პანთეიზმი (ბერძნულიდან πάν — ყველაფერი და θεός — ღმერთი) — არის ფილოსოფიური და რელიგიური რწმენა იმისა, რომ რეალობა, სამყარო და ბუნება ღვთაების ან უზენაესი არსების იდენტურია.[1] პანთეიზმის ელემენტები, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე განსხვავებულად განმარტავდნენ, გხვდება ცალკეულ აღმოსავლურ რელიგიებში, სოკრატემდელი ბერძენი ფილოსოფოსების მონიზმსა და, მოგვიანებით, მატერიალისტურ სტოიციზმში. პანთეიზმის მიმდევრები იყვნენ, ასევე, აღორძინების ხანის ნატურალისტი ფილოსოფოსები (ჯორდანო ბრუნო, ბერნარდინო ტელეზიო და სხვ.). განვითარების მწვერვალს პანთეიზმი ბარუხ სპინოზას ფილოსოფიაში აღწევს. პირველად ტერმინი პანთეიზმი შემოიღო მათემატიკოსმა ჯოზეფ რაფსონმა1697 წელს. პანთეიზმის ერთ განმარტებაში ჩასმა რთულია, რადგან, როგორც ცნება, თვითონ ასეთი, საკმაოდ ფართოა. პანთეიზმის მთავარ პრინციპად მაინც ღმერთსა და სამყაროს შორის არსებული არსობრივი განსხვავების უარყოფაა. უფრო ზუსტად, ღმერთს თითქოს არ აქვს ბუნებისგან დამოუკიდებელი არსებობა, იგი მთლიანად მოიცავს სამყაროს მთლიანობის პრინციპს. მიუხედავად პანთეიზმის შიგნით არსებული მრავალი მიმართულების არსებობისა, მისი ცენტრალური და მნიშვნელოვანი იდეების უმრავლესობა უცვლელია.
დასავლეთში IV-XV საუკუნეებში პანთეიზმი დაკნინებული იყო და განიხილებოდა, როგორც ერესი (მაგალითად, ამალრიკ ბენელის შემთხვევაში). ამ პერიოდის გამოჩენილ ღვთისმეტყველებს შორის, რომლებიც პანთეისტური იდეების მსგავსი შეხედულებებით გამოდიოდნენ, იყვნენ იოანე სკოტუს ერიუგენა, მაისტერ ეკჰარტი, ნიკოლაი კუზანსკი. პანთეისტური მსოფლმხედველობის პირველ ღია გამოვლენად ჯორდანო ბრუნო მიიჩნევა. ბარუხ სპინოზას „ეთიკა“ მთავარი წყარო იყო, რომლის მეშვეობითაც ევროპაში პანთეიზმი გავრცელდა (თუმცა, თვითონ სპინოზა არ იყენებდა ტერმინ „პანთეიზმს“[6]). ჯორდანო ბრუნო და სპინოზა XVI საუკუნის შუა ხანებიდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე პერიოდის პანთეისტური მონიზმის მთავარი წარმომადგენლები არიან.[7] ჯონ ტოლანდმა, რომელიც ბრუნოსა და სპინოზას გავლენას განიცდიდა, 1720 წელს დაწერა „პანთეისტიკონი: ანუ სოკრატეს საზოგადოების ზეიმობის საშუალება“, რომელიც ლათინურ ენაზე გამოაქვეყნა.[8]
1785 წელს პანთეიზმის კრიტიკოს ფრიდრიხ ჰაინრიხ იაკობსა და პანთეიზმ-ათეიზმში ბრალდებული გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის დამცველ მოზეს მენდელსონს შორის არსებულმა ღია კამათმა ხელი შეუწყო პანთეიზმის ცოდნის გავრცელებას XVIII-XIX საუკუნეების გერმანელ მოაზროვნეებს შორის. მიმდინარე დისკუსიებმა ევროპელ ფილოსოფოსებს შორის სპინოზას ავტორიტეტი მნიშვნელოვნად აამაღლა.
XX საუკუნის ბოლოს პანთეიზმი კვლავ აღორძინდა. პანთეიზმი პოპულარულია თანამედროვე სულიერებაში და ახალ რელიგიურ მოძრაობებში, როგორიცაა ნეოპაგანიზმი და თეოსოფია.[10] პანთეისტები დაჟინებით მოითხოვდნენ ეკოლოგიური ცნობიერების, შეგნების აუცილებლობას საზოგადოებასა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ პანთეიზმი პაგანიზმის თეოლოგიის „ფუნდამენტში“ იყო, პანთეისტებმა დაიწყეს ორგანიზაციების შექმნა სპეციალურად პანთეიზმისათვის და განიხილავდნენ მას როგორც დამოუკიდებელ რელიგიას.[11]
1975 წელს დაარსდა „უნივერსალური პანთეისტური საზოგადოება“.[12]1999 წელს შეიქმნა „მსოფლიო პანთეისტური მოძრაობა“,[13] რომელსაც მომხრეები სხვადასხვა ქვეყნებში ჰყავდა და მათი რიცხვი ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით იზრდებოდა.
