ოგიუსტ კონტი

ოგიუსტ კონტი
ფრანგ. Isidore Marie Auguste François Xavier Comte
დაბ. თარიღი 19 იანვარი, 1798(1798-01-19)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი მონპელიე, საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა[6]
გარდ. თარიღი 5 სექტემბერი, 1857(1857-09-05)[1] [2] [3] [4] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [5] (59 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთის მეორე იმპერია[6]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო და Grave of Auguste Comte
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ფილოსოფოსი[14] [5] , სოციოლოგი[14] [5] , მათემატიკოსი[5] და მწერალი[15]
ალმა-მატერი ჟოფრეს ლიცეუმი და პოლიტექნიკური სკოლა
განთქმული მოსწავლეები Fabien Magnin, Pierre Laffitte, Richard Congreve და Eugène Sémérie
მეუღლე კაროლინ მასენი[16]
დედა Rosalie Boyer
გავლენა მოახდინეს

ისიდორ მარი ოგიუსტ ფრანსუა ქსავიე კონტი (ფრანგ. Isidore Marie Auguste François Xavier Comte; დ. მონპელიე, 19 თებერვალი, 1798 — გ. პარიზი, 5 სექტემბერი, 1857) — ფრანგი ფილოსოფოსი. პოზიტივიზმის დამაარსებელი. სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფუძემდებელი. უმნიშვნელოვანესი ნაშრომები — მისთვის დიდი პოპულარობის მომტანი „პოზიტიური ფილოსოფიის კურსი“ („Cours de philosophie positive“) ტ. 1-6, 1830-1842) და „პოზიტიური პოლიტიკის სისტემა, ან სოციოლოგიის ტრაქტატი, კაცობრიობის ჩამომაყალიბებელი რელიგია“ (ტ.1-4 1851-1854)

ბიოგრაფია

დაიბადა მონპელეში კათოლიკურ ოჯახში[18]. მამამისი იყო მებაჟე.

მას შემდეგ რაც ოგიუსტ კონტმა დაამთავრა ჯოფრის ლიცეუმი[19] შემდეგ კი მონტპელიერის უნივერსიტეტი ის ჩაირიცხა პარიზის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. სასწავლებლის ღირებულებები სრულიად განსხვავდებოდა კონტის იდეოლოგიური ღირებულებებისგან რესპუბლიკანიზმისა და პროგრესის თემებზე. როდესაც ეს სასწავლებელი 1816 წელს დაიხურა, კონტმა სწავლა განაგრძო მონტპელერის სამედიცინო სასწავლებელში და როდესაც პოლიტექნიკური სკოლა განახლდა მან არ ისურვა ახალი სასწავლებლის მიტოვება.

მონტპელერში კკონტი კარგად ხედავდა მისი კათოლიკე და მონარქისტული ოჯახის ნამდვილ სახეს, ამიტომ პარიზში გამგზავრება განიზრახა და მიზნის მისაღწევად მუშაობა დაიწყო. მალევე მან პარიზში, ბონაპარტის ქუჩის 36 ნომერში აპარტამენტი იპოვნა, სადაც 1822 წლამდე ცხოვრობა. 1822 წელს კი ის ანრი სენ-სიმონის პირადი მდივანი გახდა, რომელმაც მას არისტოკრატული საზოგადოება გააცნო. ამან დიდი გავლენა იქონია კონტის მომავალზე. ამ პერიოდში ოგიუსტმა სენ-სიმონის დახმარებით გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომები.

ოგიუსტ კონტი და მისი წინამორბედები

საზოგადოების მექანისტური თეორიის წინააღმდეგ რეაქცია ყველაზე ადრე ინგლისში დაიწყო, სადაც საზოგადოების გაგებაში ახალი ტენდენციების გამომხატველად XVIII-ე საუკუნეში მოგვევლინა ადამ ფერგიუსონი, რომელმაც საფუძვლიანად გააკრიტიკა სახელმწიფოს წარმოშობის ჰობსისეული და რუსოსეული ხელშეკრულებიტი თეორია. ფერგიუსონი ამტკიცებს, რომ ადამიანი თავიდანვე თავისი ბუნებით სოციალური – საზოგადოებრივი არსებაა, ამიტომ „კაცობრიობა უნდა განიხილებოდეს ჯგუფების სახით, რომლებშიც არსებობდა იგი მთელი თავისი არსებობის მანძილზე. ცალკეული ადამიანის ისტორია, – ამ ადამიანის გვართან კავშირურთიერთობის პროცესში შეძენილი გრძნობებისა და აზრების მხოლოდ ერთეული გამოვლენაა და ამ საგნის – კაცობრიობის ყოველი გამოვლენა უნდა ამოდიოდეს საზოგადოებისა და არა ერთეული ადამიანებისაგან“. კონტი უფრო აღრმავებს ამ აზრს და ამოსავალ პრინციპად საზოგადოებას როგორც ორგანულ მთლიანობას იღებს.

ოგიუსტ კონტი მეცნიერებათა კლასიფიკაციის შესახებ

სანამ კონტის სოციოლოგიის პრინციპებს განვიხილავდეთ, აუცილებელია მეცნიერებათა კლასიფიკაციის გაგება გავაანალიზოთ. არისტოტელეს შემდეგ კონტი პირველია, ვინც შეეცადა ამ გრანდიოზული ამოცანის გადაწყვეტას. იგი ცდილობს მეცნიერება გამოყოს თეოლოგიისა და მეტაფიზიკისაგან. მეცნიერების ამოცანა კანონების აღმოჩენაა, რომლებიც გაგებულია როგორც მოვლენებს შორის მყარი და განმეორებადი კავშირი. კონტი გვევლინება ფილოსოფიის ტრადიციული გაგების გამაუქმებლად, მისი აზრით ფილოსოფიას არ აქვს არც განსაკუთრებული საგანი და არც კვლევის მეთოდი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა მეცნიერებათა მეთოდებისაგან. თუ ფილოსოფიას სურს დარჩეს მეცნიერებად, მაშინ იგი უნდა ჩაერთოს მეცნიერებათა რიგში და ყოველ მეცნიერებათა გამაერთიანებელ პოზიციური ფილოსოფიის სისტემად უნდა იქცეს. კონტმა მეცნიერებები დაყო აბსტრაქტული და კონკრეტული სახის მეცნიერებებად. პირველნი სწავლობენ მოვლენათა განსაზღვრული კატეგორიების კანონებს. მაგალითად, ბიოლოგია არის ზოგადი, აბსტრაქტული თეორიული მეცნიერება სოციოლოგიის შესახებ. მედიცინა კი კონკრეტული მეცნიერებაა, რომელიც იყენებს ბიოლოგიის ზოგად კანონებს. კონტი გამოყოფს ხუთ აბსტრაქტულ – თეორიულ მეცნიერებას: ასტრონომიას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიასა და სოციოლოგიას. მეცნიერებათა კლასიფიკაციას ასევე საფუძვლად უდევს შესასწავლი მოვლენების სირთულის ზრდის პრინციპი. სოციალური მოვლენები ხასიათდებიან დიდი სირთულით და ამავე დროს დამოკიდებულნი არიან ყველა დანარჩენზე, რაც გვიხსნის სოციოლოგიის ყველაზე გვიანდელ წარმოშობას. სწორედ სოციოლოგია ასრულებს ამ პოზიტიური ფილოსოფიის სისტემას, რაც მოასწავებს საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური სტადიის დადგომას. მეცნიერული მიდგომის მთავარი მახასიათებელია მთლიანობითი, ანუ ჰოლისტური ხედვა, იმისათვის, რომ ვიცოდეთ რაიმე ნაწილი, აუცილებელია მთელის ცოდნა, ადამიანების გაგება შესაძლებელია მხოლოდ კაცობრიობასთან, ეპოქასთან მიმართებაში. სოციოლოგია იმიტომ ხდება აბსოლუტური და ლოგიკურად სრული, რომ მისი შესასწავლი საგანი კცობრიობა, ყველაზე მეტად ეხება ადამიანს და მისი შემეცნებაც მისთვის უფრო მისადგომია.

სოციოლოგიის მთავარი მიზნები

სოციოლოგია ერთის მხრივ უპირისპირდება თეოლოგიურ შეხედულებებს, მეორეს მხრივ მეტაფიზიკურ შეხედულებებს, რომელთა მიხედვით საზოგადოება ადამიანთა გონიერი ნების პროდუქტია. სოციოლოგია კი არის ის ერთადერთი მეცნიერება, რომელიც სწავლობს იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის გონება და ფსიქიკა სრულყოფილი საზოგადოებრივი ცხოვრების გავლენით. ინდივიდი აბსტრაქციაა, საზოგადოება კი სინამდვილი, რომელიც კანონებს ექვემდებარება. ბიოლოგიურისაგან განსხვავებით სიტუაციური მოვლენები მუდმივ განვითარებაში იმყოფებიან – ამიტომ მათი არსება ისტორიულობაში გამოიხატება. საზოგადოებრივი განვითარების მთავარი შინაარსი მეცნიერული გონის პროგრესია. ამის შესატყვისად მიმდინარეობს კიდეც საზოგადოების ისტორიის განვითარების პროცესი. ძირითადი და პირველადი სინამდვილე, რომლისაგანაც უნდა ამოვიდეს სოციოლგი, არის საზოგადოება მთლიანობაში. ესაა მთელი კაცობრიობის ან მისი რომელიმე დიდი ნაწილის ორგანული ერთიანობა, რომელიც დაკავშირებულია „საყოველთაო თანხმობით“. მათ ახასიათებთ მისი სტრუქტურული ელემენტების ჰარმონიული ფუნქციონირება. საზოგადოების სირთულე აიხსნება იმით, რომ მასში მოქმედი თანამედროვე ფაქტორები ერწყმიან ისტორიულს, წარსული თაობები გავლენას ახდენენ თანამედროვე თაობებზე. საზოგადოება – კაცობრიობა უმაღლესი სინამდვილეა. ერთგვარი უმაღლესი არსებაა. ისაა თავისებური რეალობის მქონე, მაგრამ ამგვარი თვალსაზრისი არ არის სოციალური რეალიზმი, რომელიც აფეტიშებს და რეიფიკაციას უკეთებს სოციალურ მოვლენებს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Fletcher R., Barnes H. E. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Nationalencyklopedin — 1999.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 The Fine Art Archive — 2003.
  6. 6.0 6.1 Конт Огюст // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  9. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. GeneaStar
  11. Internet Philosophy Ontology project
  12. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  13. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  14. 14.0 14.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118521748 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  15. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  16. http://sabix.revues.org/341
  17. 17.0 17.1 Encyclopedia of Modern Christian PoliticsGreenwood Publishing Group, 2006. — გვ. 66. — ISBN 978-0-313-32362-1
  18. Реале Д., Антисери Д. Западная философия от истоков до наших дней. — Т.4: От романтизма до наших дней. — თარგი:СПб., 1997. — С. 191.
  19. Rencontre avec Annie Petit "Auguste Comte". Montpellier Agglomeration (2007-10-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-15. ციტატა: „"Né à Montpellier, brillant élève du Lycée Joffre..." Translation: "Born in Montpellier, shining student of the Lycée Joffre..."“ ციტირების თარიღი: 2008-10-15.

Read other articles:

Israel TalJulukanTalik, Mr. ArmourLahir(1924-09-13)13 September 1924Meninggal8 September 2010(2010-09-08) (umur 85)PengabdianIsraelDinas/cabangIsrael Defense ForcesLama dinas1948–1974, 1979–1989PangkatAluf (Major General)KomandanBahad 1-IDF Officers School (1954-1956), 7th Armor Brigade (1959-1960), Commander of the Armor Forces (Gaysot Hashiryon), 84th Armored Division, Deputy Chief of the General StaffPerang/pertempuranWar of Independence, Sinai War, Six-Day War, Yom Kippur Wa...

 

Bupati Sabu RaijuaPetahanaNikodemus N. Rihi Hekesejak 14 Februari 2019Masa jabatan5 tahun (definitif)Dibentuk2009Pejabat pertamaMarthen Luther Dira TomeSitus webhttp://saburaijuakab.go.id/ Berikut ini adalah daftar bupati Sabu Raijua yang menjabat sejak awal berdirinya. Bupati No. Potret Nama Mulai Menjabat Selesai Menjabat Prd. Jabatan Sebelumnya Wakil Bupati Ket. sebelum dilaksanakan pemilihan bupati, Kepala Dinas Pendidikan, Pemuda dan Olahraga Prov. NTT, Thobias Uly menjabat sebagai ...

 

قرية أركيد   الإحداثيات 42°32′00″N 78°25′44″W / 42.5333°N 78.4289°W / 42.5333; -78.4289  [1] تاريخ التأسيس 1871  تقسيم إداري  البلد الولايات المتحدة[2]  التقسيم الأعلى مقاطعة وايومينغ  خصائص جغرافية  المساحة 6.870174 كيلومتر مربع6.870172 كيلومتر مربع (1 أبريل 2010)  ا�...

Pour les articles homonymes, voir Romer. Paul RomerPaul Romer, en 2005.FonctionsEconomiste en chef de la Banque Mondiale (2016-2018)BiographieNaissance 6 novembre 1955 (68 ans)DenverNom dans la langue maternelle Paul Michael RomerNationalité américaineFormation Université de Chicago (doctorat) (jusqu'en 1983)Phillips Exeter AcademyActivités Économiste, mathématicienPère Roy RomerConjoint Caroline WeberAutres informationsA travaillé pour Université de New YorkUniversité de Chic...

 

Artikel ini perlu diterjemahkan dari bahasa Inggris ke bahasa Indonesia. Artikel ini ditulis atau diterjemahkan secara buruk dari Wikipedia bahasa Inggris. Jika halaman ini ditujukan untuk komunitas bahasa Inggris, halaman itu harus dikontribusikan ke Wikipedia bahasa Inggris. Lihat daftar bahasa Wikipedia. Artikel yang tidak diterjemahkan dapat dihapus secara cepat sesuai kriteria A2. Jika Anda ingin memeriksa artikel ini, Anda boleh menggunakan mesin penerjemah. Namun ingat, mohon tidak men...

 

Lutung Budeng Status konservasi Rentan Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Chordata Kelas: Mammalia Ordo: Primates Famili: Cercopithecidae Genus: Trachypithecus Spesies: T. auratus Nama binomial Trachypithecus auratus(É. Geoffroy, 1812) Sinonim Simia Maura Schreber, 1774: 107-108 (nom. suppress.) Cercopithecus auratus É. Geoffroy, 1812[1] (basionym) Semnopithecus Pyrrhus Horsfield, 1823. Presbytes cristata — Gray, 1843: 3. Pithecus pyrrhus sondaicus Robinson & K...

Sporting event delegationAruba at the2011 World Aquatics ChampionshipsFlag of ArubaFINA codeARUNational federationAruban Swimming FederationWebsitewww.arubaswimming.comin Shanghai, ChinaCompetitors3 in 1 sportMedals Gold 0 Silver 0 Bronze 0 Total 0 World Aquatics Championships appearances197319751978198219861991199419982001200320052007200920112013201520172019202220232024 Aruba competed at the 2011 World Aquatics Championships in Shanghai, China between July 16 and 31, 2011. Swimming Main arti...

 

This is the talk page for discussing improvements to the Non-Aligned Movement template. Put new text under old text. Click here to start a new topic. New to Wikipedia? Welcome! Learn to edit; get help. Assume good faith Be polite and avoid personal attacks Be welcoming to newcomers Seek dispute resolution if needed This template does not require a rating on Wikipedia's content assessment scale.It is of interest to the following WikiProjects:International relations This template is within the...

 

Grand Prix Sepeda Motor F.I.M. musim 1999 Sebelum: 1998 Sesudah: 2000 Juara Dunia 1999500cc – Àlex Crivillé (Honda)250cc – Valentino Rossi (Aprilia)125cc – Emilio Alzamora (Honda) Àlex Crivillé (foto di Rio de Janeiro) menjadi juara 500ccValentino Rossi (foto di Donington Park) menjadi juara 250cc Grand Prix Sepeda Motor musim 1999 adalah musim Kejuaraan Dunia F.I.M. ke-50. Ringkasan Musim Dominasi dari Mick Doohan telah berakhir dengan cedera serius yang dialami oleh Mick Doohan p...

Imperial Russian Army general (1870–1918) Lavr KornilovKornilov in 1916Born(1870-08-30)30 August 1870Ust-Kamenogorsk, Semirechye Oblast, Russian Turkestan, Russian EmpireDied13 April 1918(1918-04-13) (aged 47)near Yekaterinodar, Russian SFSRAllegiance Russian Empire (1892–1917) White Movement (1917–1918)Service/branch Imperial Russian Army White ArmyYears of service1892–1918RankGeneral of the InfantryCommands held Black Sea Fleet (1916–1917) Russian Army (1917–1918)...

