ვიეფში (პოლ. Wieprz) — მდინარე ცენტრალურ-აღმოსავლეთ პოლონეთში. უერთდება მდინარე ვისლას. მისი საერთო სიგრძე 303 კმ-ია. პოლონეთის მდინარეებს შორის სიგრძით მეცხრე ადგილი უკავია. წყალშემკრები აუზის ფართობი კი 10,415 კმ²-ია.
მდინარეზე მდებარეობს ქალაქები: კრასნობრუდი; ზვიერჟინიეცი; შჩებრჟეშინი; კრასნისტავი; ლენჩნა; ლუბარტუვი; დებლინი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში