აკვარიქვა[1][2], აკვარეიქვა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში (რეფო-შეშელეთის თემი). მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, ზღვის დონიდან 75 მ, შავი ზღვიდან — 11 კმ, გალიდან — 10 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
სქოლიო