ლპობის ჭაობი (ლათ. Palus Putredinis) — მთვარის ზღვა, რომელიც მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ცენტრალურ ნაწილში, წვიმების ზღვის აუზში. ჩრდილო-დასავლეთდან მას ესაზღვრება კრატერი არქიმედე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აპენინები. ჭაობის ჩრდილოეთით მდებარეობს კრატერი ავტოლიკუსი, დასავლეთით — არქიმედეს მთები[1]. ლპობის ჭაობის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია — 27°22′N 0°00′E / 27.36° ჩ. გ. 0° ა. გ. / 27.36; 0, სიგრძე 180.45 კმ[2]. ლპობის ჭაობის სახელწოდება დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1935 წელს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ The Full Moon Atlas. Luna Society International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-17. ციტირების თარიღი: 2010-11-03.
- ↑ Palus Putredinis. Gazetteer of Planetary Nomenclature. International Astronomical Union (IAU) Working Group for Planetary System Nomenclature (WGPSN). ციტირების თარიღი: 2010-11-03.
|
---|
| ოკეანე | |
---|
| ზღვები | |
---|
| ტბეები | |
---|
| ყურეები | |
---|
| ჭაობები | |
---|
|
კურსივით აღნიშნულია ის ზღვები და ტბები, რომლებიც განლაგებული არიან მთვარის უკანა მხარეს. |
|