ოდრა, ოდერი (პოლ. Odra, ჩეხ. Odra, გერმ. Oder) — მდინარე ჩეხეთში, პოლონეთსა და გერმანიაში. ჩაედინება ბალტიის ზღვაში. მისი საერთო სიგრძე 854 კმ-ია. პოლონეთის მდინარეებს შორის სიგრძით მეორე ადგილი უკავია. წყალშემკრები აუზის ფართობი კი 118,861 კმ²-ია.
მთავარი შენაკადებია: ნისა-ლუჟიცკა, ვარტა, ინა, ბუბრი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში