გაგრის მუნიციპალიტეტი

ადმინისტრაციული ერთეული
გაგრის მუნიციპალიტეტი
აფხ. Гагра амуниципалитет
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
ადმ. ცენტრი გაგრა
კოორდინატები 43°20′24″ ჩ. გ. 40°15′39″ ა. გ. / 43.340000° ჩ. გ. 40.260889° ა. გ. / 43.340000; 40.260889
ფართობი 772 კვადრატული კილომეტრი
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (443)
საფოსტო ინდექსი 6700–6799
გაგრის მუნიციპალიტეტი — საქართველო
გაგრის მუნიციპალიტეტი
გაგრის მუნიციპალიტეტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გაგრის მუნიციპალიტეტი
გაგრის მუნიციპალიტეტი — გაგრის მუნიციპალიტეტი
გაგრის მუნიციპალიტეტი

გაგრის მუნიციპალიტეტი (აფხ. Гагра амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკში.

გეოგრაფია

გაგრის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და შავი ზღვის ვიწრო სანაპირო დაბლობ ზოლში. დასავლეთით (მდინარე ფსოუ) და ჩრდილოეთით (კავკასიონის მთავარი ქედი) ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, აღმოსავლეთით (მდინარე ბზიფზე) — გუდაუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით — შავი ზღვა. ფართობი 772.4 კმ2, მოსახლეობა 82.4 ათ. კაცი (1991).

ისტორიული ცნობა

დღევანდელი გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უძველეს დროს I საუკუნემდე ეგრისში შედიოდა. II-III საუკუნეებიდან ეს მხარე თანდათანობით აბაზგებმა დაიკავეს. VI საუკუნეში იგი აბაზგიის (აფხაზთა) სამთავროს ეკუთვნოდა და ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. VIII საუკუნის დასასრულიდან „აფხაზთა სამეფოში“, ხოლო X საუკუნის დასასრულიდან ერთიანი საქართველოს სამეფოში იყო. საქართველოს ერთიანობის ხანაში ამ ტერიტორიას აფხაზეთის ერისთავები მართავდნენ, XVII საუკუნის დასაწყისიდან აფხაზეთის სამთავროში შედიოდა.

რუსეთის იმპერიის მიერ შავი ზღვისპირეთის დაპყრობის პროცესში, შავიზღვისპირეთის მთიელი მოსახლეობისაგან განსხვავებით აფხაზეთის მთავრები რუსეთის მოკავშირეები იყვნენ, რის გამოც აფხაზეთის სამთავრომ (ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი — გაგრის ქედი) თავისი თვითმმართველობა 1864 წლამდე აფხაზეთის სამთავროს გაუქმებამდე შეინარჩუნა. 1866 წელს სამთავროს საზღვრებში ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული — სოხუმის სამხედრო განყოფილება.

1883 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილების ტერიტორია, სოხუმის ოკრუგის სახით ქუთაისის გუბერნიის ადმინისტრაციული ერთეული გახდა, ხოლო 1903 წლის 17 მარტის დადგენილებით სოხუმის ოკრუგი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო ქუთაისის გუბერნიას[1]. 1904 წლის 25 დეკემბერს პრინც ა. ოლდენბურგის მოთხოვნით გაგრის კლიმატური სადგური მიმდებარე ტერიტორიით (მდ. ბზიფის აუზი სრულად) შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგის შემადგენლობაში გადავიდა[2], რის შედეგადაც სოჭისა და სოხუმის ოკრუგებს შორის საზღვარმა ბზიფის აღმოსავლეთ წყალგამყოფ ქედზე გადაინაცვლა. საზღვრის 1904 წლის ცვლილების გამო გაგრის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია შავიზღვისპირეთის გუბერნიაში მოექცა.

შავიზღვისპირეთის გუბერნია გაგრით და მდინარე ბზიფის აუზით. 1912 წ.

1918 წელს სოჭის კონფლიქტის დროს ქართულმა მხარემ სოჭის ოკრუგის ტერიტორია ტუაფსემდე დაიკავა. 1919 წელს რუსეთის მენშევიკთა არმიამ ანტონ დენიკინის მეთაურობით, შესძლო სოჭის ოკრუგის ქართული ძალებისაგან განთავისუფლება. გარკვეული პერიოდი არსებობდა დავა საზღვრის გავლებასთან დაკავშირებით და ბოლოს 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას შორის გაფორმებული მოსკოვის ხელშეკრულების საფუძელზე საზღვარი ნაწილობრივ მდინარე ფსოუზე (შავი ზღვა — მთა ახახჩა) დადგინდა, ნაწილობრივ კი ახახჩა-აგაფსთის მთების (ფსოუს ზემო დინების წყალგამყოფი) ზოლზე. მიუხედავად საქართველოსა და რსფსრ-ს შორის მიღწეული შეთანხმებისა, აღნიშნული ხელშეკრულება არ იქნა შეტანილი „სსრკ-ს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტების“ (რუს. Документы Внешней Политики СССР) ნუსხაში.

1921 წელს აფხაზეთში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება, ხოლო მის ტერიტორიაზე გამოცხადდა აფხაზეთის სსრ სოხუმის ოკრუგის 1904 წლამდელ საზღვრებში. 1922-1928 წლებში ამიერკავკასიის სფსრ რსფსრ-გან ითხოვდა 1920 წლის შეთანხმების საფუძველზე საზღვრის გადატანას აფხაზეთის სსრ-ის ჩრდილო-დასავლეთით მდინარე ფსოუზე, რაც განხორციელდა 1929 წელს.

1930 წლის ოქტომბერში გაგრის მაზრას გაგრის რაიონი ეწოდა. 1963 წელს გაგრის რაიონი გუდაუთის რაიონს შეუერთეს. 1964 წლის დეკემბერში გუდაუთის რაიონიდან გამოყვეს გაგრის რაიონი. 1973 წელს გაგრის რაიონი გაგრის საქალაქო საბჭოდ გარდაიქმნა. გაგრის საქალაქო საბჭოში შედიოდა 1 საქალაქო (გაგრა), 2 სადაბო (ბიჭვინთა, განთიადი) და 11 სასოფლო საბჭო: ალახაძი, ბაღნარი, ბზიფი, კოლხიდა, ლესელიძე, ლიძავა, მეხადირი, მიქელრიფში (ცენტრი სალხინო), ხაშუფსე, ხეივანი, ხოლოდნორეჩინსკი (ცენტრი ორეხოვო); 1 ქალაქი, 2 დაბა და 46 სოფელი. გაგრის საქალაქო თემის მოსახლეობა 77079 (1989 წ.).

აღნიშნული ტერიტორია სხვადასხვა სახელს ატარებდა:

  • 1921-1930 წლებში საქართველოს სსრ-ში — გაგრის მაზრა;
  • 1931-1963 წლებში აფხაზეთის ასსრ — გაგრის რაიონი;
  • 1963-1964 წლებში გაუქმდა და შეუერთდა გუდაუთის რაიონს;
  • 1965-1973 წლებში კვლავ — გაგრის რაიონი;
  • 1973-? წლებში — გაგრის ზონა;
  • ?-დღემდე — გაგრის მუნიციპალიტეტი.

1921 წლიდან, გაგრის მაზრა საქართველოს სსრ-ის ფარგლებში შექმნილი აფხაზეთის ავტონომიის შემადგენლობაშია. 1923 წელს გაგრის მაზრაში 4 თემი ახალ-გაგრის, კალდახვარ-სომხეთის, ცივი-წყაროს, კოლხიდა-ალახაძის, შედიოდა 7 სოფლით. 1925 წელს გაგრის მაზრაში 5 თემი შედიოდა: ახალ-გაგრის, აფხაზ-კალდახვარის, მინგრელის-კალდახვარის, ალახაძე-კოლხიდის, ხოლოდნაია-რეჩკის (იგივე ცივი-წყაროს). 1930 წელს გაგრის მაზრაში შედიოდა 9 თემი 47 სოფლით და ერთი ქალაქი.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი

გაგრის მუნიციპალიტეტი საქართველოს სასაზღვრო განაპირა რაიონია, რომელზეც გადის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. გაგრის მუნიციპალიტეტზე სასაზღვრო ზოლი წარმოადგენს პერიმეტრს, რომელიც შედგება მდინარე ფსოუსა (შავი ზღვიდან სოჭის პიკამდე, 55 კმ.) და კავკასიონის მთავარი ქედის (სოჭის პიკიდან აგეფსთის მთამდე, 4.6 კმ) მონაკვეთების ერთობლიობისაგან.

მდინარე ფსოუზე გამავალი სასაზღვრო ზოლი მოქმედებს მას შემდეგ, რაც 1929 წელს ამიერკავკასიის სფსრ-სა და რსფსრ-ს შორის მრავალწლიანი (1922-1929) მოლაპარაკებების შედგად მიიღწია შეთანხმებას, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკას ამიერკავკკასიის სფსრ-ის საქართველოს სსრ-ის აფხაზეთის სსრ-თვის გადაეცა 4 სასოფლო საბჭო მდინარე ფსოუმდე.

მოსახლეობა

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[3] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ.
გაგრის 52,229 67,451 73,604 81,369 82,400 ოკ. რუს. ფ.

ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გაგრა.

დაბები, თემები და სოფლები:

  1. კოლხიდის თემი (დაბა კოლხიდა, ალპიისკოე, გაგრაფსტა, ზემო ხევი, ოტრადნოე, გრუზინსკოე-უშჩელიე);
  2. ლესელიძის თემი (დაბა ლესელიძე, სალმე, სულევო);
  3. ალახაძის თემი (ალახაძი);
  4. ბაღნარის თემი (ბაღნარი, აჩმარდა, ველი, კლდეკარი, მენდელეევო);
  5. ბზიფის თემი (ბზიფი, ათიძთა, არასაძიხი, აყვარა, ბზიფთა, იფნარი, ძიხჩა);
  6. ლიძავის თემი (ლიძავა, აციჯქვა, რაფიწა);
  7. მეხადირის თემი (მეხადირი, ვაშლოვანი, ზეგანი, კლდიანი, მუხნარი);
  8. მიქელრიფშის თემი (სალხინო, მიქელრიფში, დემერჩენცი, ჩანჩქერი, ცოდნისკარი, წაბლიანი);
  9. ხასუფსეს თემი (ხაშუფსე, ვაკე, იმერხევი);
  10. ხეივანის თემი (ხეივანი, კულტუბანი, შაფრანოვო, წალკოტი);
  11. ხოლოდნაია-რეჩკას თემი (ორეხოვო, ხოლოდნაია-რეჩკა, გრებეშოკი, ჩიგრიფში).

ბუნება

გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლანდშაფტის სამი ტიპია გავრცელებული: ნოტიო სუბტროპიკების ვაკეთა, ნოტიო ჰავიანი მთა-ტყის და მტა-მდელოს, რომლებშიც გამოიყოფა სახეები: 1. სანაპირო ქვიშიან-ხრეშიანი დიენური ზოლი ფსამოფილური მცენარეულობით; 2. ქვიშიანი ვაკე-დაბლობი ფიჭვნარითა და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით; 3. ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით (ლაფნარ-მურყანით) და ალუვიური ნიადაგებით; 4. დახრილი ვაკე-დაბლობები კოლხური მცენარეულობით, ალვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით; 5. ბორცვიან-ტერასული მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, ყვითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; 6. ნოტიო სუბტროპიკული კარსტული დაბალი მთები რცხილნარ-მუხნარითა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; 7. ნოტიო სუბტროპიკული საშუალო მთები წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით, ტიპური და გაეწრებული ყომრალი ნიადაგებით; 8. ნოტიო სუბტროპიკული კარსტული საშუალო მთები წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგაებით; 9. სუბალპური ტყეები და მდელოები მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგებით; 10. კარსტის სუბალპური ტყეები და მდელოები მთის მდელოსა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით; 11. კარსტის ალპური მდელოები მთის მდელოსა და ტორფიან-კარბონატული ნიადაგებით.

რელიეფი

გაგრის მუნიციპალიტეტში მთებს და გორაკებს უჭირავს 80 %, ვაკე დაბლობებს — 20 %. მთავარი ოროგრაფიული ერთეულია გაგრის ქედი და მისი განტოტეტებები — არაბიკის, ახაგის, ბერჭილის და მამძიშხის ქედები. უმაღლესი წერტილია მთა აგეფსთა (3257 მ). ქედების თხემებზე ალპური ტიპის რელიეფია. ტერიტორიის მთიანი ნაწილი აგებულია უმთავრესად ცარცული და იურული კირქვებით, მერგელებით, შუაიურული პორფირიტებით, ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით, სანაპირო დაბლობი — ზღვიური და კონტინენტური მეოთხეული ნალექებით. ფართოდ არის გავრცელებული კარსტული რელიეფის ზედაპირული (ძაბრები, დოლინები და სხვა) და მიწისქვეშა (ჭები, უფსკრულები, მღვიმეები და სხვა) ფორმები. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში ბიჭვინთისა და ლესელიძის ვაკე-დაბლობებია. სანაპირო ზოლში შეჭრილია გაგრისა და ბიჭვინთის უბეები, პლაჟები ქვიშიანია, გაგრასთან — ვიწრო, დაბა ლესელიძესა და დაბა ბიჭვინთასთან — განიერი. უმთავრესი წიაღისეულია ტორფი (ბიჭვინთის მიდამოებში), საშენი მასალა (კირქვა, მერგელი, თიხა, ფიქალი და სხვა), არის აგრეთვე ლითოგრაფიული ქვა, ბარიტი და სხვა. გაგრის მიდამოებში თერმული მინერალური წყაროა.

ჰავა

ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. დაბალ ზონაში იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. მაღლა ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ჰავაა. საშუალო წლიური ტემპერატურა გაგრაში 14,1 °C, გაგრის ქედზე 5,8 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა, შესაბამისად, 6,2 °C და -3,9 °C, აგვისტოში — 24,5 °C და 14,9 °C; აბსოლუტური მინიმუმი -11 °C და -28 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 39 °C და 30 °C. უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა სანაპიროზე 300 დღეს აღემატება, მთებში კი 180-ზე ნაკლებია. სიმაღლებრივი სარტყლების მიხედვით იცვლება ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაც: გაგრაში — 1340 მმ, გაგრის ქედზე — 1740 მმ, მაღალმთიან ზონაში — კიდევ უფრო მეტი.

შიგა წყლები

გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეთა ქსელი კირქვების ფართოდ გავრცელების გამო სუსტადაა განვითარებული. ტერიტორიის საზღვრის გასწვრივ მიედინება მდინარეები ფსოუ და ბზიფი. მდინარე ბზიფი შესართავთან კვეთს გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. მდინარეტა უმრავლესობა კარსტულია (ფხისთა, ხაშუფსა, სანდრიფში, ჟოეკვარა, გაგრიფში და სხვა.). გორაკ-ბორცვიან ზოლში და სანაპიროზე გამოდის მრავალი კარსტული წყარო, მათგან იწყება პატარა მდინარეები: რეპროა, ახიხამცა, ბეგერეფსთა და სხვები. კარსტული მდინარეები ზოგან ზღვაშიც ამოდის. კარსტული წარმოშობისაა, ციხფერი ტბა ბზიფის ხეობაში. ბიჭვინთის დაბლობზე არის პატარა ტბა — ინკითი.

ნიადაგები

სანაპირო დაბლობ და გორაკ-ბორცვიან ზოლში გავრცელებულია ალუვიური, ტორფიან-ჭაობიანი, სუბტროპიკული ეწერი და ყვითელმიწა ნიადაგები, უფრო მაღლა — ნეშომპალა-კარბონატული, რომელსაც ზემოთ ცვლის ტყის ყომრალი ნიადაგები. 1800-1900 მ-ს ზემოთ მთის მდელოს ნიადაგებია.

მცენარეული საფარი

ბიჭვინთის კონცხზე, ზღვის ნაპირზე რელიქტური ბიჭვინთის ფიჭვის ტყეა. ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლემდე ფართოფოთლოვანი ტყეებია (მუხა, წიფელი, ნეკერჩხალი, რცხილა და სხვა), მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი, ბაძგი, ბზა, და სხვა). 900-1200 მ-ზე შერეული ტყეების ზონაა (წიფელი და სოჭი). 1200-1800 მ ფარგლებში ძირითადად ბატონობს სოჭი. 1800 მ-დან 2300-2400 მ-მდე სუბალპური ლიხი და მდელოებია, ხოლო უფრო ზემოთ — ალპური მდელოები. სუბალპურ და ალპურ მდელოებს იყენებენ საძოვრებად.

ცხოველთა სამყარო

გაგრის მუნიციპალიტეტის სანაპირო დაბლობ და გორაკ-ბორცვიან ზონაში ცხოველთა სამყარო გაღარიბებულია. ტყის ზონაში ბინადრობენ: მურა დათვი, მგელი, ტურა, გარეული კატა, კვერნა, დედოფალა, მაჩვი, გარეული ღორი, ევროპული შველი, ძილგუდა, წყლის თაგვი, შავი და რუხი ვირთაგვა. ფრინველებიდან — ნიბლია, ჩიტბატონა, წივწივა, წიწკანა, სტვენია, შაშვი, კოდალა, ჩხიკვი და სხვა. ქვეწარმავლებიდან — კავკასიური გველგესლა, ხვლიკი და სხვა. მდინარეებში იცის წვერა, ფრიტა, ტობი, ხოლო მდინარეთა ზემო დინებაში — კალმახი.

ეკონომიკა

კულტურა

ღირსშესანიშნაობანი

ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია VI-VII საუკუნის გაგრის ეკლესია, X-XI საუკუნეების ბიჭვინთის მონასტერი, ანტიკური და ადრე შუა საუკუნეების ბიჭვინთის ნაქალაქარი, ბზიფის კომპლექსი (IX-X საუკუნეების ეკლესია, ციხე და კოშკები), VI საუკუნის I ნახევრის ბაზილიკური ეკლესია განთიადში და ციხე მის მიდამოებში, შუა საუკუნეების ციხე „სამების კარი“ სულევოს მიდამოებში და სხვა.

ფოტოგალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Read other articles:

Event during invasion of Poland in September 1939 You can help expand this article with text translated from the corresponding article in Polish. (01 2024) Click [show] for important translation instructions. View a machine-translated version of the Polish article. Machine translation, like DeepL or Google Translate, is a useful starting point for translations, but translators must revise errors as necessary and confirm that the translation is accurate, rather than simply copy-pasting ma...

 

والتر بلوك   معلومات شخصية الميلاد 21 أغسطس 1941 (83 سنة)[1]  بروكلين  الإقامة الولايات المتحدة  مواطنة الولايات المتحدة  الحياة العملية المدرسة الأم جامعة كولومبياكلية بروكلين  مشرف الدكتوراه غاري بيكر  المهنة اقتصادي،  ورجل أعمال،  وفيلسوف  اللغ�...

 

M. Patanjali Sastri Ketua Hakim Mahkamah Agung IndiaMasa jabatan7 November 1951 – 3 Januari 1954 Informasi pribadiKebangsaanIndiaProfesiHakimSunting kotak info • L • B M. Patanjali Sastri adalah Ketua Hakim Mahkamah Agung India. Ia diangkat sebagai hakim di mahkamah tersebut pada tanggal 26 Januari 1950. Ia lalu terpilih sebagai Ketua Hakim Mahkamah Agung India pada tanggal 7 November 1951. Masa baktinya sebagai hakim di mahkamah tersebut kemudian berakhir pada tangga...

Peta infrastruktur dan tata guna lahan di Komune Aubepierre-Ozouer-le-Repos.  = Kawasan perkotaan  = Lahan subur  = Padang rumput  = Lahan pertanaman campuran  = Hutan  = Vegetasi perdu  = Lahan basah  = Anak sungaiAubepierre-Ozouer-le-ReposNegaraPrancisArondisemenMelunKantonMormantAntarkomuneCommunauté de communes de l'Yerres à l'AncoeurPemerintahan • Wali kota (2008-2014) Pierre Cuypers • Populasi1867Kode INSEE/pos77010 /...

 

Il compositore Rudolf Kende in una foto precedente il 1936 Rudolf Kende, noto anche con lo pseudonimo di Bedřich Konša (České Budějovice, 14 febbraio 1910 – České Budějovice, 24 agosto 1958), è stato un compositore ceco. Indice 1 Biografia 2 Opere conosciute 3 Note 4 Bibliografia 5 Altri progetti 6 Collegamenti esterni Biografia La tomba di Rudolf KendeRudolf Kende nacque da Josef e Helena Kohn, una coppia di origine ebraica che cambiò il proprio cognome in Kende nel 1920. Entramb...

 

Standardized set of Chinese characters Traditional ChineseScript type Logographic Published Taiwan: (19791982)Hong Kong: (1986) DirectionLeft-to-right (modern)Top-to-bottom, columns right to left (historical)Official scriptTaiwanHong KongMacauLanguagesChinese languagesRelated scriptsParent systemsOracle bone scriptSmall seal scriptClerical scriptRegular scriptTraditional ChineseSister systems Simplified characters Kanji Hanja Chữ Nôm Zhuyin Khitan large script Khitan small script Sawndip I...

This article is about the men's tournament. For the women's tournament, see EAFF E-1 Football Championship (women). East Asian association football tournament for men's national teams Football tournamentEAFF E-1 Football ChampionshipOrganising bodyEAFFFounded2003; 21 years ago (2003)RegionEast AsiaNumber of teamsPreliminary: 10Finals: 4Current champions Japan(2nd title)Most successful team(s) South Korea(5 titles)Websiteeaff.com 2025 EAFF E-1 Football Championship ...

 

У этого термина существуют и другие значения, см. Агриппа (значения). Агриппа Менений Ланатлат. Agrippa Menenius Lanatus Консул Римской республики 503 до н. э. Рождение VI век до н. э.Древний Рим Смерть 493 до н. э.(-493)неизвестно Род Менении Отец Гай Менений Ланат Мать неизвестно Супруга н...

 

Duta Besar Amerika Serikat untuk KosovoSegel Kementerian Dalam Negeri Amerika SerikatDicalonkan olehPresiden Amerika SerikatDitunjuk olehPresidendengan nasehat Senat Berikut ini adalah daftar Duta Besar Amerika Serikat untuk Kosovo Daftar Tina Kaidanow[1][2] Christopher Dell[3][4] Tracey Ann Jacobson[5][6] Greg Delawie[7] Philip S. Kosnett[8] Referensi ^ US names new ambassador to Kosovo. Press TV. 19 July 2008. Diarsipkan dari v...

Valley in Mexico Regions and districts of the state of Oaxaca, with the Valles Centrales in the centre The Central Valleys (Spanish: Valles Centrales) of Oaxaca, also simply known as the Oaxaca Valley, is a geographic region located within the modern-day state of Oaxaca in southern Mexico. In an administrative context, it has been defined as comprising the districts of Etla, Centro, Zaachila, Zimatlán, Ocotlán, Tlacolula and Ejutla.[1] The valley, which is located within the Sierra ...

 

此條目可参照英語維基百科相應條目来扩充。 (2021年5月6日)若您熟悉来源语言和主题,请协助参考外语维基百科扩充条目。请勿直接提交机械翻译,也不要翻译不可靠、低品质内容。依版权协议,译文需在编辑摘要注明来源,或于讨论页顶部标记{{Translated page}}标签。 约翰斯顿环礁Kalama Atoll 美國本土外小島嶼 Johnston Atoll 旗幟颂歌:《星條旗》The Star-Spangled Banner約翰斯頓環礁�...

