პეტროვაცი (ჩერნოგ. Петровац) — ქალაქი მონტენეგროში. მდებარეობს ბუდვასა და ბარს შორის, იქ სადაც ძველი მთის გზა პოდგორიციდან სანაპიროზე გამოიდიოდა.
ქალაქს აქვს 600 მეტრი სიგრძის პლაჟი და პოპულარული ტურისტული ადგილია. პეტროვაცი განიხილება, როგორც გარკვეულწილად „მშვიდი“ კურორტი, განსხვავებით ახლომდებარე ქალაქების ბუდვასა და სუტომორისგან.
მოსახლეობა
2011 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა იყო 1 398. მცხოვრებთა ეთნიკური წარმომავლობა კი ასეთია:
- მონტენეგროელები — 615 (43,99%)
- სერბები — 545 (38,98%)
- ხორვატები — 12 (0,86%)
- სხვები — 226
ისტორია
პეტროვაცის ისტორია რომაულ ხანაში იწყება, როდესაც კრშ-მედინსკში აშენდა რამდენიმე ვილა: IV საუკუნის მოზაიკის იატაკი, ვილის ნაშთები და აბანოები აღმოაჩინეს წმინდა ილიას ეკლესიის უკან.[1] მოგვიანებით გახდა სლავური სოფელი. პირველად მოხსენიებულია დუკლჯის მღვდელმთავრის მატიანეში. ყურის ჩრდილოეთ ბოლოში არის XVI საუკუნის ვენეციური ციხე-სიმაგრე ლასტვა, რომელიც ააგეს მეკობრეების მოსაგერიებლად.[1] XVI საუკუნეში რატაცის ბენედიქტელთა მონასტრის დანგრევის შემდეგ ძლიერდება ქრისტიანობის მართლმადიდებლური მიმდინარეობა, რომელმაც წირვა-ლოცვა დაიწყო კათოლიკურ ეკლესიებში.[2] სახელი პეტროვაცი XX საუკუნის დასაწყისში მეფე პეტრე I კარაგეორგივიჩის სახელით მიხედვით მიენიჭა. ადრე ერქვა კაშტელ-ლასტვა.
XX საუკუნის დასაწყისში პეტროვაცში დაახლოებით 300 მოსახლე იყო.
მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელი აგენტები დაეშვნენ ქალაქის ახლოს. ისინი აპირებდნენ კონტაქტის დამყარებას იუგოსლავიის პარტიზანებთან (ოპერაცია ჰიდრა).[3]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო