პაპაროის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე.
დაარსდა 1987 წელს და მოიცავს 306 კმ² ტერიტორიას.[1] მდებარეობს სანაპირო ზოლზე, პაპაროის ქედის მწვერვალის სიახლოვეს. პარკში დაცულია კირქვული კარსტის არეალი. მოიცავს რამდენიმე მღვიმეს, რომელთაგან ერთ–ერთი კომერციულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. პარკის უდიდესი ნაწილი ტყიანია, მრავალგვარი მცენარეულობით. 1995 წელს, მღვიმეში უბედური შემთხვევა მოხდა, ჩაინგრა გადასახედი პლატფორმა, რა დროსაც 40 ადამიანი დაიღუპა.
პარკის კიდეზე მდებარეობს ტურისტებს შორის პოპულარული პატარა დასახლება პუნაკაიკი.
ეროვნული პარკის ტერიტორია გეოლოგიურად მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა სახის რელიეფს — მთებს, დაბლობებსა და სანაპირო ზოლს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო