დაიბადა თავად სერგეი შჩერბატოვისა (1804-1872) და პრასკოვია ჩეტვერტინსკაიას (1818-1899) ოჯახში.
შჩერბატოვების ოჯახის მამული ტერნიში მდებარეობდა, მათ ასევე ეკუთვნოდათ ახლომდებარე სოფლები, მათ შორის სოფელი ბობრიკი. ბუნებრივია, რომ პრასკოვია დაიბადა მამის მამულ ტერნიში, მაგრამ რადგან ადგილობრივი ეკლესია იმ დროისთვის რეკონსტრუქციის პროცესში იყო, პრასკოვია სავარაუდოდ მოინათლა, სოფელ ბობრიკში, წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესიაში.
მან ბავშვობა ლებედინის მაზრის ტერნის მამულში გაატარა. შჩერბატოვების ოჯახს 9 შვილი ჰყავდა. 1852 წელს, როცა ძმების სკოლაში სწავლის დრო დადგა, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. პრასკოვია უვაროვამ განათლება მიიღო სახლში, იცოდა სამი ენა. მის პედაგოგებს შორისაა პროფესორი ფიოდორ ბუსლაევი, რომელიც მას ასწავლიდა რუსულ ლიტერატურას.
უვაროვამ თავისი ბედი ა. უვაროვთან დააკავშირა და სრული ერთგულებით შეუერთდა მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებას, რომელიც მისი ქმრის მიერ იყო შექმნილი.
პრასკოვია უვაროვამ მონაწილეობდა არქეოლოგიურ კონგრესებში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 1885 წლის მაისში აირჩიეს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარედ. გრაფინიამ მოამზადა და ჩაატარა 9 ყრილობა (VII-XVII). უვაროვას არქივი შეიცავს მასალებს, რომლებიც მოწმობს მე-17 არქეოლოგიური კონგრესის მომზადებას, რომელიც ბელორუსში უნდა ჩატარებულიყო.
არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში პ. უვაროვა კავკასიაში იმყოფებოდა: რაჭაში, გორის მაზრაში, ოსეთში (1890), თიანეთში და ფშავ-ხევსურეთ-სვანეთში (1895).
1906 წელს გრაფინიამ საკუთარი სახსრებით დააწესა უვაროვას ხსოვნის პრიზი ძველი რუსული არქიტექტურის სფეროში. სამი წლის შემდეგ ის მიენიჭა ინჟინერ მ. ვ. კრასოვსკის ფუნდამენტური „მოსკოვის არქიტექტურის ესკიზისთვის“.
სამეცნიერო შრომები
სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორიის არქიტექტურული ძეგლები (1902)
ვაჟი — სერგეი (დ. 1862 - გ. 3 თებერვალი, 1888, პეტერბურგი), დაამთავრა კაპკოვსკის ლიცეუმის საუნივერსიტეტო განყოფილება, კავალერიის პოლკის კორნეტი. დაკრძალულია მოსკოვის ნოვოდევიჩის მონასტერში.