 

For the video game, see SpongeBob vs. The Big One: Beach Party Cook-Off. 11th episode of the 6th season of SpongeBob SquarePants SpongeBob SquarePants vs. The Big OneSpongeBob SquarePants episodePromotional artwork for the episode depicting SpongeBob (right), Patrick (middle) and Jack Kahuna Laguna (left) on a surfboard.Episode no.Season 6Episode 11Directed byAndrew Overtoom (animation)Alan Smart (animation and supervising)Aaron Springer (storyboard)Written byAaron SpringerPaul TibbittSt...

Costa Concordia Sejarah Nama Costa ConcordiaPemilik Carnival Corporation & plcOperator Costa CruisesRegistrasi Genoa, ItaliaDipesan 19 Januari 2004Pembangun Fincantieri Sestri Ponente, ItaliaBiaya list error: <br /> list (help)€450 juta£372 juta[1]$570 million USD[1]Nomor galangan 6122Diluncurkan 02 September 2005 (2005-09-02)Dibaptis 7 Juli 2006[2]Diperoleh 29 Juni 2006Pelayaran perdana 14 Juli 2006Beroperasi Juli 2006Tidak beroperasi 13 Januari 201...

 

Society organized in dwellings Three tongkonan noble Houses in a Torajan village, Sulawesi, Indonesia Part of a series on theAnthropology of kinship Basic concepts Family Lineage Affinity Consanguinity Marriage Incest taboo Endogamy Exogamy Moiety Monogamy Polygyny Polygamy Concubinage Polyandry Bride price Bride service Dowry Parallel / cross cousins Cousin marriage Levirate Sororate Posthumous marriage Joking relationship Clan Cohabitation Fictive / Milk / Nurture...

 

Greek mythological creature This article is about the mythological creature. For other uses, see Centaur (disambiguation). CentaurCentauress, by John La FargeGroupingLegendary creatureSub groupingHybridSimilar entitiesMinotaur, satyr, harpyFolkloreGreekOther name(s)Kentaur, Centaurus, Sagittary[1]RegionGreece, CyprusHabitatLand A centaur (/ˈsɛntɔːr, ˈsɛntɑːr/ SEN-tor, SEN-tar; Ancient Greek: κένταυρος, romanized: kéntauros; Latin: centaurus), occasionally hippoc...

Finnish singer This biography of a living person needs additional citations for verification. Please help by adding reliable sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately from the article and its talk page, especially if potentially libelous.Find sources: Markku Aro – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2014) (Learn how and when to remove this message) You can help expa...

 

مغارة فريواطومعلومات عامةالمكان تازة البلد  المغرب الإحداثيات 34°13′N 4°01′W / 34.22°N 4.02°W / 34.22; -4.02 تعديل - تعديل مصدري - تعديل ويكي بيانات مدخل مغارة فريواطو مغارة فْرِيوَاطُو من بين أهم الأماكن التي يقصدها زوار مدينة تازة الواقعة على بعد 320 كم عن العاصمة المغربي�...

 

Principality in southeast Europe between 1815 and 1882 For other uses, see Principality of Serbia (disambiguation). Principality of SerbiaКняжество СербіаКњажество Србија1815–1882 Flag (1835–1882) Coat of arms(1835–1882) Anthem: Востани СербијеVostani Serbije(English: Arise, Serbia)The Principality of Serbia in 1878CapitalBelgrade (1841–1882)Kragujevac (1818–1841)Gornja Crnuća (1815–1818)Common languagesSerbianReligion Serbian...

Various fiber-based materials For other uses, see Textile (disambiguation). Jamdani weaving of Bangladesh Handmade floral patterns on textiles, The production of textiles which were initially artisanal work, has grown into a vast field today that includes the production of fibers, yarns, fabrics, and various fibrous products for different domestic and industrial usages. In textile production, longitudinal yarns are referred to as warp and are interlaced with weft or filing yarns to create a w...

 

فتح المدائن جزء من الفتح الإسلامي لفارس  ما تبقى من إيوان كسرى في المدائن. التاريخ وسيط property غير متوفر. بداية يناير 637  نهاية مارس 637  الموقع قطيسفون  33°05′37″N 44°34′50″E / 33.093611°N 44.580556°E / 33.093611; 44.580556   النتيجة انتصار جيش الخلفاء الراشدين وسقوط المدائ...