ეგმონტის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, ქალაქ ნიუ-პლიმუთის სამხრეთით, ჩრდილოეთ კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე. სახელი ეწოდა მთისგან, რომელიც მის გარემოში დომინირებს და რომელსაც თავის მხრივ სახელი კაპიტანმა კუკმა უწოდა. მაორის ენაზე ამ მთას ტარანაკი ჰქვია. იგი ჩამქრალ ვულკანს წარმოადგენს.
ეროვნული პარკი 1900 წელს შეიქმნა. იგი მასიურ ატმოსფერულ ნალექებს იღებს, რომლებიც ოროგრაფიული წარმოშობისაა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ არეალს ნალექების მაღალი წლიური მაჩვენებელი და რბილი სანაპირო კლიმატი გააჩნია, მთისწინეთი დაფარულია წვიმის ტყეებით, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მასშტაბით.
პარკის ეკოსისტემა წარმოაჩენს მცენარეულობის ზონალურობას.
რესურსები ინტერნეტში