ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა ნეპალი (ნეპ.संघीय लोकतान्त्रिक गणतन्त्र नेपाल) —— ქვეყანა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აზიაში, ჩინეთსა და ინდოეთს შორის. ადმინისტრაციულად ნეპალი იყოფა პროვინციებად, რაიონებად, სოფლის განვითარების კომიტეტებად, მიტროპოლიტურ ტერიტორიებად და მუნიციპალიტეტებად.
2015 წლის 20 სექტემბრის მონაცემებით, ნეპალი დაყოფილია 7 პროვინციად. ეს განსაზღვრულია ახალი კონსტიტუციის მიხედვით, სადაც არსებული რაიონების დაჯგუფა ქმნის პროვინციას.
მუნიციპალიტეტი არის ქალაქი, რომელიც აკმაყოფილებს მინიმუმ მინიმალურ კრიტერიუმებს მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის განხრით, მაშინ იგი ცხადდება მუნიციპალიტეტად მთავრობის მიერ. ნეპალში არსებობს 130 მუნიციპალიტეტი, მათ შორის 72 ახალი, რომელიც დაემატა 2014 წლის მაისში.[1][2]