ჟან პაული (ნამდვილი სახელი და გვარი იოჰან პაულ ფრიდრიხ რიხტერი; დ. 21 მარტი, 1763, ვუნზიდელი — გ. 14 ნოემბერი, 1825, ბაიროითი) — გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია რომანები „ჰესპერუსი...“ (1795), „კვინტუს ფიქსლაინის ცხოვრება“ (1796), „ზიბენკეზი...“ (1796-1797), „ტიტანი“ (ტ. 1-4, 1800-1803), „ცელქობის წლები“ (1804-1805). მნიშვნელოვანია აგრეთვე იდილია „ცხოვრება კმაყოფილი მსაწავლებლისა აუენთალელი მარიავუცისა“ (1793), პედაგოგიური რომანი „ლევანი ანუ მოძღვრება აღზრდაზე“ (ტ. 1-3, 1805) და „ესთეტიკის შესავალი“ (ტ. 1-3, 1804).
ლიტერატურა
სქოლიო