პირველი ოტობაია (ყოფილი ქვიშონა) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს. ოტობაიის თემის ცენტრი (სოფლები:ვეშკუდელი, ზარწუფა, მეორე ოტობაია, ოკვინორე, რამი, ქვიშონა). ზღვის დონიდან 3 მ, გალიდან 40 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
სქოლიო