პოსტ-მეტალი — მუსიკის ჟანრი, რომელშიც ერთმანეთშია შერწყმული პოსტ-როკი და მძიმე მეტალი. მას ახასიათებს დაბალ ტონებზე აწყობილი გიტარები დისტორშენით, მძიმე ატმოსფერო, სიმღერის სტრუქტურის თანდათანობითი განვითარება და მინიმალური ყურადღება ვოკალზე.
ლეიბლის Hydra Head Records მფლობელმა და ჯგუფ Isis ლიდერმა აარონ ტერნერმა პირველად უწოდა ამ ჟანრს „ჩაფიქრებული კაცის მეტალი“, იმის სადემოსტრაციოდ, რომ მისი ჯგუფი ცდილობდა გაქცეოდა ჩვეულებრივი მეტალის ჩარჩოებს.[1] „პოსტ-მეტალი“ მზარდი ჟანრის რჩეული სახელია, თუმცა მას უწოდებენ ასევე „მეტალგეიზს“ და „ჰიპსტერ მეტალს“.[2]
სქოლიო