ოცნებების ზღვა[1] (ლათ. Mare Ingenii) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის უკანა მხარეს.
ოცნებების ზღვის ქანები და მიმდებარე კრატერები მიეკუთვნება გვიან იმბრიულ ეპოქას (3.8-3.2 მილიარდი წელი), ხოლო ოცნებების აუზის ქანები — დონეტარის პერიოდს (4.5-3.9 მილიარდი წელი).
ობიექტის სელენოგრაფიული კოორდინატებია — 33°15′S 164°50′E / 33.25° ს. გ. 164.83° ა. გ. / -33.25; 164.83[2], დიამეტრი შეადგენს 318 კმ-ს[2].
ოცნებების ზღვაში არის დიდი კრატერი — ტომსონი (დიამეტრის 112 კმ), მისგან სამხრეთით — ობრუჩევი (დიამეტრის 71 კმ)[3].
სახელწოდება
ეს ტერიტორია პირველად აღმოაჩინეს მთვარის უკანა მხარის ფოტოებში, რომლებიც მოიპოვა საბჭოთა ავტომატურმა პლანეტათაშორისმა სადგურმა ლუნა-3-მა. ტერიტორიას ეწოდა ოცნებების ზღვა, შესაბამისი ლათინური სახელწოდებით — Mare Desiderii (პირდაპირი მნიშვნელობით — „სურვილის ზღვა“). თუმცა, მოგვიანებით გადაღებულმა უფრო ნათელმა ფოტოებმა აჩვენა, რომ ეს არის არა ერთი დაბლობი, არამედ რამდენიმე კრატერისა და Mare Ingenii-ად წოდებული მობრტყელებული ადგილის ერთობა. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მთვარის ზედაპირზე არსებული ობიექტების სიაში შეიტანა მხოლოდ სახელი Mare Ingenii, რომელსაც მიეწერა შესატყვისი „ოცნებების ზღვა“, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ ითარგმნებოდა; ლათინური სახელი „Mare Ingenii“ სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „გონების ზღვა“.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| ოკეანე | |
---|
| ზღვები | |
---|
| ტბეები | |
---|
| ყურეები | |
---|
| ჭაობები | |
---|
|
კურსივით აღნიშნულია ის ზღვები და ტბები, რომლებიც განლაგებული არიან მთვარის უკანა მხარეს. |
|