გლობალური ეკოლოგიური კრიზისი ცვლის ბუნებაზე დამოკიდებულებას, პანთეიზმის პოპულარობა და მნიშვნელობა XXI საუკუნის დასაწყისიდან „გაფართოვდა“. რიჩარდ დოკინზი თავის წიგნში „ღმერთი, როგორც ილუზია“ ნატურალურისტურ პანთეიზმს აღწერს, როგორც შელამაზებულ ათეიზმს.[14]
ვატიკანი აგრძელებს პანთეიზმის წინააღმდეგ გამოსვლებს რომის პაპის 2009 წლის ენციკლიკასა[15] და 2010 წლის 1 იანვრის ეპოსტელში[16], სადაც პანთეიზმი გაკრიტიკებულია ადამიანის ბუნებასთან შედარებით უპირატესობის უარყოფასა და „ბუნებაში ადამიანის ხსნის ხედვის“ გამო.[15]ჯეიმზ კამერონის ფილმი „ავატარი“, საერთო შეფასებით, წარმოადგენს ბუნებასთან პანთეისტურ დამოკიდებულებასა და ურთიერთობას. გაზეთი The New York Times ფილმს ახასიათებს, როგორც „პანთეიზმის ხანგრძლივ აპოლოგიას... რელიგიის ჰოლივუდის არჩევანი თანამედროვე თაობისთვის“.[17]
დაკავშირებული ცნებები
ტრერმინი პანენთეიზმი ოფიციალურად გამოიგონეს მე-19 საუკუნისგერმანიაში, რათა შემოეთავაზებინათ ფილოსოფიური სინთეზი ტრადიციულ თეიზმსა და პანთეიზმს შორის, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთი არის ყველაფერში, მოიცავს მთელ სამყაროს, მაგრამ ასევე არის სამყაროს მიღმა.[18]პანდეიზმი კიდევ ერთი სიტყვაა, რომელიც წარმოიშვა პანთეიზმიდან და პანთეიზმის პრინციპებს დეიზმთან აერთიანებს.[19] პანდეიზმი მიიჩნევს, რომ შემოქმედი ღმერთი თავად გახდა სამყარო და შეწყვიტა არსებობა, როგორც ცალკეულმა ცნობიერმა არსმა.[20]პანფსიქიზმი არის შეხედულება იმისა, რომ ცნობიერება, გონება ან სული არის ყველაფრის უნივერსალური თვისება.[21] ზოგიერთი პანთეისტი ასევე იზიარებს განსხვავებულ ფილოსოფიურ შეხედულებებს როგორიცაა ჰილოძოიზმს, შეხედულებას, რომ ყველაფერი ცოცხალია და ანიმიზმს, შეხედულებას, რომ ყველაფერს აქვს სული.[22]
↑Shoham, Schlomo Giora (2010). To Test the Limits of Our Endurance. Cambridge Scholars, გვ. 111. ISBN1443820687.
↑დილტეი, ვილჰელმ, პანთეიზმი თავის ისტორიულ განვითარებაში დაკავშირებული ადრეულ პანთეისტურ სისტემებთან // შეხედულება სამყაროზე და ადამიანის გამოკვლევა აღოძინებისა და რეფორმაციის დროიდან, საუნივერსიტეტო წიგნი, გეშარიმ, 2000.
↑Carpenter, Dennis D. (1996). "Emergent Nature Spirituality: An Examination of the Major Spiritual Contours of the Contemporary Pagan Worldview". In Lewis, James R., Magical Religion and Modern Witchcraft. Albany: State University of New York Press. ISBN978-0-7914-2890-0. p. 50.
↑Sean F. Johnston (2012). The History of Science: A Beginner's Guide. Oneworld Publications, გვ. 90. ISBN978-1-78074-159-8. „In its most abstract form, deism may not attempt to describe the characteristics of such a non-interventionist creator, or even that the universe is identical with God (a variant known as pandeism).“
↑Seager, William; Allen-Hermanson, Sean (23 May 2001). „Panpsychism“. In Zalta, Edward N. (ed.). The Stanford Encyclopedia of Philosophy (Winter 2012 ed.).