თემი), შავიზღვისპირა ვაკე-დაბლობზე, მდინარე აძიდუს ნაპირას. ზღვის დონიდან 40 მ, გაგრიდან 29 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
ეს არის ისტორიული სოფელი, რომელიც რაბიწა-ს სახელით ბიჭვინთის შემოგარენში იხსენიება „ბიჭვინტის იადგარში“ (XVI ს.) ოდიშის ერისთავის მამია III დადიანის
(1512-1533) შეწირულობის სიგელში ბიჭვინტისადმი. სახელწოდების მიხედვით აფხაზური დასახლება ჩანს, თუმცა ეტიმოლოგია უცნობია. 1949 წელს სოფელი რაფიწა ლძაანის სასოფლო საბჭოს ცენტრი იყო. მისი ამჟამინდელი სახელია რაფიწა (Раҧыҵа).
დემოგრაფია
1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 238 ადამიანი.
ლიტერატურა
სქოლიო