პოლ ოსტერი |
---|
ინგლ. Paul Auster |
|
დაბადების თარიღი |
3 თებერვალი, 1947(1947-02-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
---|
დაბადების ადგილი |
ნიუარკი[14] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
30 აპრილი, 2024(2024-04-30)[15] (77 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
ნიუ-იორკი |
---|
ფსევდონიმი |
Paul Benjaminn |
---|
საქმიანობა |
სცენარისტი[16] , კინორეჟისორი[16] , ენათმეცნიერი, მთარგმნელი[16] , რომანისტი, პოეტი[16] , ესეისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, ავტობიოგრაფი, მწერალი[16] , დრამატურგი[16] , მუსიკოსი[16] , ლიბრეტისტი[16] , კრიტიკოსი[16] , რედაქტორი[16] და კინოსცენარისტი[17] |
---|
ენა |
ინგლისური ენა |
---|
მოქალაქეობა |
აშშ[18] |
---|
ალმა-მატერი |
კოლუმბიის უნივერსიტეტი და Columbia High School |
---|
ჟანრი |
პროზა |
---|
Magnum opus |
Man in the Dark, ილუზიების წიგნი, ლევიათანი და ნიუ-იორკული ტრილოგია |
---|
ჯილდოები |
ასტურიის პრინცის ლიტერატურული პრემია, მედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, PEN/Faulkner Award for Fiction, ლიეჟის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[19] , კოპენჰაგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Q130553019? |
---|
მეუღლე |
ლიდია დეივისი და სირი ჰასტვეტი[20] |
---|
შვილ(ებ)ი |
Daniel Auster და სოფი ოსტერი |
---|
ხელმოწერა |
|
---|
საიტი |
paul-auster.com |
---|
|
პოლ ოსტერი (ინგლ. Paul Auster; დ. 3 თებერვალი, 1947, ნიუარკი, აშშ — გ. 30 აპრილი, 2024) — ამერიკელი მწერალი და კინორეჟისორი. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ეგზისტენციალური თემები, აბსურდი და პიროვნული იდენტობის ძიების საკითხი. ოსტერის გამორჩეულ ნაწარმოებებს შორისაა „ნიუიორკული ტრილოგია“ (1987), „ილუზიების წიგნი“ (2002), „მისნის ღამე“ (2003) და „4 3 2 1“ (2017). მწერლის წიგნები ორმოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი.[21]
ბიოგრაფია
დაიბადა ქალაქ ნიუარკში (ნიუ-ჯერსის შტატი) 1947 წელს, დედამისის — კუინისა (ქალიშვილობის გვარი ბოგატი) და მამამისის — სემუელ ოსტერის ოჯახში. იგი პოლონური წარმოშობის ებრაელია, საშუალო ფენის წარმომადგენელი. იზრდებოდა საუს-ორენჯსა და ნიუარკში.
პირადი ცხოვრება
ოსტერის პირველი ცოლი ასევე მწერალი ლიდია დეივისი იყო, რომელთან ერთადაც იგი ფრანგულ ლიტერატურას თარგმნიდა. წყვილს ამ ქორწინებიდან ერთი ვაჟი, დანიელი ჰყავს. ოსტერის მეორე მეუღლე კი პროფესორ ლოიდ ჰუსტვედტის ქალიშვილი სირი ჰუსტვედტია, რომელზეც 1981 წელს დაქორწინდნა. ამ ქორწინებიდან ოსტერსა და მის მეორე ცოლს ქალიშვილი, სახელად სოფი ჰყავთ.
სამწერლო კარიერა
კოლუმბიის უნივერსიტეტში ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხების მოპოვების შემდეგ ოსტერი პარიზში გადავიდა, სადაც ფრანგული წიგნების თარგმნით ირჩენდა თავს. აშშ-ში იგი 1974 წელს დაბრუნდა, რის შემდეგაც ლექსების, ესეების, რომანების და ფრანგი მწერლების, მათ შორის სტეფან მალარმეს, თარგმანების გამოქვეყნება დაიწყო. მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებულმა ქონებამ მას საშუალება მისცა, შეეწყვიტა მთარგმნელობითი საქმიანობა და მთელი თავისი დრო მწერლობისთვის დაეთმო.
ოსტერმა კრიტიკული აღიარება პირველად 1982 წელს მემუარით „მარტოობის გამოგონება“ მოიპოვა, რომელიც მამას მიუძღვნა და პოლ ბენჯამინის ფსევდონიმით გამოაქვეყნა. მას მოჰყვა „ნიუიორკული ტრილოგია“, რომელმაც ავტორს ფართო ცნობადობა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დეტექტიურ ჟანრს მიეკუთვნება, იგი არ არის საიდუმლოს გარშემო ჩახლართული მინიშნებებისგან აგებული ტრადიციული დეტექტივი, არამედ, ამ შემთხვევაში ოსტერი დეტექტიური ჟანრის ფორმას ეგზისტენციალურ საკითხებთან წვდომისთვის იყენებს, როგორებიცაა იდენტობა, სივრცე და ენა.
იდენტობისა და პირადი საზრისის ძიების თემა ოსტერის შემდეგომ ნაწარმოებებშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, როლებშიც ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დამთხვევებისა და შემთხვევითი მოვლენების როლზე, ასევე ადამიანების ურთიერთობაზე მათ თანატოლებთან და გარესამყაროსთან.
1995 წელს ოსტერის სცენარისტობითა და თანარეჟისორობით გამოვიდა ფილმი კვამლი, რომლისთვისაც მან მოიპოვა დამოუკიდებელი სულის ჯილდო საუკეთესო სადებიუტო სცენარისთვის. კრიტიკული წარმატება დაიმსახურა ოსტერის მომდევნო წიგნებმა „მისნის ღამე“ (2003) და „4 3 2 1“ (2017).
თემები
ოსტერზე დიდი გავლენა მოახდინეს ისეთმა მწერლებმა, როგორებიც არიან ედგარ ალან პო, სემიუელ ბეკეტი და ნათანიელ ჰოთორნი. ოსტერს თავის რომანებში კონკრეტულად მოხსენიებულიც კი ჰყავს პოსა და ჰოთორნის პერსონაჟები.
მწერლის შემოქმედებაში განმეორებადი თემებია: ასკეტური ცხოვრება, გარდაუვალი კატასტროფის განცდა, დამთხვევები, წარუმატებლობა,[22] ემპათიის უნარის დაკარგვა, ამერიკული ისტორია და ამერიკული სივრცე. ოსტერს თავის წიგნებში ცენტრალურ პერსონაჟად ხშირად გამოჰყავს აკვიატებით შეპყრობილი მწერალი, ასევე მის ტექსტებში ხშირად ვხვდებით პერსონაჟებს, რომლებიც დიდძალ ქონებას ფლობენ, თუმცა თანდათანობით კარგავენ მას.[23]
ფილმები
ოსტერს გადაღებული აქვს ერთი ფილმი „ლულუ მთვარეზე“, არის ფილმების „კვამლი“ და „სევდა სახეზე“ სცენარისტი.
შემოქმედება
პროზა
- ნიუიორკული ტრილოგია (1987)
- შუშის ქალაქი (1985)
- აჩრდილები (1986)
- დაკეტილი ოთახი (1986)
- ილუზიების წიგნი (2002)
- მისნის ღამე (2003)
- 4 3 2 1 (2017)
არამხატვრული
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო