გაზომეტრებივენაში ოთხი გაზის ყოფილი რეზერვუარია, თითოეული 90,000 მ³ შენახვის ტევადობით, აგებული ვენის მუნიციპალიტეტის გაზის სამსახურისთვის Gaswerk Simmering 1896–1899 წლებში. მდებარეობს მე-11 უბანში, ზიმერინგში. 1984 წლამდე ისინი საყოფაცხოვრებო გაზის შესანახად გამოიყენებოდა. ქალაქის ენერგო მოწოდების თხევადი გაზიდან ბუნებრივ აირზე გადასვლის შემდეგ (1969–1978), ისინი უკვე საჭირო აღარ იყო და დაიხურა. შემდეგ ისინი დაიშალა და მათგან მხოლოდ აგურის ფასადები დარჩა.
1990-იანი წლებიდან ეს ნაგებობები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, მათ შორის ჯეიმზ ბონდის ერთ-ერთი სერიის გადასაღებ მოდნადაც კი. 1995 წელს ვენის ქალაქმმართველობამ ნაგებობებისთვის ახალი გამოყენების იდეებისთვის კონკურსი გამოაცხადა. შერჩეული პროექტები არქიტექტორების ჟან ნუველი (გაზომეტრი ა), კოოპ ჰიმელბლაუ (გაზომეტრი ბ), მანფრედ ვედორნი (გაზომეტრი ც) და უილჰელმ ჰოლცბაუერი (გაზომეტრი დ) 1999-2001 წლებში დასრულდა. ყოველი გაზომეტრი დაიყო საცხოვრებელ (ბინების ზედა ნაწილში), სამუშაო (ოფისები შუა ნაწილში) და გასართობ-სავაჭრო (მიწის სართულებზე) ნაწილებად. სავაჭრო ცენტრების დონეები ყოველ გაზომეტრში ერთმანეთს ხიდებით დაუკავშირდა. ისტორიული ფასადის კედლები ხელუხლებლად შენარჩუნდა. (...სრულად)
აუსტერლიცის ბრძოლა – ბრძოლა ქ. აუსტერლიცთან (გერმ. Austerlitz, თანამედროვე ჩეხეთი) 1805 წელს. ეს ბრძოლა ასევე ცნობილია როგორც სამი იმპერატორის ბრძოლა.
(სურათზე:ნაპოლეონი აუსტერლიცის ბრძოლაში, მხატვარი ფრანსუა პასკალ სიმონი, ბარონ ჟერარი)
ეს ომი დამთავრდა ნაპოლეონის გამარჯვებით და რუსეთის და ავსტრიის იმპერატორების კაპიტულაციით. რუსეთის გენერალი კუტუზოვი დაიჭრა.რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე და ავსტრიის იმპერატორი ფრანც მეორე ბრძოლის ველიდან გაიქცნენ.
ვენა (გერმ.: Wien [viːn]; სლოვ..: Dunaj, სერბ. და ხორვ.: Beč რუმინ.: Viena, უნგრ.: Bécs, ჩეხ.: Vídeň, სლოვაკ.: Viedeň, ბოშურად: Vidnya;) - ავსტრიისდედაქალაქი და ასევე ავსტრიის ცხრა შტატიდან ერთ-ერთი. 1,6 მილიონი მოსახლეობით (2,2 მილ. აგლომერაციაში) ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი.
ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. ქალაქი მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს და მხოლოდ 60 კმ-შია ავსტრიის აღმოსავლეთის საზღვართან. ვენა ცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს, ძალიან ახლოს ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან.
ტერიტორიული დაყოფა
ავსტრია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 9 მხარედ (Bundesland), მათ შორის არის დედაქალაქი ვენა.. მხარეებს აქვთ თავისი კონსტიტუციები, პარლამენტები და მთავრობები. ავსტრიის მხარებია (ფრჩხილებში ადმინისტრაციული ცენტრები):
მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.
მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ტალანტით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა.
ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა.
ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე.
მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.
ვენური კაფე (გერმ. Wiener Kaffeehaus) -- ტიპიური დაწესებულება ვენაში, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა მნიშვნელოვანი როლი ვენის კულტურასა და ტრადიციებში.
მსოფლიოს სხვა კაფეთა ტრადიციებისგან განსხვავებით, ვენური კაფესთვის სავსებით ნორმალურია კლიენტთა მიერ საათობით მარტოობით გაზეთის (კაფეს აუცილებელი ატრიბუტი) თვალიერება-შესწავლა. ყავასთან ერთად, მიმტანი აუცილებლად მოგიტანთ ჭიქა ცივ ონკანის წყალს და დროდადრო შეგივსებთ მას ხანგრძლივად ყოფნის განმავლობაში თქვენი თხოვნისდამიუხედავად.
ვენური კაფეს ავეჯი ერთგვაროვანი არაა -- ეს ან თბილი და კომფორტული პლიუშია ან ცივი და სტილიზებული მოდერნი. კლასიკური ავეჯის აუცილებელი ატრიბუტი მიქაელ თონეს სკამები და მარმარილოს მაგიდისთავებია. ამგვარ კაფეთა უმრავლესობა ასევე შემოგთავაზებთ მცირე ზომის კერძებს, სოსისების მსგავსს ან დესერტებს ნამცხვრებისა და ტორტების სახით.
მრავალ კლასიკურ კაფეში (მაგ. კაფე დიგლასი, კაფე ცენტრალი, კაფე პრიუკელი) საღამოობით ცოცხალი მუსიკაა პიანინოს შესრულებით და ასევე ხშირად ლიტერატურული საღამოებიც ეწყობა.