 

For the technical/vocational secondary school for the greater Lawrence area, see Greater Lawrence Technical School. Public high school in Lawrence, Massachusetts, United StatesLawrence High SchoolAddress70-71 North Parish RoadLawrence, Massachusetts 01843United StatesCoordinates42°41′27″N 71°08′42″W / 42.69074°N 71.14488°W / 42.69074; -71.14488InformationTypePublic High SchoolSchool districtLawrence Public SchoolsSuperintendentCynthia Paris [1]Princ...

 

Softball has been an event at the Asian Games since 1990 in Beijing, China. Summary Year Host Final Third place match Winner Score Runner-up 3rd place Score 4th place 1990details Beijing China No playoffs Japan Chinese Taipei No playoffs South Korea 1994details Hiroshima China No playoffs Japan Chinese Taipei No playoffs South Korea 1998details Bangkok China 5–0 Japan Chinese Taipei No playoffs North Korea 2002details Busan Japan Not held ChinaChinese Taipei Shared silver No playoffs North...

Sceaux 行政国 フランス地域圏 (Région) イル=ド=フランス地域圏県 (département) オー=ド=セーヌ県郡 (arrondissement) アントニー郡小郡 (canton) 小郡庁所在地INSEEコード 92071郵便番号 92330市長(任期) フィリップ・ローラン(2008年-2014年)自治体間連合 (fr) メトロポール・デュ・グラン・パリ人口動態人口 19,679人(2007年)人口密度 5466人/km2住民の呼称 Scéens地理座標 北緯48度4...

 

この項目には、一部のコンピュータや閲覧ソフトで表示できない文字が含まれています(詳細)。 数字の大字(だいじ)は、漢数字の一種。通常用いる単純な字形の漢数字(小字)の代わりに同じ音の別の漢字を用いるものである。 概要 壱万円日本銀行券(「壱」が大字) 弐千円日本銀行券(「弐」が大字) 漢数字には「一」「二」「三」と続く小字と、「壱」「�...

 

Запрос «Немецкая оккупация Крыма (1918)» перенаправляется сюда. На эту тему нужно создать отдельную статью. Интервенция Центральных держав в РоссииОсновной конфликт: Восточный фронт Первой мировой войны, Иностранная военная интервенция в России Территория, оккупированн�...

Internet television software MiroMiro 3.5 running on Ubuntu, showing the Miro guide in the main window while playing a podcast.Developer(s)Participatory Culture FoundationInitial release21 February 2006; 18 years ago (2006-02-21)Final release6.0[1]  / 5 April 2013; 11 years ago (5 April 2013) Repositorygithub.com/pculture/miroWritten inPython using GTK+Operating systemWindows, macOS, LinuxSize Windows: 28.50 MB macOS: 15.28 MB Linux: 2.0 MB Source c...

 

2016年美國總統選舉 ← 2012 2016年11月8日 2020 → 538個選舉人團席位獲勝需270票民意調查投票率55.7%[1][2] ▲ 0.8 %   获提名人 唐納·川普 希拉莉·克林頓 政党 共和黨 民主党 家鄉州 紐約州 紐約州 竞选搭档 迈克·彭斯 蒂姆·凱恩 选举人票 304[3][4][註 1] 227[5] 胜出州/省 30 + 緬-2 20 + DC 民選得票 62,984,828[6] 65,853,514[6]...

 

Lega Nazionale 1939-1940Lega Nazionale Competizione Lega Nazionale Sport Calcio Edizione 38ª Organizzatore ASF-SFV Date dal 4 settembre 1939al 21 maggio 1940 Luogo  SvizzeraSvizzera Partecipanti 12 Formula Girone unico Risultati Vincitore  Servette(4º titolo) Secondo  Grenchen Retrocessioni  Bienne Statistiche Miglior marcatore Aeby (22) Incontri disputati 132 Cronologia della competizione 1938-1939 1940-1941 Manuale L'edizione 1939-1940 della Lega Naz...

العلاقات البوليفية الجامايكية بوليفيا جامايكا   بوليفيا   جامايكا تعديل مصدري - تعديل   العلاقات البوليفية الجامايكية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين بوليفيا وجامايكا.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه ...

 

العلاقات بين الإمبراطورية الروسية والولايات المتحدة     [[{{{بلد1}}}]]   [[{{{بلد2}}}]] تعديل مصدري - تعديل   العلاقات بين الإمبراطورية الروسية والولايات المتحدة (1776-1922) تسبق العلاقات بين الاتحاد السوفياتي والولايات المتحدة (1922-1991) العلاقات بين روسيا والولايات المتحد...