დაიბადა ნიუ-იორკში. მშობლების განქორწინების შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში დეიდასთან და ბიძასთან ერთად მერილენდში ცხოვრობდა. 1929 წელს დედის ხელმეორედ დაქორწინების შემდეგ, ნენსი ჩიკაგოში გადავიდა და მოგვიანებით მამინაცვლისაგან სახელი დეივისი მიიღო. 1940-1950-იან წლებში ნენსი დეივისი დაკავებული იყო სამსახიობო კარიერით ჰოლივუდში. მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცააა: „შემდეგი ხმა შენ გესმის...“, „ღამე დილისკენ“ და „დონოვანის ტვინი“. 1952 წელს ნენსი დეივისი იმ დროისთვის კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი შეეძინათ. 1967-75 წლებში მისი ქმარი კალიფორნიის გუბერნატორად მსახურობდა, შესაბამისად, ნენსი კალიფორნიის პირველი ლედი იყო.
1980 წლის არჩევნებში ქმრის აბსოლუტური უპირატესობით გამარჯვების შემდეგ,1981 წლის იანვარში ნენსი რეიგანი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი გახდა. თავდაპირველად თეთრი სახლის ფაიფურის (რომელიც კერძო შემოწირულობებიდან ფინანსდებოდა) შეცვლის გამო, მას ფართოდ აკრიტიკებდნენ. მოგვიანებით, პირველმა ლედიმ კენედური მომხიბვლელობის აღდგენა გადაწყვიტა და მისმა მაღალი დონის მოდამ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო. მან მხარი დაუჭირა რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების პრევენციას, როდესაც მან „Just Say No“ კამპანია წამოიწყო, რომელიც მისი, როგორც პირველი ლედის, ერთ-ერთ უმთავრეს ინიციატივად მიიჩნევა. რონალდ რეიგანის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, კიდევ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა გამოიწვია 1988 წლის განცხადებამ, რის მიხედვითაც პრეზიდენტის გრაფიკის დაგეგმვისთვის პირველი ლედი ასტროლოგებთან კონსულტაციებზე დადიოდა. ზოგადად, ნენსი რეიგანს ქმარზე დიდი გავლენა ჰქონდა და ნაწილ დიპლომატიურ თუ სხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
პირველი ორი წელიწადი ფლაშინგში (ქვინსი), ნიუ იორკის გარე რაიონში, რუზველტის გამზირზე 149-ე და 150-ე ქუჩებს შორის მდებარე ორსართულიან სახლში ცხოვრობდნენ.[15] მისი დაბადების შემდეგ მშობლები მალევე დაშორდნენ ერთმანეთს და 1928 წელს განქორწინდნენ.[1][10][16] ქმართან დაშორების შემდეგ დედამისი სამუშაოს საძიებლად ქვეყანის ირგვლივ მოგზაურობდა, რობინსს კი ექვსი წლის მანძილზე ბეთესდაში (მერილენდი) დეიდამისი, ვირჯინია ლაკეტი და ბიძამისი, ადლი გელბრეიტი ზრდიდნენ.[1][16] შემდეგში ნენსი წერდა, თუ როგორ სურდა დედასთან შეხვედრა ამ წლების განმავლობაში: „საუკეთესო დრო მაშინ იყო, როცა დედას ნიუ იორკში სამსახური ჰქონდა, დეიდას კი შეეძლო მატარებლით წავეყვანე და მასთან დავრჩენილიყავი.“[17]
1929 წელს დედამისი გამოჩენილ კონსერვატორნეიროქირურგზე, ლოიელ ედვარდ დეივისზე (1896-1982) დაქორწინდა და საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდნენ.[1][2] ნენსი მამინაცვალს ძალიან კარგად შეეწყო.[18] მოგვიანებით წერდა, რომ დეივისი „ძალიან პატიოსანი ადამიანი, ძველი ღირებულებების ნათელი მაგალითი“ იყო.[19] დეივისმა 1935 წელს ნენსი ოფიციალურად იშვილა[2] და გოგონაც შემდეგში მას ყოველთვის მამად მოიხსენიებდა.[18] შვილად აყვანის შემდეგ ნენსიმ დეივისის გვარი მიიღო.[14] მან ჩიკაგოს ლათინური სკოლა (საკუთარ თავს საშუალო მოსწრების სტუდენტად აღწერდა) 1939 წელს დაამთავრა. შემდეგ სმითის კოლეჯში (მასაჩუსეტსი) ჩაირიცხა, სადაც მთავარ პროფესიად ინგლისური ენის ფილოლოგია და დრამა აირჩია. ნენსიმ კოლეჯი 1943 წელს დაამთავრა.[10][20]
სამსახიობო კარიერა
1940 წელს პოლიომელიტის წინააღმდეგ ლაშქრობისთვის უფრო მეტი შემოწირულობის მისაღებად ახალგაზრდა დეივისი მოკლემეტრაჟიან ფილმში ჩვილთა დამბლის ეროვნული ფონდის მოხალისის როლში გამოჩნდა.„The Crippler“ ასახავს უზომოდ ბოროტ ფიგურას, რომელიც სათამაშო მოედნებსა და ფერმებში დაეხეტება, მის მსხვერპლთ დასცინის და სავალალო მომავლის სურათს ხატავს, სანამ საბოლოოდ მოხალისე მსხვერპლთა ეჭვებს არ გააქრობს. ფილმმა დიდი გავლენა მოახდინა და შემოწირულობებიც გაიზარდა.[21]
კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ დეივისი ჩიკაგოშიმარშალ ფილდის უნივერსალურ მაღაზიაში გაყიდვების მენეჯერად და ასევე, ექთნის თანაშემწედ მუშაობდა.[10] თეატრში დედის კოლეგების, მათ შორის: ზასუ პიტსის, უოლტერ ჰიუსტონისა და სპენსერ ტრეისის დახმარებით,[18] ნენსის პროფესიონალური სამსახიობო კარიერა დაიწყო. თავდაპირველად ნენსიმ პიტსის პიესაში „Ramshackle Inn“ როლი მიიღო (1945).[2][10]1946 წლის მიუზიკლში — Lute Song, რომელშიც მერი მარტინი და უკვე ცნობილი იულ ბრენერი მონაწილეობდნენ,[10] ნენსიმ სი-ჩუნის, სამეფო წარმოშობის ქალის მხლებლის როლი შეასრულა,[22] შოუს პროდიუსერმა აღნიშნა, რომ ნენსი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მართლაც ჩინელი იყო.[23]
მსახიობის როლის განმსაზღვრელი ტესტის ჩაბარების შემდეგ ნენსი კალიფორნიაში გადავიდა და 1949 წელს მედია კომპანიასთან Metro-Goldwyn-Mayer (MGM) შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[2] მოგვიანებით აღნიშნავდა: ,,კინო-კომპანიაში შესვლა ოცნების სამყაროში სეირნობას ჰგავდა".[24] მისი მომხიბვლელი გარეგნობისა (ნენსის ფართო თვალები ყველას ყურადღებას იპყრობდა) და ოდნავ ცივი და შემწყნარებლური მანერების კომბინაციის მიუხედავად, თავდაპირველად მედია კომპანიისგან როლების მიღება საკმაოდ უჭირდა.[25] დეივისმა 11 სრულმეტრაჟიან ფილმში მიიღო მონაწილეობ და ძირითადად, ტიპური ,,მოსიყვარულე დიასახლისის",[26] ,,პასუხისმგებელი ახალგაზრდა დედისა" და ,,ძლიერი ქალის"[27] როლებში გამოჩნდა. ნენსი ისეთ მსახიობებთან ერთად თამაშობდა, როგორებიც ჯეინ პაუელი, დები რეინოლდსი,ლესლი ქერონი და ჯანეტ ლი იყვნენ.[25]
დეივისის სამსახიობო კარიერა 1949 წელს გამოსულ ორ ფილმში: „ექიმი და გოგონა“ და „აღმოსავლეთი სანაპირო, დასავლეთი სანაპირო“გელენ ფორდთან და ბარბარა სტენვიკთან ერთად დამხმარე როლის შესრულებით დაიწყო.[28] ფილმში — „ჩრდილი კედელზე“ (1950) — ენ სოთერნისთან და ზაქარი სკოტთან ერთად ნენსიმ ბავშვთა ფსიქიატრის როლი შეასრულა. New York Times-ის კრიტიკოსმა, ა.ჰ. ვეილერმა მის თამაშს მშვენიერი და დამაჯერებელი უწოდა.[29]1950 წლის ფილმში — „შემდეგი ხმა შენ გესმის...“ — ნენსიმ ორსული დიასახლისის როლი მოირგო. გაზეთის The New York Times გავლენიანი მიმომხილველი, ბოსლი ქროუთერი წერდა: „ნენსი დეივისი ნაზი, ლაღი, უბრალო და გამგები, მიმტევებელი მეუღლეა“.[30]1951 წელს ნენსი ფილმში „ღამე დილისკენ“ გამოჩნდა, სადაც მისი საყვარელი როლი შეასრულა,[31] ქროუთერმა აღნიშნა, რომ „ნენსი შესანიშნავად თამაშობს საყვარლის როლს, რომელიც გრძნობს ქვრივობისა და მარტოობიის მწუხარებას.“[32] გაზეთის — The Washington Post — კრიტიკოსმა, რიჩარდ ქოიმ აღნიშნა, რომ დეივისი „ბრწყინვალე, გამგები ქვრივია“.[33] მედია კომპანიამ, Metro-Goldwyn-Mayer, ნენსი კონტრაქტისაგან 1952 წელს გაათავისუფლა.[34] დეივისი უფრო ფართო დიაპაზონის როლების მორგებას ცდილობდა,[35] თუმცა იმ წელს რეიგანზე იქორწინა. მან დეივისის გვარი შეინარჩუნა და იმ წელსვე პირველი შვილი შეეძინათ.[34] მალევე, 1953 წელს ნენსიმ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმში — „დონოვანის ტვინი“ — ითამაშა და ჯენის კორის როლიც კარგად მოირგო.[36] მის შემდეგ ფილმში — „სამხედრო-საზღვაო ძალების ქალები“ — მან მედდის, ჰელენ ბლერის როლი შეასრულა, მეთაურ ქეისი ებოტის როლის კი რონალდ რეიგანმა მოირგო.[37] ერთ-ერთი მიმომხილველი აღნიშნავდა, რომ ნენსი თავის როლს დამაკმაყოფილებლად თამაშობდა და წერდა: „იმას, რისი გაკეთებაც ევალება, კარგად აკეთებს.“[38] ამერიკელი ავტორი, ჟურნალისტი და ისტორიკოსი გარი უილი აღნიშნავდა, რომ ნენსი, როგორც მსახიობი, შეუფასებელი იყო იმ შეზღუდული როლის გამო, რომელიც მან ამ ფილმში შეასრულა, არადა ეს მცირე როლი მისი, როგორც მსახიობის ფართოდ ცნობილი შესრულება იყო.[27]
შემდეგში ნენსიმ თავისი ჰოლივუდური მიზნები უკანა პლანზე გადაიტანა: 1949 წლის Metro-Goldwyn-Mayer-ის სარეკლამო მასალებში ნენსი აღნიშნავდა, რომ მისი ყველაზე დიდი ამბიცია წარმატებული, ბედნიერი ქორწინება იყო. წლების შემდეგ, 1975 ნენსიმ აღნიშნა: „მე არასდროს ვყოფილვარ კარიერულ მიზნებზე გადამკვდარი ქალი, მაგრამ თავდაპირველად ასეთად ვიქეცი, რადგანაც ვერ ვიპოვე ისეთი ქმარი, როგორის ცოლობაც მსურდა. მე არ შემეძლო უქმად ჯდომა და გარშემომყოფთა ყურება, ამიტომაც გავხდი მსახიობი.“[27] რონალდ რეიგანის ბიოგრაფი, ლუ ქენონი მას ახასიათებდა, როგორც „საიმედო“ და „მტკიცე“ მსახიობს, რომელიც სხვა, უფრო ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაშისას ყოველთვის ინარჩუნებდა მისთვის დამახასიათებელ ორიგინალურობას.[27] უკანასკნელი ფილმის, „ავარიული დაშვება“, შემდეგ სანამ მსახიობობას თავს დაანებებდა, დეივისი რამდენიმე სატელევიზიო შოუში გამოჩნდა, მათ შორის: ანთოლოგიური ტელესერიალის, დიკ პაუელის ზეინ გრეის თეატრი, ერთ-ერთ ეპიზოდში — „გრძელი ჩრდილი“ (1961), სადაც მან (ემი ლაუსონი) კვლავ რონალდ რეიგანთან (მაიორი უილ სინკლერი) ერთად ითამაშა. ასევე გამოჩნდა სატელევიზიო სერიალებში — მაღალი კაცი („წარსულის ჩრდილი“, 1961), 87-ე უბანი („მეფის გამოსყიდვა“, 1961) და ფურგონთა მატარებელი („სემ დარლენდის ამბავი“, 1962).[28]
კარიერის განმავლობაში დეივისი კინომსახიობთა გილდიის რეჟისორებთან დაახლოებით 10 წელი თანამშრომლობდა.[39] წლების შემდეგ ალბერტ ბრუკსმა სცადა, ნენსი დაეყოლიებინა და 1996 წლის ფილმში — „დედა“ — თავისი დედის როლი შესთავაზა.[40] ნენსიმ განაცხადა, რომ ქმარზე უნდა ეზრუნა და სამსახიობო სფეროში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, ამიტომაც ეს როლი დები რეინოლდსმა მოირგო.[40]
ქორწინება და ოჯახი
ჰოოლივუდური კარიერის განმავლობაში ნენსი დეივისმა უამრავ მსახიობს დაახვია თავბრუ, მათ შორის: კლარკ გეიბლს, რობერტ სტაკსა და პიტერ ლავფორდს.[34] მოგვიანებით, იმათ შორის, ვისთან ერთადაც უთამაშია ნენსი გეიბლს საუკეთესო მსახიობს უწოდებდა.[18]1949 წლის 15 ნოემბერს ის კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტ რონალდ რეიგანს შეხვდა. ნენსიმ შენიშნა, რომ მისი სახელი ჰოლივუდის შავ სიაში იყო შეტანილი და რეიგანს სთხოვა, გილდიის მსახიობის კარიერის შენარჩუნებაში დახმარებოდა და სიიდან მისი სახელი ამოეშალა.[18] რეიგანმა უთხრა, რომ სიაში სხვა ნენსი დეივისი იყო შეყვანილი.[18] ნენსი და რონალდი ერთმანეთს ხვდებოდნენ. მათი ურთიერთობა ჭორებისა და მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა. ერთი ჰოლივუდური პრესა წყვილის ღამის კლუბში გატარებული თავისუფალი დროის შესახებ წერდა: „წყვილის რომანსი, რომელთაც ამორალურობა არ გააჩნიათ.“[27] რონალდ რეიგანი ქორწინების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი — 1949 წელს ჯეინ უაიმენთან მტკივნეული განქორწინების შემდეგ, სხვა ქალის ცოლად მოყვანაზე ფიქრი მას ჯერ კიდევ უჭირდა.[27]
3 წლის შემდეგ, საბოლოოდ მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. წყვილმა იმ ადგილის შერჩევა დაიწყო, სადაც საქორწინო წვეულებას გადაიხდიდნენ.[27]1952 წლის 4 მარტს, ლოს ანჯელესში, სან ფერნანდოს ხეობაში, ლიტლ ბრაუნის ტაძარში დაქორწინდნენ. პრესის ყურადღებისაგან თავის დასაღწევად ცერემონია სადად და ნაჩქარევად გაიმართა.[41] წვეულებაზე მხოლოდ უილიამ ჰოლდენი (რონალდის მეჯვარე) და მისი ცოლი, მსახიობი ბრენდა მარშალი (ნენსის მეჯვარე) იყვნენ მოწვეულნი.[27][42] შესაძლებელია, ღონისძიების დროს ნენსი უკვე ფეხმძიმედ იყო. წყვილს პირველი შვილი, პატრისია ენ რეიგანი (შემდეგში უფრო მეტად ცნობილი თავისი პროფესიული სახელით, პატი დეივისი) ქორწინებიდან 8 თვეზე ადრე, 1952 წლის 21 ოქტომბერს შეეძინა. მათი ვაჟი, რონალდ პრესკოტ რეიგანი (შემდეგში ცნობილი როგორც რონ რეიგანი) 6 წლის შემდეგ, 1958 წლის 20 მაისს დაიბადა. ნენსი რონალდისა და ჯეინ უაიმენის შვილების მაურინ რეიგანისა (1941-2001) და მაიკლ რეიგანის (დ. 1945) დედინაცვალი გახდა.
დამკვირვებლები ნენსისა და რონალდის ურთიერთობას აღწერდნენ, როგორც ინტიმურს.[43] როგორც პრეზიდენტი და პირველი ლედი, სიყვარულს ღიად გამოხატავდნენ. ისინი ხელოვნურები არასდროს ყოფილან.[44][45] რონალდი ნენსის „მამის“ (ინგლ: mommy) ეძახდა, ნენსი კი —„რონის“ (ინგლ: Ronnie).[45]1981 წელს რეიგანის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, როცა პრეზიდენტი ძალ-ღონის აღსადგენად საავადმყოფოში იმყოფებოდა, ნენსი დღიურში წერდა: „ჩემს რონის არაფერი შეიძლება შეემთხვეს. ჩემი ცხოვრება დასრულდება.“[46] ნენსისთვის გაგზავნილ წერილში რონალდი წერდა: „ყველაფერი აზრს დაკარგავს, თუკი შენ გვერდით არ მეყოლები.“[47]1998 წელს, როდესაც რონალდს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს, ნენსიმ გაზეთს — Vaity Fair განუცხადა: `ჩვენი ურთიერთობა ძალიან თავისებურია. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ახლაც ასეა. როდესაც ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება რონისთან ერთად დაიწყო, ეს სიმართლეა. ეს ასე იყო. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.“[44] ნენსი ცნობილი იყო მზრუნველობითა და ყურადღებიანობით. სიტყვით გამოსვლებსა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ის ყოველთვის ქმრის გვერდით იყო.[48]2004 წელს პრეზიდენტ რეიგანის გარდაცვალებით დასრულდა ის, რასაც ჩარლტონ ჰესტონმა „ამერიკული საპრეზიდენტო სისტემის ისტორიაში სიყვარულის საუკეთესო შემთხვევა“ უწოდა.[44]
ნენსის ურთიერთობა შვილებთან ყოველთვის ისეთი არ ყოფილა, როგორც ქმართან კავშირი. ის შვლებსაც და გერებსაც ხშირად ეჩხუბებოდა. ყველაზე ჩახლართული ურთიერთობა პატისთან ჰქონდა. პატი ღიად უპირისპირდებოდა ამერიკულ კონსერვატიზმს. მშობლების წინააღმდეგ წავიდა,როდესაც ბირთვული ყინვის მოძრაობას შეუერთდა და ანტირეიგანული წიგნები დაწერა.[49] თითქმის ოცწლიანი ოჯახური უთანხმოების გამო, პატი დედასაც და მამასაც ძალიან ჩამოშორდა.[50] რეიგანისთვის ალცჰაიმერის დიაგნოზის დასმიდან მცირე ხნის შემდეგ ნენსი და პატი შერიგდნენ.[51] ნენსისა და მაიკლს შორის უთანხმოების მიზეზიც საჯარო საქმეები იყო. 1984 წელს ნენსიმ განაცხადა, რომ იმ დროისთვის მათ შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო. მაიკლის თქმით, ნენსი ცდილობდა დაეფარა ის ფაქტი, რომ მისი ერთი წლის ქალიშვილი ეშლი აქამდე არ მოენახულებინა.[52] საბოლოოდ დედა-შვილი მაინც შერიგდა. თეთრ სახლში ცხოვრების დროს ნენსის ყველაზე ახლო ურთიერთობა გერთან, მაურინთან ჰქონდა, თუმცა რეიგანის ყველა შვილს ჰქონდა ისეთი პერიოდი, როცა ისინი მშობლების ძალიან დაშორდნენ.[44]
კალიფორნიის პირველი ლედი
ქმრის ორი ვადით გუბერნატორობის დროს, ნენსი რეიგანი კალიფორნიის პიველი ლედი იყო. მას შტატის დედაქალაქ საკრამენტოში ცხოვრება არ მოსწონდა, რადგანაც ქალაქს ის შფოთი, სოციალური ცხოვრება და რბილი კლიმატი აკლდა, რასაც ნენსი ასე შეჩვეოდა ლოს-ანჯელესში.[53] საკრამენტოში მდებარე კალიფორნიის გუბერნატორთა სასახლეში დასახლებიდან 4 თვის შემდეგ, ნენსიმ ყურადღება მიიპყრო იმით, რომ ოჯახი მდიდარ გარეუბანში გადაიყვანა. გუბერნატორის მეუღლე ასე იმიტომ მოიქცა, რომ სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სასახლიდან თავის დაღწევის შესაბამისი პირობები არ არსებობსო.[54] მართალია რეიგანებმა ახალი სახლი თავიანთი ხარჯებით იჯარით აიღეს,[53] მაგრამ მათ ამ ნაბიჯს საკუთარი თავის გაზვიადებულ შეფასებად და ყოყლოჩინობად მიიჩნევდნენ. რეიგანმა თავისი გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ კარგი სურდა, რაშიც რონალდი უყოყმანოდ ეთანხმებოდა.[53][54] სანამ რეიგანი კარმაიკლის მახლობლად რანჩოს სტილის გუბერნატორთა რეზიდენციის მშენებლობას ხელმძღვანელობდა, ოჯახს იჯარის ხარჯების დაფარვაში მეგობრები ეხმარებოდნენ.[55] რეზიდენციის მშენებლობა დაახლოებით იმ დროს დასრულდა, როცა რეიგანმა პოსტი დატოვა (1975), მაგრამ მისმა მემკვიდრემ, ჯერი ბრაუნმა იქ ცხოვრებაზე უარი თქვა. სახლი 1982 წელს გაიყიდა.[55][56]
1967 წელს გუბერნატორმა რეიგანმა თავისი ცოლი კალიფორნიის ხელოვნების საბჭოს წევრად დანიშნა.[57] ერთი წლის შემდეგ გაზეთმა „New York Times“ ნენსი წლის ქალბატონად აღიარა და „პირველი ლედის თვალსაჩინო ნიმუშად“ მოიხსენია.[58] საოცარი მომხიბვლელობის, სტილისა და ახალგაზრდულობის გამო ნენსი ხშირად ხდებობდა პრესის ფოტოგრაფთა სამიზნე.[59] როგორც პირველი ლედი, ნენსი ვეტერანებს, მოხუცებსა და უნარშეზღუდულ ადამიანებს სტუმრობდა და მრავალ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობდა. ის ერთ-ერთ პროგრამაში „Foster Grandparents Program“[60] ჩაერთო და აშშ-სა და ავსტრალიაში მის პოპულარიზებას ცდილობდა.[61]ვაშინგტონში ჩასვლის შემდეგ ნენსი ორგანიზაციის მუშაობაში უფრო აქტიურად ჩაერთო.[60] საკუთარი გამოცდილების შესახებ მის 1982 წლის წიგნში („To Love a Child“) ისაუბრა.[62] რეიგანები გათავისუფლებულ ომის ტყვეებთან და ვიეტნამის ომის ვეტერანებთან ერთად ხშირად სადილობდნენ.[63]
1975 წელს რეიგანის გუბერნატორობის მეორე ვადა დასრულდა და მას მესამედ კენჭი აღარ უყრია. ნაცვლად ამისა, ის მრჩევლებს შეხვდა, რათა 1976 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტთან, ჯერალდ ფორდთან მისი გამრჯვების შანსები და შესაძლებლობები განეხილა. გარდა ამისა, რონალდს ნენსის დარწმუნებაც სჭირდებოდა, რომელიც ქმრის გადაწყვეტილებას მაინც და მაინც არ ეთანხმებოდა.[64] ის ქმრის ჯანმრთელობაზე ძალიან ღელავდა, თუმცა იმასაც გრძნობდა, რომ მისი ქმარი ამ საქმისთვის შესაფერისი კანდიდატურა იყო და საბოლოოდ დათანხმდა.[65] საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნენსი ჩვეულებრივზე უფრო მეტად ასრულებდა ტრადიციულ როლს: პატივსაცემ მოქალაქეებთან ყავა და ლანჩი თვითონ მიჰქონდა და მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრებოდა.[65] ამასთან ერთად ის პერსონალს ზედამხედველობდა, ქმრის გრაფიკს აწესრიგებდა და ზოგჯერ პრეს-კონფერენციებსაც თვითონ აწყობდა და ხელმძღვანელობდა.[66] ნენსისა და პირველი ლედის, ბეტი ფორდის საოცარი სხვაობის გამო 1976 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ხშირად „დედოფალთა ბრძოლასაც“ უწოდებენ. კამპანიის დროს ორივე ქალბატონი თითქმის მსგავს თემებსა და პრობლემებზე საუბრობდა, მაგრამ საკითხებს სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა მეთოდით უდგებოდნენ.[67] ნენსის განსაკუთრებით ის აღიზიანებდა, რომ ფორდის კამპანია მის ქმარს ისეთ პოლიტიკურ ლიდერად წარმოაჩენდა, თითქოს რეიგანი სხვა ერებისა და ჯგუფებისადმი აგრესიას ახალისებდა.[65] ძალიან ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1976 წლის რესპუბლიკური პარტიის წინასაპრეზიდენტო არჩევნებში ფორდმა გაიმარჯვა.[68]
მართალია, 1976 წლის რესპუბლიკელთა არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ რონალდ რეიგანმა 1980 წლის არჩევნებში კიდევ ერთხელ საცადა ბედი და ამჯერად რესპუბლიკელთა შორისაც გაიმარჯვა და არჩევნებშიც.[69] მეორე კამპანიის დროს ნენსიმ მოწინავე, მის მიერ პერსონალის მართვამ კი, კიდევ უფრო გამორჩეული როლი ითამაშა.[66] ნენსიმ ერთმანეთთან მებრძოლ კამპანიის ხელმძღვანელებთან, ჯონ სირსთან და მაიკლ დივერთან შეხვედრა მოაწყო. მისმა ქმარმა დივერი დაითხოვა და კონტროლის სადავეები სირსმა აიღო ხელში. მას შემდეგ რაც რეიგანმა აიოვას შტატში წააგო (ჯორჯ ჰ.უ. ბუშმა ხმების 32% მიიღო, რეიგანმა კი — 30%), ნიუ ჰემფშირში კი მისმა მაჩვენებლმა დაიწია, ნენსიმ მეორე შეხვედრა გამართა, სირსს პრეს-რელიზის ასლი მიაწოდა, რომელიც კამპანიის ხელმძანელის გათავისუფლების შესახებ იტყობინებოდა და ის თანამშრომლებთან ერთად დაითხოვა.[66] ნენსის გავლენა აშკარად შესამჩნევი გახდა. აქციებზე, ლანჩებსა და მიღებებზე მისი ყოფნა რონალდისადმი ნდობას ზრდიდა.[70]
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი
თეთრი სახლის შარმი
განახლება
1981 წლის იანვარში რეიგანის ინაუგურაციის შემდეგ ნენსი ამერიკის შეერთებული შტატების პირელი ლედი გახდა. ქმრის პრეზიდენტობის ადრეულ პერიოდში ნენსიმ თეთრ სახლის შესაფერისი „პირველი სახლის“ შექმნის სურვილი გამოთქვა, რადგანაც წლების განმავლობაში უყურადღებობის გამო პირველი ოჯახის სამყოფი სავალალო მდგომარეობაში იყო.[71] თეთრი სახლის თანაშემწე მაიკლ დივერი მეორე და მესამე სართულის აღწერისას „ჩამოშლილი ბათქაშიანი კედლების, დაბზარული საღებავებისა და დაზიანებული იატაკის“ შესახებ საუბრობდა.[72] განახლებისა და ხელახლა შემკობისთვის მთავრობის ფონდის დახმარებაზე მეტად ნენსი კერძო შემოწირულობების გამოყენებას ცდილობდა.[10] 1981 წელს მან თეთრი სახლის ოთახების დიდი ნაწილის, მათ შორის მეორე და მესამე სართულის ყველა ოთახისა[73] და მრგვალი ოფისის მიმდებარე ოთახების, მათ შორის ჯეიმზ ბრეიდის პრეს-ბრიფინგის ოთახის[74] მთლიანი განახლება დაიწყო. განახლების პროცესი კედლების ხელახლა შეღებვას, იატაკის ხელახლა დაგებას, ბუხრების შეკეთებას, ანტიკვარული ნივთების დამუშავებასა და ფანჯრებისა და მავთულების შეცვლას მოიცავდა.[72] მთავარი საძინებლის ერთი ნაწილი მშვენიერ სალონად და ტანსაცმლის გამოსაცვლელ ოთახად გადაკეთდა, ხოლო დასავლეთის საძიებელი — პატარა სავარჯიშო დარბაზად.[75]
პირველმა ქალბატონმა ცნობილი ინტერიერის დიზაინერი, დასავლეთის სანაპიროს მდიდრული ფიგურების გამოყენებით სახელგანთქმული ტედ გრეიბერი ოჯახის საცხოვრებელი ნაწილების შესამკობად ყველაფრით უზრუნველყო.[76] მთავარ საძინებელს ჩინური ნიმუშები და ხელით მოხატული კედლის ქაღალდი დაემატა.[77] საოჯახო ავერჯი პრეზიდენტის პირად ოფისში მოათავსეს.[76] პირველმა ქალბატონმა და მისმა დიზაინერმა თეთრი სახლის არაერთი ანტიკვარული ნივთი საცავიდან ამოიტანეს და მთელ სასახლეში განათავსეს.[76] გარდა ამისა, რეიგანის პირადი კოლექციებიც გამოფინეს, მათ შორის 25-მდე მომინანქრებული ყუთი, რამდენიმე ფაიფურის კვერცხი და თეფშების კოლექცია.[78]
განახლების პროცესი კერძო შემოწირულობებიდან ფინანსდებოდა.[10][76] განახლების შესახებ ნენსი ამბობდა: „ეს სახლი ყველა ამერიკელის კუთვნილებაა და მინდა ის ისეთი იყოს, რითიც ისინი იამაყებენ.“[76] განახლებასთან დაკავშირებით ზოგიერთმა კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა, სახლის განახლებისთვის საჭირო თანხა საგადასახადო შემოწირულობებიდან ფინანსდება, რაც საბოლოოდ არაპირდაპირი სახით მხოლოდ გადასახადების გადამხდელი საზოგადოებიდან მოდისო.[79]
მოდა
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნენსის ქმარი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული იყო, მაგრამ ინაუგურაცია ჯერ კიდევ არ შემდგარიყო, პრესა საკმაოდ ხმამაღალ ვარაუდებს გამოთქვამდა რეიგნაის სოციალური ცხოვრებისა და მოდისადმი მისი ინტერესის შესახებ.[80][81][82] ნენსის გემონებას უფრო მეტად ყოფილ პირველ ქალბატონს, ჟაკლინ კენედის ადარებდნენ.[83] მეგობრები და ახლობლები ამბობდნენ, რომ ნენსი ყოფილი პირველი ქალბატონებისაგან განსხვავებული იქნებოდა. მისი ახლო მეგობარი ჰარიეტ დოიჩი აღნიშნავდა: „ნენსის მისი საკუთარი, გამორჩეული ნიშანი აქვს.“[81]
მოდის დიზაინერები ძალიან ნასიამოვნები იყვნენ იმით, რომ ნენსი ჩაცმულობას ასეთ დიდ ყურადღებას აქცევდა.[84]ადოლფო სარდინას თქმით, პირველი ლედი „ელეგანტურობის, მშვენიერების, კარგი მანერებისა და მოდური ამერიკული სახის“ განსახიერება იყო.[84] ბილ ბლასი კი აღნიშნავდა: „მე ვფიქრობ, რომ ჟაკლინ კენედი ონასისის შემდეგ თეთრ სახლში მსგავსი მომხიბვლელობა არავის ჰქონია.“[84] კოსმეტიკური კომპანიის „Frances Denny“ პრეზიდენტი, უილიამ ფაინი შენიშნავდა: „ის სტილს ინარჩუნებს, მაგრამ ტრენდად არ იქცევა.“[84]
მიუხედავად იმისა, რომ ნენსის ელეგანტური მოდა და გარდერობი „ელეგანტურობისა და ორიგინალურობის“ განსახიერებად ითვლებოდა,[84] ეს საკითხი ხშირად საწინააღმდეგო მოსაზრებებს წარმოშობდა. 1982 წელს მან აღიარა, რომ ათასობით დოლარი გაიღო ტანსაცმლის, ძვირფასეულობისა და სხვა საჩუქრების შესაძენად, მაგრამ თავის მოქმედებას იმით იცავდა, რომ ტანსაცმლის გამოყენების შემდეგ თითოეულს კვლავ უკან დააბრუნებდა ან მუზეუმებს გადაცემდა.[85][86] ნენსი ხაზს უსვამდა, რომ ის ამერიკული მოდის ინდუსტრიის პოპულარიზებას ახდენდა.[87] კრიტიკის გამო მან მალე განაცხადა, რომ ასეთ სესხებს აღარ აიღებდა,[87] რადგანაც ტანსაცმელს ხშირად ყიდულობდა და დიზაინერთა ნამუშევრებსაც პირველ ქალბატონად ყოფნის დროს მუდამ ინახავდა.[88]
მიუხედავად საკამათო მოსაზრებებისა, ბევრი დიზაინერი, რომელიც ნენსის ტანცამელს უკერავდა, შენიშნავდა, რომ შეთანხმებები მათი ბიზნესისთის,[88] სართო ჯამში კი მთელი ამერიკული მოდის ინდუსტრიისთვისაც ძალიან სასარგებლო იყო.[89]1989 წელს ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ყოველწლიური გალა დაჯილდოების სადილზე წითელ ატლასის კაბაში გამოწყობილ ნენსის საბჭოს საპატიო ჯილდო გადასცეს.[90] ბარბარა უოლტერსმა მის შესახებ თქვა: „რვა გრძელი წლის განმავლობაში ის ყოველდღე მსოფლიო სტილს ემსახურებოდა.“[90]
ელეგანტურობა და ფორმალობა
ქმრის პრეზიდენტობის პირველი ვადის პირველივე წელს ნენსიმ თეთრი სახლისთვის სახელმწიფო ფაიფურის სერვისის შეკვეთა გადაწყვიტა.[91] ფაიფურის მთლიანი სერვისი 1940-იანი წლების შემდეგ, ჰარი ტრუმენის ადმისტრაციის შემდეგ არ შეუკვეთიათ (ლინდონ ჯონსონის დროს მხოლოდ სერვისის ნაწილი შეუკვეთეს).[91] ნენსი ამბობდა: „თეთრ სახლს ნამდვლად ძალიან, ძალიან სჭირდება ფაიფური.“[91]ლენოქსთან, ამერიკაში პირველხარისხოვანი ფაიფურის დამამზადებელ კომპანიასთან ერთად მუშაობისას პირველმა ქალბატონმა წითელი, ოქროსსალტეიანი გრავირებით, ალისფერი საზღვრითა და კრემისფერით გაფორმებული სპილოს ძვლის თეფშები შეარჩია, რომელთა ცენტრშიც ოქროსფრად პრეზიდენტის ბეჭედი იყო ამოგრავირებული.[91] მთლიანი სერვისი 4 370 ნაწილისაგან შედგებოდა, ერთი ადამიანისთვის კი 19 ცალი იყო განკუთვნილი.[91] საერთო ჯამში, სერვისის ღირებულებამ 209 508 აშშ დოლარი შეადგინა.[92] მართალია, სერვისის შესაძენად კერძო შემოწირულობებიდან მიღებული თანხა გამოიყენებოდა (ნაწილი ჯოზეფ ნაპის ფონდიდან), მაგრამ იმის გამო, რომ ფაიფურის სერვისი 1980-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური დაღმასვლის დროს შეისყიდეს, ამ გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი, ურთიერთსაპირისპირო შეფასებები დაიმსახურა.[93] უფრო მეტიც, ფაიფურის სერვისის შესყიდვის გადაწყვეტილება იმ დროს დაემთხვა, როდესაც ქმრის ადმინისტრაციამ სასკოლო ლანჩების რეგულაციების წინადადება წამოაყენა, რომლის მიხედვითაც კეტჩუპი ბოსტნეულად ითვლებოდა.[94]
ახალი ფაიფური, თეთრი სახლის განახლება, ძვირი ჩაცმულობა და უელსის პრინცისა და პრინცესის, ჩარლზისა და დაიანას ქორწილზე დასწრება — ამ ყველაფერმა ეკონომიკური დაღმასვლის დროს ნენსის ირგვლივ ისეთი აურა შექმნა, თითქოს ის ამერიკელი ხალხისაგან ძალიან დაშორებული და მიუწვდომელი იყო.[95] მსგავსი რეპუტაცია უფრო მეტად ვაშინგტონიდან წამოვიდა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ასკვნიდა, რომ ნენსი სუსტი და უსუსური ქალი იყო,[94] ბრწყინვალებისადმი მისი გემოვნების გამო კი მას დამამცირებელი დატვირთვის მქონე მეტსახელი, „დედოფალი ნენსი“ შეარქვეს.[10] სიდიადისა და ბრყინვალებისადმი მიდრეკილების გამო ჟაკლინ კენედიც შეეჩეხა პრესის კრიტიკას, მაგრამ რეიგანის შემთხვევაში, პრესა პირველ ქალბატონს უფრო ხშირად და უფრო უარყოფითად ხატავდა.[83] კრიტიკისაგან თავის დასაღწევად ნენსიმ უსახლკაროს კოსტუმი ჩაიცვა და 1982 წელს, გრიდირონის კლუბის სადილზე სიმღერა „Second-Hand Clothes“ შეასრულა, თან მიმიკით სიმღერას „Second-Hand Rose“ ბაძავდა.[96] პაროდიამ გაჭრა და ნენსის რეპუტაციის აღდგენაში დაეხმარა.[97]
ნენსი კრიტიკის კიდევ ერთ ტალღას შეეჩეხა 1989 წელს ავტობიოგრაფიის, My Turn გამოქვეყნების შემდეგ. მან დემოკრატიული ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარესთან, რობერტ სტრაუსთან ერთად ლანჩი აღწერა. როდესაც სტრაუსმა მას უთხრა: „ნენსი, როდესაც ქალაქში პირველად ჩამოხვედი, საერთოდ არ მომეწონე. მაგრამ მას შემდეგ, რაც გაგიცანი, შენ შესახებ წარმოდგენა შემეცვალა“, რეიგანმა მიუგო — „ბობ, პრესაში გამოქვეყნებული სტატიების წაკითხვის შემდეგ ჩემი თავი თვითონაც არ მომეწონა!“[98]
ჯიმი კარტერის (რომელმაც საპრეზიდენტო ფუნქციების ფორმალობა რადიკალურად შეცვალა) პრეზიდენტობის შემდეგ, რეიგანმა კენედური მომხიბვლელობა დაუბრუნა თეთრ სახლს.[85][99] რვა წლის განმავლობაში მან 56 სახელმწიფო სადილს უმასპინძლა.[100] ნენსი აღნიშნავდა, რომ სადილის მასპინძლობა „ყველაზე მარტივი რამაა მთელს მსოფლიოში. თქვენ არაფრის გაკეთება გჭირდებათ. უბრალოდ იქონიეთ დრო და აკეთეთ მცირე ბიზნესი. ვაშინგტონი ამ გზით მუშაობს.“[100] თეთრი სახლის პერსონალი რეიგანის ზედამხედველობის ქვეშ თავდაუზოგავად ამზადებდა სახელმწიფო სადილს. კერძების წარდგენის ყველა ასპექტს პირველი ლედი თვითონ მეთვალყურეობდა და ზოგჯერ იმ დესერტის ნაცვლად, რომელიც მზადდებოდა, სხვა დესერტს ითხოვდა, სანამ საბოლოოდ არ გადაწყვეტდა თუ რომელი გაეტანათ სადილზე.[101]
ზოგადად, პირველი ლედის სურვილმა თეთრ სახლში ყველაფერი გაკრიალებული და მოწესრიგებული ყოფილიყო, პერსონალი დაარწმუნა, რომ მასთან მუშაობა მარტივი არ იქნებოდა, თანაც იმ ტირადების შემდეგ, რომელთაც ნენსი მოსამსახურეთა მიერ შეცდომების დაშვების შემთხვევაში წარმოთქვადა.[102] პერსონალის ერთ-ერთი წევრი მოგვიანებით იხსენებდა: „მახსოვს, ერთ დღეს როგორ ესაუბრებოდა ის პირად მოსამსახურეს და როგორ შემაშინა მისმა ტონმა. მე არასდროს მდომებია მის საპირისპირო მხარეს ყოფნა.“[103] თუმცა ნენსი პერსონალის მიმართ ლოიალურობასა და პატივისცემას ამჟღავნებდა.[104] ნენსიმ საჯაროდ დაიცვა მოსამსახურე, რომელიც პასუხისგებაში მისცეს პარაგვაიში იარაღით კონტრაბანდობის გამო, პირველმა ქალბატონმა წერილობითი ჩვენება მისცა, რომელშიც ის მოსამსახურეს მხოლოდ დადებითად ახასიათებდა (მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ეს საკმაოდ უხერხული და არასასიამოვნო იყო ირან-კონტრას სკანდალის გამო). შემდგომში მოსამსახურეს ბრალდება მოეხსნა და თეთრ სახლში სამუშაოს დაუბრუნდა.[105][106]
ნიკიტა ხრუშოვის (რომელიც აშშ-ის დედაქალაქში 1959 წელს, ცივი ომის ზენიტში იმყოფებოდა) შემდეგ, მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც ვაშინგტონს ეწვია (1987წ.) უმნიშვნელოვანესი და უმაღლესი დონის სახელმწიფო სადილის დაგეგმვასა და პასპინძლობაზე პასუხისმგებელი ნენსი იყო, რომლის მიზანსაც ორივე საბჭოთა ლიდერზე, განსაკუთრებით კი რაისა გორბაჩოვაზე შთაბეჭდილების მოხდენა წარმოადგენდა.[107][108] სადილის შემდეგ სპეციალურად მოწვეულმა პიანისტმა, ვან ქლიბერნიმ საბჭოთა დელეგაციისთვის იმპროვიზირებული „Moscow Nights“ შეასრულა და სიმღერის დროს ცოლ-ქმარი გორბაჩოვებიც აიყოლია.[109] სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ შულცმა მოგვიანებით საღამოს შესახებ განაცხადა: „ამ ღამით ჩვენ ცივი ომის ჩამოშლის სიცივე ვიგრძენით.“[110] „ეს იყო ჩემი ქმრის პრეზიდენტობის ერთ-ერთი დიდებული საღამოს სრულყოფილი დასასრული,“— აღნიშნა ნენსიმ.[111]
1982 წელს ნენსი რეიგანმა ფსიქოაქტიური ნივთიერებების რეკრეაციული გამოყენებისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო პრეპარატების საწინააღდმეგო „Just Say No“ კამპანია წამოიწყო, რომელიც მის პირველ და პირველი ქალბატონის რანგში ყველაზე მნიშვნელოვან ინიციატივად ითვლება.[10] ფიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ახალგაზრდების განათლების ამაღლების აუცილებლობის შესახებ რეიგანმა ჯერ კიდევ 1980 წლის კამპანიის დროს, ნიუ იორკში, ნარკოტიკული საშულებებისადმი მიდრეკილი ადამიანების განკურნების ცენტრში ყოფნისას ისაუბრა.[112]1981 წელს ნენსი აღნიშნავდა: „იმის გააზრება, ნარკოტიკულ საშუალებებს თქვენი შვილებისთვის რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია, იმის გაგება, თანატოლების ჯგუფს რამხელა ზეწოლა აქვს და იმის განსაზღვრა, თუ რატომ ხდებიან ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულნი... არის პირველი ნაბიჯი პრობლემის გადასაჭრელად.“[112] კამპანია ახალგაზრდებში ნარკოტიკული საშუალებების შესახებ განათლების ამაღლებასა და ბოროტად გამოყენების საფრთხეების შესახებ ინფორმირებაზე აკეთებდა აქცენტს.[112]
1982 წელს ნენსის სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლე გოგონამ ჰკითხა, თუ როგორ მოქცეულიყვნენ, თუკი მათ ნარკოტიკულ საშუალებებს შესთავაზებდნენ. რეიგანმა უპასუხა: „უბრალოდ, თქვით არა“ („Just Say No“).[113][114] ფრაზა მაშინვე აიტაცეს, 1980-იანი წლების პოპულარულ კულტურაში გავრცელდა და სასკოლო თუ სხვა ორგანიზაციათა კლუბების ნარკოტიკების საწინააღმდეგო პროგრამების სახელწოდებად იქცა.[10] ნარკოტიკული საშუალებების პრევენციის პროგრამებში რეიგანი აქტიურად ჩაერთო და ნარკოტიკული საშუალებებისადმი მიდრეკილი ადამიანების რეაბილიტაციის ცენტრებში აშშ-ის ფარგლებში 250 000 მილზე (400 000 კმ.) მეტი იმოგზაურა. პირველი ლედი სატელევიზიო თოქ-შოუებშიც გამოდიოდა და საჯარო განცხადებებს აკეთებდა,[10] მათ შორის სატელევიზიო დრამის — „Dynasty“ — ცალკეულ ეპიზოდებსა და სიტუაციურ კომედიაში — „Diff'rent Strokes“, რათა „Just Say NO“ კამპანიის მხარდასაჭერად მოეწოდებინა. ასევე, გამოჩნდა როკ მუსიკალურ ვიდეოში „Stop the Madness“ (1985).[115]
1985 წელს რეიგანმა კამპანია საერთაშორისო დონეზე განავრცო, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების წინააღმდეგ კონფერენცია გამართა და თეთრ სახლში არაერთი ქვეყნის პირველი ქალბატონი მოიწვია.[10] ოქტომბერში, გაერთიანებული ერების ორმოცი წლის თავზე, ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართულ მეორე შეკრებაზე მან ოცდაათი ქვეყნის პირველ ქალბატონს უმასპინძლა. 1986 წლის 27 ოქტომბერს პრეზიდენტმა რეიგანმა „ნარკოტიკებისაგან თავისუფალი ამერიკისთვის ნაციონალური ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ“ მოუწოდა და ანტი-ნარკოტიკულ ბილს მოაწერა ხელი, რაც ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული კრიმინალური ქმედებებისთვის სავალდებულო მინიმალური სასჯელის დაწესებისთვის საბრძოლველად და კრიზისის დასაძლევად 1.7 მილიარდის ბიუჯეტის მქონე ფონდის შექმნას ითვალისწინებდა.[116] მართალია, ბილის მიღებას ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ რეიგანი მას პირად გამარჯვებად მიიჩნევდა.[10]1998 წელს ის პირველი პირველი ლედი გახდა, რომელმაც გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას საერთაშორისო დონეზე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.[10]
კრიტიკოსები იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, თუ რა განზრახვა ჰქონდა რეიგანის ასეთ ძალისხმევას.[117] აღნიშნავდნენ, რომ რეიგანის მიერ ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების მცდელობა საკმაოდ გამარტივებული იყო[71] და კამათობდნენ, რომ პროგრამა მრავალ სოციალურ პრობლემას, მათ შორის უმუშევრობას, სიღარიბესა და ტრადიციული ოჯახური კავშირების დაშლას არ ითვალისწინებდა.[117] “Just Say No” კამპანიის კლუბთა და ორგანიზაციათა ნაწილი ქყევნის ფარგლებში კვლავ ფუნქციონირებს.[112]
ქმრის მფარველი
1981 წელს რეიგანის მკვლელობის მცდელობის შემდეგ ქმრის არაოფიციალური „მფარველის“ როლი ნენსიმ თავის თავზე აიღო.[118] იმ წლის 30 მარტს სასტუმროს —„Washington Hilton“ — დატოვებისას პრეზიდენტ რეიგანსა და სამ სხვა ადამიანს 25 წლის ახალგაზრდამ, ჯონ ჰინკლი უმცროსმა ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შესახებ ნენსის მალევე აცნობეს და პირველი ლედი მაშინვე ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტი მოეთავსებინათ. ნენსი იხსენებდა: „რეანიმაციები ადრეც მენახა, მაგრამ არასდროს მენახა ისეთი, სადაც ჩემი ქმარი იქნებოდა მოთავსებული.“[119] პირველი ლედი ესკორტით მოსაცდელ ოთახში გაიყვანეს, ხოლო როცა ქმრის ნახვის ნება დართეს, შესვლისას რონალდი მახვილგონივრულად მიესალმა: „ძვირფასო, იხვი დამავიწყდა.“ პრეზიდენტმა დამარცხებული მოკრივის, ჯეკ დემფსის ჟესტით მიმართა მის ცოლს.[120]
პირველი ლედის ქმრის დამცველი ბუნება პირველად მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც სენატორმა სტრომ თურმონდმასაიდუმლო სამსახურს გვერდი აუარა იმით, რომ თავი მოაჩვენა, თითქოს პრეზიდენტის „უახლოესი მეგობარი“ იყო და რეიგანის ოთახში შევიდა, სავარაუდოდ, ის ასე მედიის ყურადღების მისაპყრობად მოიქცა.[121] ნენსი აღშფოთდა და სენატორს დაუყოვნებლივ პაციენტის დატოვება მოსთხოვა.[46] მაშინ, როდესაც პრეზიდენტი საავადმყოფოში ძალ-ღონეს იღდგენდა, ნენსის მისი ერთ-ერთი მაისურით ეძინა, რათა სურნელით ქმრის სიახლოვე ეგრძნო.[46] 11 აპრილს, როდესაც რეიგანი საავადმყოფოდან გაწერეს, თეთრ სახლამდე მგზავრობისას ნენსი თან ახლდა.
პრესამ ნენსი ქმრის „მთავარ მცველად“ მონათლა, რითიც პირველი ლედის, როგორც ცივ ომში პრეზიდენტის ერთგულ დამხმარედ წარმოჩენა დაისახა მიზნად.[122] ქმრის მკვლელობის მცდელობიდან ერთი დღის შემდეგ, ნენსი საავადმყოფოში ქმრისთვის მისატანი სურათის ჩამოღებისას სკამიდან ჩამოვარდა. პირველმა ქალბატონმა რამდენიმე ნეკნი დაიზიანა, მაგრამ გადაწყდა, ეს ამბავი საჯაროდ არ გახმაურებულიყო.[123]
გავლენა თეთრ სახლში
დონალდ რიგანი თავის 1988 წლის მემუარში „From Wall Street to Washington“ აღნიშნავს, რომ რეიგანთან უთანხმოებები ჰქონდა, რადგანაც საჯაროდ პირველმა განაცხადა, რომ პირადი ასტროლოგი (იმ დროისთვის უცნობი ჯოან ქვიგლი) ჰყავდა, ვისთან ერთადაც პირველი ლედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს განიხილავდა. რიგანი წერდა:
პრაქტიკულად, თეთრ სახლში პერსონალის მეთაურად ჩემი ყოფნის დროს, რეიგანების მიერ გაკეთებული ყველა სვლა და ყველა მიღებული გადაწყვეტილება წინასწარ იყო განსაზღვრული სან-ფრანცისკოელი ქალის მიერ, რომელიც ჰოროსკოპს აკვირდებოდა იმისთვის, რათა დარწმუნებულიყო, პლანეტები სათანადოდ იყო თუ არა განლაგებული.[124][125]
თავის მემუარებში ნენსი წერს: „ყოველთვის, როცა რონი თეთრ სახლს ტოვებდა, პანიკურად მეშინოდა.“[126] მკვლელობის მცდელობის შემდეგ ქმრის განრიგის ცოდნა ნენსის მანიად ექცა, აუცილებლად უნდა სცოდნოდა რომელ ღონისძიებებს დაესწრებოდა მისი ქმარი და ვისთან ერთად.[10] ქმრის დაცვაზე ზრუნვამ ნენსი ასტროლოგ ჯოან ქვიგლისთან კონსულტაციებამდე მიიყვანა, რომელიც წყვეტდა თუ რომელი დღეები იყო „კარგი“, რომელი „ნეიტრალური“ და რომელი დღეებისთვის უნდა აერიდებინათ თავი, რამაც ქმრის თეთრი სახლის განრიგზე დიდი გავლენა იქონია.[127] დღეები ასტროლოგის რჩევის შესაბამისად სხვადასხვა ფერით იყო მონიშნული, რათა წინასწარ ამოეცნოთ რომელი დღეები იქნებოდა ოპტიმალური პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და წარმატებისთვის.[10]
თეთრი სახლის პერსონალის მეთაური, დონალდ რიგანი ასეთი რეჟიმით იმედგაცრუებული იყო, რამაც მასა და პირველ ქალბატონს შორის უთანხმოება წარმოშვა. ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა ირან კონტრას საქმის, ადმინისტრაციული სკანდალის გახმაურების შემდეგ. პირველი ლედი გრძნობდა, რომ რიგანს მისი ქმრისთვის ზიანის მიყენება შეეძლო.[128] ნენსი ფიქრობდა, რომ უმჯობესი იყო რიგანი გადამდგარიყო, რის შესახებაც ქმარს გაუმხილა, თუმცა რონალდ რეიგანმა მისი თვალსაზრისი არ გაიზიარა. 1987 წლის დასაწყისში რიგანს სურდა, რომ პრეს-კონფერენციების საშუალებით პრეზიდენტ რეიგანს ირან-კონტრას საქმის შესახებ ესაუბრა, მაგრამ ნენსიმ ქმარს მცირე ხნის წინ გაკეთებული პროსტატის ოპერაციისა და ასტროლოგიური გაფრთხილებების გამო ზედმეტი დაძაბვის ნება არ მისცა.[129] პერსონალის მეთაური ისე გაბრაზდა, რომ 1987 წელს პირველ ლედთან სატელეფონო საუბრისას ტელეფონი გათიშა. ABC News-ის კორესპონდენტის, სემ დონალდსონის თქმით, როდესაც პრეზიდენტმა ასეთი მოპყრობის შესახებ გაიგო და ვიცე-პრეზიდენტმა ჯორჯ ჰ.უ. ბუშმაც პრეზიდენტს რიგანის დათხოვნა ურჩია,[130] მან რიგანის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა და საბოლოოდ, პერსონალის მეთაური ასეც მოიქცა.[131]1988 წლის მემუარში რიგანმა პირველმა აღნიშნა საჯაროდ პირველი ლედის ასრტოლოგთან კონსულტაციების შესახებ, რამაც ნენსის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდბეულება გააჩინა.[132] მოგვიანებით ნენსი წერდა: „ასტროლოგია ერთ-ერთი მარტივი გზა იყო იმ შიშის გასამკლავებლად, რომელიც ჩემი ქმრის თითქმის სიკვდილის შემდეგ დამეუფლა... იყო კი ასტროლოგია ერთ-ერთი მიზეზი [მკვლელობის მცდელობები შემდეგში აღარ ყოფილა]? მე ძალიან არ მჯერა, რომ ეს ასეა, მაგრამ არც ძალიან მწამს, რომ ეს ასე არაა.“[133]
ნენსის პრეზიდენტ რეიგანზე დიდი გავლენა ჰქონდა.[134] მკვლელობის მცდელობის შემდეგ პირველი ლედი მკაცრად აკონტროლებდა პრეზიდენტთან შეხვედრებს და ზოგჯერ მისი ქმრის გადაწყვეტილებების მიღებაშიც დიდ როლს თამაშობდა.[134][135]
1985 წლის დასაწყისში ნენსიმ ქმარი საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანთან, მიხაილ გორბაჩოვთან სამიტის გამართვისთვის შეაგულიანა, სამიტამდე კი პირადი ურთიერთობების დამყარება შესთავაზა.[10] სამიტზე მოლაპარაკებების დროს რეიგანმა და გორბაჩოვმა მართლაც ნაყოფიერი ურთიერთობა დაამყარეს. რაც შეეხება ნენსისა და რაისა გორბაჩევას ურთიერთობას, მათ შორის ქმრების დიპლომატიური ურთიერთობის შესაბამისად, უბრალოდ მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. ნენსის რაისასთან საუბარი უჭირდა, რის გამოც მათ ურთიერთობას აღწერდნენ, როგორც „ცივს.“[136] ზესახელმწიფოთა პირველი ქალბატონები ჩვეულებრივ ჩაის მიირთმევდნენ და სსრკ-სა და აშშ-ს შორის განსხვავებებზე საუბრობდნენ. 1987 წელ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიზიტისას, გორბაჩოვამ რეიგანი ისე გააღიზიანა ლექციებით, დაწყებული არქიტექტურიდან დამთავრეული სოციალიზმით, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის ცოლს უთქვამს: „ამ დამას თავი ვინ ჰგონია?!“[137]
პრესის მიერ რეიგანისთვის მორგებულმა ჩარჩომ უბრალოდ ქმრის დამხმარისა და მფარველის როლის გარდა, ფარული ძალის მქონე ქალის როლიც მოიცვა.[138] იმის გამო, რომ ნენსი რეიგანი პოლიტიკაში ხშირად ისეთ სიტუაციებში ერთვებოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, იძულებული გახდა, უარეყო, რომ ტახტს უკან ძალას ფლობდა.[138] პირველი ქალბატონის ვადის გასვლის შემდე მან აღნიშნა, რომ მის ქმარს პერსონალი მაინც და მაინც კარგად არ ემსახურებოდა[138][139] და რომ პერსონალის მიმართ ქმრის გადაწყვეტილებებზე დიდ გავლენას ახდენდა: „ამის გამო არავითარ შემთხვევაში ბოდიშს არ მოვიხდი.“[139] ნენსი მემუარებში წერდა: „მე არ ვფიქრობ, რომ ისეთი ცუდი ვიყავი, როგორც წარმომაჩენ(დ)ენ,[140] მით უმეტეს, როგორც პირველ ლედს შეეფერება, მან უნიკალური და მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ქმარზე ზრუნვაში. ასე რომ, სრულიად ბუნებრივია მან ქმარს თავისი მოსაზრებები გაუმხილოს. მე ამ ყველაფერს მხოლოდ რონისთვის ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.“[141]
მკერდის კიბო
1987 წლის ოქტომბერში მამოგრაფიამ რეიგანის მარცხენა ძუძუში დაზიანება გამოავლინა და პირველ ქალბატონს მაშინვე მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. რეიგანმა ლამპექტომიასმასტექტომია ამჯობინა.[142] რეიგანს ძუძუ 1987 წლის 17 ოქტომბერს მოკვეთეს. ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ ნენსის დედა, ედიტ ლაკეტ დეივისი 99 წლის ასაკში ფენიქსში (არიზონა) გარდაიცვალა. ამ პერიოდს რეიგანმა „საშინელი თვე“ უწოდა.[143]
ოპერაციის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვეულებრივზე უფრო მეტმა ქალმა ჩაიტარა მამოგრაფია, რაც პირველი ლედის გავლენის თვალსაჩინო მაგალითია.[144]
შემდგომი ცხოვრება
მართალია ნენსი რეიგანი საკამათო პირველი ლედი იყო, მაგრამ 1989 წლის 20 იანვრისთვის, როდესაც მისმა ქმარმა პრეზიდენტის ოფისი დატოვა, ამერიკელთა 56%-ს მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა, 18%-ს კი — უარყოფითი.[145] სხვა პირველ ქალბატონებთან შედარებით, მათი ქმრების საპრეზიდენტო ვადა ამოიწურის დროისთვის, ნენსისადმი დადებით დამკიდებულებას ამერიკელთა უფრო დიდი ნაწილი გამოხატავდა, ვიდრე როზალინ კარტერისა (თუმცა კარტერისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ამერიკელთა მხოლოდ 9%-ს ჰქონდა) და ჰილარი კლინტონისადმი. როგორც აღმოჩნდა, ნენსი ბარბარა ბუშზე ნაკლებ პოპულარული იყო.[145]
თეთრი სახლის დატოვების შემდეგ წყვილი კალიფორნიაში დაბრუნდა, სადაც მათ ბელ აირის მეზობლად მდიდრულ ისთ გეით ბელ აირში (ძველი ბელ აირი) სახლი შეიძინეს,[146][147] რის შემდეგაც ბელ აირსა და სანტა ბარბარაში მდებარე რეიგანის რანჩოში ატარდებნენ დროს. ნენსი და რონალდი რეგულარულად დადიოდნენ ბელ აირის ეკლესიაში.[148] ვაშინგტონის დატოვების შემდეგ რეიგანი არაერთხელ გამოჩნდა საჯაროდ, ხშირ შემთხვევაში — ქმრის სახელით. რონალდის გარდაცვალების შემდეგ (2004 წლის 5 ივნისი) ნენსიმ კვლავ ბერ აირში მდებარე სახლში განაგრძო ცხოვრება.[149]
თეთრი სახლის შემდგომი საქმიანობა
1989 წლის გვიან ხანებში ყოფილმა პირველმა ქალბატონმა ნენსი რეიგანის ფონდი დააარსა, რომელიც ნივთიერებების გადაჭარბებით გამოყენებასთან დაკავშირებული საშიშროებების შესახებ ხალხში განათლების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.[150] 1994 წელს ფონდი ნარკოტიკული საშუალებებისაგან თავისუფალი მომავლის ფონდთან გაერთიანდა და ნენსი რეიგანის სკოლიშემდგომი პროგრამა განახორციელა. ყოფილი პირველი ლედი კვლავ მოგზაურობდა აშშ-ის გარშემო და ნარკოტიკული და ალკოჰოლური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობდა.
ნენსის მემუარები, „My Turn: ნენსი რეიგანის მემუარები“ (1989) თეთრ სახლში ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც ღიად და დაუფარავდაა წარმოჩენილი მისი გავლენა რეიგანის ადმინისტრაციაზე და განხილულია ის მითები და საკამათო საკითხები, რომლებიც წყვილის გარშემო შეიქმნა.[151]1991 წელს ქითი კელიმ არაავტორიზებული და დიდწილად გაურკვეველი,ბუნდოვანი ბიოგრაფია დაწერა რეიგანის შესახებ, რომელშიც შვილებთან მის ცუდ ურთიერთობაზე საუბრობდა და მომღერალ ფრენკ სინატრასთან ნენსის სავარაუდო სქესობრივ კავშირზე ჭორებს ავრცელებდა. წყაროთა დიდი ნაწილი ცხადყოფს, რომ კელის მიერ მოყვანილი დაუსაბუთებელი ბრალდებები უმეტესწილად ტყუილია.[152][153][154][155]
1989 წელს აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურმა გამოძიება დაიწყო რეიგანის მიმართ ბრალდებების შესახებ, რომლის მიხედვითაც თეთრ სახლში ყოფნის დროს პირველი ლედის საჩუქრების, მოდური ტანსაცმლის სესხებისა და სამკაულების გამო რეიგანებს დამატებითი გადასახადები მართებდათ.[156]1992 წელს შიდა შემოსავლების სამსახურმა დაადგინა, რომ 1983-1988 წლებში რეიგანებმა 3 მილიონი დოლარის ღირებულების მოდური ელემენტების ხარჯის გასტუმრება ვერ მოეხერხებინათ.[157]
1997 წლის აპრილში ნენსი რეიგანი პრეზიდენტ ბილ კლინტონსა, ყოფილ პრეზიდენტებს: ფორდსა და ბუშს შეურთდა და ხელი მოაწერა აშშ-ის საშინაო საკითხების გადაწყვეტაში მოქალაქეების თანამონაწილეობის ადვოკატირების ვალდებულების დეკლარაციას.[158]
2004 წლის 5 ივნისს რონალდ რეიგანი ბელ აირში მდებარე სახლში გარდაიცვალა.[149] შვიდდღიანი დაკრძალვის ცერემონიალის დროს ნენსის თავისი შვილები და სამხედრო ესკორტი ახლდა თან და მთელს ერთან ერთად გლოვობდა.[161] დიდი ძალისხმევის ფასად ნენსიმ სიმშვიდე შეინარჩუნა,[162] რეიგანის სხეული ჯ პანაშვიდის გადასახდელად ჯერ რეიგანის ბიბლიოთეკამდე გადაასვენეს, შემდეგ კი უკანასკნელად გამოთხოვებისთვის 34 საათის განმავლობაში ვაშინგტონში, საკათედრო ტაძარში დაასვენეს.[163] შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის სხეული კვლავ კალიფორნიაში გადაასვენეს მზის ჩავლის წინ პანაშვიდის გადახდისა და დაკრძალვისთვის. ემოციების მოზღვავების შედეგად ნენსიმ თავი ვეღარ შეიკავა და მთელი კვირის განმავლობაში პირველად საჯაროდ ატირდა.[162][164] დაკეცილი დროშის მიღების შემდეგ, ნენსიმ კუბოს თავსახურს აკოცა და სანამ კუბოს სამარხში ჩაუშვებდნენ, დასჩურჩულა: „მიყვარხარ“.[165]CNN-ის ჟურნალისტი, ვოლფ ბლიცერი მთელი კვირის განმავლობაში აღნიშნავდა, რომ „ის ძალიან, ძალიან ძლიერი ქალია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ძალიან სუსტი ჩანს.“[166]
ნენსიმ დაკრძალვის ცერემონიის დეტალურ გეგმასაც უხელმძღვანელა,[162] ყველა მთავარი ღონისძიება დაგეგმა და პრეზიდენტ ჯორჯ ჰ.უ. ბუშს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, მარგარეტ ტეტჩერს, საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვსა და კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბრაიან მალრუნის საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლა სთხოვა.[162] ის მცირე დეტალებსაც დიდ ყურადღებას აქცევდა, როგორც ყოველთვის სჩვეოდა ქმრის სიცოცხლეში. ბეტსი ბლუმინგდეილი, რეიგანის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ამბობდა: „გარეგნულად ის ძალიან სუსტი ჩანს, მაგრამ შინაგანად ძალიან ძლიერია. ის ასეთია. მას ძალა აქვს. ის უკანასკნელ რამეს აკეთებს რონისთვის... და ის ყველაფერს ზუსტად აკეთებს.“[162]1996 წლის რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე ქმრის სახელით სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნენსი საჯაროდ პირველად სწორედ დაკრძალვის ცერემონიაზე გამოჩნდა.[162]
დაკრძალვის ცერემონიამ დიდი გავლენა მოახდინა მის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე. მართალია პირველი ლედის რანგში ყოფნისას მას განუწყვეტლივ აკრიტიკებდნენ, მაგრამ ამჯერად ის გარკვეულწილად ეროვნულ გმირს ჰგავდა, რომელსაც ბევრი აქებდა ალცჰაიმერის დაავადებით ტანჯული ქმრის ზრუნვისთვის.[134]„U.S. News & World Report“—მა აღნიშნა: „ჩრდილების ათწლეულის შემდეგ, განსხვავებული, რბილი ნენსი რეიგანი გამოჩნდა“.[167]
ქვრივობის პერიოდი
ქმრის გარდაცვალების შემდეგ რეიგანი პოლიტიკაში კვლავ აქტიური დარჩა. მისი საქმიანობა ღეროვანი უჯრედების კვლევას დაუკავშირდა. ბევრის აზრით, 2004 წლის დასაწყისში მან დემოკრატიული პარტიის შესაბამის პოზიციას შეუწყო ხელი, როდესაც ჯორჯ ბუშს ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევის ფედერალური ფონდებიდან დაფინანსებისკენ მოუწოდა, იმ იმედით, რომ ეს მეცნიერება ალცჰაიმერის დაავადების განკურნების საშუალებებს მიაგნებდა.[168] მართალია, პირველმა ქალბატონმა პრეზიდენტს პოზიცია ვერ შეაცვლევინა, მაგრამ ბუშ უმცროსს ხელმეორე ვადით არჩევის წინასაარჩევნო კამპანიაში მაინც მხარი დაუჭირა.[169]
2005 წელს ნენსი რეიგანი ვაშინგტონში, რონალდ რეიგანის შენობაში გალა სადილზე დააჯილდოვეს. ამ ვახშამზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: დიკ ჩენეი, ჰარი რეიდი და კონდოლიზა რაისი.[170] ქმრის დაკრძალვის შემდეგ ნენსი პირველად საჯაროდ სწორედ ამ ღონისძიებაზე გამოჩნდა. როდესაც მისი გეგმების შესახებ ჰკითხეს, რეიგანმა თავი გააქნია და მიუგო: „არ ვიცი. მაშინ მეცოდინება, როცა მეცოდინება. მაგრამ რეიგანის ბიბლიოთეკაა რონი, ასე რომ ეს ის ადგილია, სადაც ჩემს დარჩენილ დროს გავატარებ.“[170]
2007 წელს ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში ნენსი ჯერალდ ფორდის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ნენსიმ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ორჯერ უმასპინძლა 2008 წლის რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო დებატებს: პირველად 2007 წლის მაისში, მეორედ კი, 2008 წლის იანვარში. ნენსი განხვილვებში მონაწილეობას არ იღებდა, წინა რიგში იჯდა და უსმენდა.[171][172][173] ზოგიერთი თვლიდა, რომ რეიგანი საპრეზიდენტო კანდიდატთაგან ნიუ იორკის მერს, მაიკლ ბლუმბერს დაუჭერდა მხარს,[174][175] მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. 25 მარტს, ნენსიმ ფორმალურად მხარი დაუჭირა რესპუბლიკელთა პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს, სენატორ ჯონ მაკ-კეინს, მაგრამ მაკ-კეინი ბარაკ ობამასთან ბრძოლაში დამარცხდა.[176]
2007 წლის 14 ივლისს ნენსი რეიგანი ოსტინში (ტეხასი) ლედი ბირდ ჯონსონის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.[177] სამი დღის შემდეგ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში რონალდ რეიგანის სახელით ნენსის პოლონეთის უმაღლესი ორდენი, თეთრი არწივის ორდენი გადასცეს. რეიგანის ბიბლიოთეკაში დროებითი გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით: „ნენსი რეიგანი: პირველი ლედის სტილი“, რომელზეც ოთხმოცზე მეტი დიზაინერის მიერ მისთვის შექმნილი კაბები იყო გამოფენილი.[178][179]
2008 წელს რეიგანის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა. თებერვალში ბელ აირის სახლში დაცემის შემდეგ ის სანტა მონიკაში (კალიფორნია) მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმებმა განაცხადეს, რომ საბედნიეროდ, მას ბარძაყი არ მოუტეხავს და საავადმყოფოდან ორი დღის შემდეგ გაწერეს.[180] მომდევნო თვეს, ჯონ მაკ-კეინთან ერთად სეირნობისას ყოფილი პირველი ლედი ძალიან ნელი ნაბიჯებით გადაადგილდებოდა, რას ახალი ამბების კომენტატორებს არ გამორჩენიათ.[181] NBC-ის ჟურნალისტმა, ბრაიან უილიამსმა, რომელიც 2008 წლის შუა ხანებში რეიგანთან ვახშამს დაესწრო, შენიშნა: „მისის რეიგანის მხედველობა ისეთი აღარაა, როგორც ყოველთვის იყო. ამ ასაკის ადამიანთათვის მნიშვნელოვანია მყარად იდგნენ და თავიანთ ხომალდებს მართავდნენ. ის კი, თავისი გემის ძალიან კარგი კაპიტანია.“[181] ყოფილი პირველი ლედის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ ჟურნალისტმა განაცხადა: „მას ისეთი მახვილი გონება აქვს, როგორც არასდროს და კალიფორნიაში თავის მეგობრებთან ერთად ენერგიული ცხოვრებით ერთობა... მაგრამ დაცემა ყოველთვის სახიფათოა. ის ძლიერი პიროვნებაა, ტკივილს უხმოდ უძლებს, სავსე მხიარული და ამაღელვებელი ცხოვრებით... მას აქვს მოსაზრებები პოლიტიკის შესახებ... როგორც მისი მეგობრები აღწერენ, ის ძალიან ენერგიული პიროვნებაა.“[181]
2008 წლის ოქტომბერში სახლში დაცემის შემდეგ, რეიგანი ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერისტეტის რონალდ რეიგანის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს.[182] ექიმებმა განაცხადეს, რომ 87 წლის ნენსიმ მენჯი და სამკუთხა ძვალი მოიტეხა და გამოჯანმრთელებას სახლში ფიზიკური თერაპიის საშუალებით შეძლებდა.[183] ამ უიღბლო ინციდენტის შემდეგ, რამდენიმე სამედიცინო სტატია დაიბეჭდა, რომელშიც დაცემისაგან თავის დაღწევის ინფორმაცია იყო მოცემული.[184][185] 2009 წლის იანვარში რეიგანმა განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე უმჯობესდებოდა და ისიც უფრო და უფრო მეტის გაკეთებას ცდილობდა.[186]
2009 წლის მარტში ყოფილმა პირველმა ლედმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ემბრიონული ღეროვანი უჯრედების კვლევისათვის ფედერალური ფონდებიდან დაფინანსების გაუქმების გადაწყვეტილების გადასინჯვა სთხოვა.[187] 2009 წლის ივნისში ის ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა კაპიტოლუმის როტონდაში მისი ქმრის ძეგლის გახსნის ცერემონიას დასწრებოდა.[188] ნენსი პრეზიდენტ ობამას გვერდით იმყოფებოდა, როდესაც მან რონალდ რეიგანის საკომისიო აქტს მოაწერა ხელი, ასევე, პირადად ისადილა პირველ ლედთან, მიშელ ობამასთან ერთად.[189] რეიგანისა და მიშელ ობამას სატელეფონო საუბრის დეტალები გამოქვეყნდა ჟურნალში - „Vanity Fair“ - რომელშიც პირველი ლედი ყოფილ პირველ ლედს თეთრ სახლში ცხოვრებისა და გართობის შესაებ რჩევებს ეკითხებოდა.[190] 2009 წლის აგვისტოში სენატორ ტედ კენედის გარდაცვალების შემდეგ ნენსიმ განაცხადა: „საშინლად დანაღვლიანებული ვარ... მართალია, პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებები გვქონდა და ზოგჯერ ძალიან უკვირთ, მაგრამ რონი და მე კენედის ოჯახთან ძალიან ახლოს ვიყავით... მე ის მომენატრება.“[191] 2011 წლის 12 ივლისს რანჩო მირეიჯში (კალიფორნია) ნენსი ბეტი ფორდის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.[192]
2011 წლის 7 სექტემბერს რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ნენსიმ რესპუბლიკელთა სინასაპრეზიდენტო დებატებს უმასპინძლა.[193][194] 2012 წლის მარტში ნენსი კიდევ ერთხელ დაეცა.[195] მან რამდენიმე ნეკნის მოტეხილობას გაუძლო, მაგრამ ორი თვის შემდეგ, 2012 წლის მაისში რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პოლ რაიანის სიტყვის მოსმენა ვერ შეძლო. ნენსის სპიკერმა განაცხადა: „მისის რეიგანი ნელა გამოჯანმრთელდება, მან გრაფიკში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაინიშნა, მაგრამ დღეს ექიმებმა ურჩიეს, რომ სახლიდან მოშორებით ფართო ღონიძიებებს ჯერჯერობით არ დაესწროს.“[195]2012 წლის 31 მაისს ნენსიმ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს, მიტ რომნის დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ მის ქმარს რომნის ბიზნეს ფონი და როგორც თვითონ ეძახდა, „ძლიერი პრინციპები“ მოეწონებოდა.[193]2013 წლის აპრილში, მარგარეტ ტეტჩერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნენსიმ განაცხადა: „მსოფლიომ თავისუფლებისა და დემოკრატიის ნამდვილი გამარჯვებული დაკარგა... რონი და მე მას როგორც ძვირფას და საიმედო მეგობარს, ისე ვიცნობდით... მე ის მომენატრება.“[196]
ბესი ტრუმანის შემდეგ, რომელიც 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნენსი რეიგანმა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ქალბატონთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა. რონალდ რეიგანის სიცოცხლე კი, აშშ-ის პრეზიდენტების: ჯიმი კარტერის, ჯერალდ ფორდისა და ჯორჯ ჰ.უ. ბუშის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.
Anthony, Carl Sferrazza (1991). First Ladies: The Saga of the Presidents' Wives and Their Power; 1961–1990 (Volume II). New York: William Morrow and Co.
Burns, Lisa M. (2008). First Ladies and the Fourth Estate: Press Framing of Presidential Wives. DeKalb, Illinois: Northern Illinois University Press. ISBN978-0-87580-391-3.
↑როდესაც ნენსიმ მედია კომპანიასთან Metro-Goldwyn-Mayer კონტრაქტი გააფორმა, დაბადების თარიღის ადგილას 6 ივლისი, 1923 წელი ჩაწერა, რის მიხედვით 2 წლით უმცროსად ითვლებოდა. ჰოლივუდში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო (იხილეთ — Cannon, Governor Reagan, გვ. 75). სწორედ ამის გამო, რიგ წყაროებში ნენსის ასაკი შეცდომითაა მითითებული.
↑Powling, Anne; O'Connor, John; Barton, Geoff (1997) New Oxford English. Oxford University Press, გვ. 79. ISBN0-19-831192-3.
↑ზოგიერთი წყარო და ვებსაიტი არასწორად მიუთითებს, თითქოს ნენსი ფლაშინგში დაიბადა, ან მანჰეტენში გაიზარდა.
↑National Archives, "World War I draft registration cards", digital image, Ancestry.com, "Kenneth Seymour Robbins, 23, b. Feb 23, 1894, Pittsfield, Mass, farmer, owner, Brainard, NY, married. Registered June 5, 1917." Retrieved 8 ოქტომბერი, 2016.
↑ 84.084.184.284.384.4Bennetts, Leslie (25 იანვარი, 1981). „Nancy Reagan's inaugural wardrobe gives notice of new White House opulence“. St. Petersburg Times. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
↑ 85.085.1West, Kevin (ოქტომბერი 2007). „Nancy's Closet“. W. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტემბერი, 2009. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
↑ 91.091.191.291.391.4Santini, Maureen (12 სექტემბერი, 1981). „Nancy Reagan's White House china: $209,508“. Associated Press, published in The St. Petersburg Times. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
↑Moore, Boothe (8 იანვარი, 2009). „Can she stay 'everywoman'?“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
↑Loizeau, Pierre-Marie. Nancy Reagan: The Woman Behind the Man (1984). Nova Publishers, გვ. 104–105.
↑Brian L. Dyak (Executive Producer), William N. Utz (Executive Producer). (11 დეკემბერი, 1985). Stop the Madness. [Music Video]. Hollywood and The White House, Washington, D.C.: E.I.C.. Event occurs at 3:15.
↑Netburn, Deborah (24 დეკემბერი, 2006). „Agenting for God“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
↑Castro, Janice (27 იანვარი, 1992). „Nancy with the Golden Threads“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-25. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
↑Phillips, Kate (31 იანვარი, 2008). „One Word: Reagan“. The New York Times. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
↑Kugler, Sara (13 ნოემბერი, 2007). „Bloomberg Hosts Event with Nancy Reagan“. ABC. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი, 2008. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
↑Rauh, Grace (12 ნოემბერი, 2007). „Bloomberg Turns to Reagan“. The New York Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-19. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
↑Corcoran, Monica (8 ნოემბერი, 2007). „The Nancy Years“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
↑Rarback, Sheah (4 ნოემბერი, 2008). „Steps to take for strong bones“. The Miami Herald. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
1963 British film by Arthur Knight My Bare LadyMy Bare Lady movie posterDirected byArthur KnightWritten byJervis MacArthurProduced byTony Tenser (as Phineas Lonestar Jnr)StarringCarl ConwayJulie MartinMusic byDe WolfeRelease date 6 December 1962 (1962-12-06) Running time64 min.CountryUnited KingdomLanguageEnglish My Bare Lady is a 1963 British exploitation film directed by Arthur Knight and starring Julie Martin and Carl Conway.[1] It is also known as Bare Lady, Bare Wo...
FilsafatPlato, Kant, Nietzsche, Buddha, Kong Hu Cu, Ibnu SinaPlatoKantNietzscheBuddhaKong Hu CuIbnu Sina Cabang Epistemologi Estetika Etika Hukum Logika Metafisika Politik Sosial Tradisi Afrika Analitis Aristoteles Barat Buddha Eksistensialisme Hindu Islam Jainisme Kontinental Kristen Plato Pragmatisme Timur Tiongkok Yahudi Zaman Klasik Pertengahan Modern Kontemporer Kepustakaan Epistemologi Estetika Etika Filsafat politik Logika Metafisika Filsuf Epistemologi Estetika Etika Filsuf politik da...
Computer-generated image created by Gilles Tran Following is a list of notable 3D modeling software, computer programs used for developing a mathematical representation of any Three Dimensional surface of objects, also called 3D modeling. Title License 3D rendering support Actively Developed 3D-Coat Commercial software Yes Yes 3D Slash Freemium Yes No 3DVIA Shape Commercial software No Yes AC3D Commercial software No Yes Adobe Dimension Commercial software Yes Yes Adobe Substance Commercial ...
Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada November 2022. Elisabeta BostanLahir1 Maret 1931 (umur 93)Buhuși, Kabupaten Bacău, Kerajaan RumaniaKebangsaanRumaniaAlmamaterAkademi Seni Rupa Teatrikal dan Sinematografi CaragialePekerjaanSutradara, penulis naskahTahun aktif1956–1991Tempat kerjaAkadem...
Kopi Robusta Coffea canephora Status konservasiRisiko rendahIUCN18290186 TaksonomiDivisiTracheophytaSubdivisiSpermatophytesKladAngiospermaeKladmesangiospermsKladeudicotsKladcore eudicotsKladasteridsKladlamiidsOrdoGentianalesFamiliRubiaceaeSubfamiliIxoroideaeTribusCoffeeaeGenusCoffeaSpesiesCoffea canephora A.Froehner, 1897 Tata namaEx taxon author (en)Pierre lbs Kopi Robusta (nama Latin Coffea canephora atau Coffea robusta) merupakan keturunan beberapa spesies kopi, terutama Coffea canephora....
Chilean footballer and manager Not to be confused with Miguel Ángel Ponce. In this Spanish name, the first or paternal surname is Ponce and the second or maternal family name is Torres. Miguel Ponce Ponce in 2018Personal informationFull name Miguel Andrés Ponce TorresDate of birth (1971-08-19) 19 August 1971 (age 52)Place of birth Santiago, ChileHeight 1.75 m (5 ft 9 in)Position(s) DefenderTeam informationCurrent team Unión Española (manager)Senior career*Years...
Guerra del Libano del 2006parte del conflitto arabo-israeliano e del conflitto israelo-libaneseBombardamento israeliano nel centro di Tiro, sud del LibanoData12 luglio 2006 - 14 agosto 2006(blocco militare israeliano terminato l'8 settembre 2006) LuogoLibano e nord Israele Casus belliAttacco di Zar'it-Shtula EsitoStallo militare [1] Vittoria rivendicata da entrambe le parti[2][3] Risoluzione 1701 del Consiglio di sicurezza delle Nazioni Unite Schieramenti Hezbollah Ama...
توسون الإحداثيات 39°23′35″N 76°36′34″W / 39.393055555556°N 76.609444444444°W / 39.393055555556; -76.609444444444 [1] تاريخ التأسيس 1750 تقسيم إداري البلد الولايات المتحدة[2][3] التقسيم الأعلى مقاطعة بالتيمور عاصمة لـ مقاطعة بالتيمور خصائص جغرافية المساحة ...
Canadian TV series or program Tales of the Wizard of OzOfficial logoGenreAnimationBased onThe Wonderful Wizard of Oz by L. Frank BaumDirected byHarry KerwinVoices ofCarl BanasCorinne ConleyBernard CowanPaul KligmanAlfie ScoppCountry of originCanadaUnited StatesOriginal languageEnglishNo. of seasons1No. of episodes110ProductionProducersArthur Rankin Jr.Jules BassLarry RoemerAntony PetersBernard CowanRunning time5 minutesProduction companiesCrawley FilmsVideocraft ProductionsOriginal releaseNe...
Couteau de combat Fairbairn-Sykes Dague F-S troisième modèle Présentation Pays d'origine Royaume-Uni Type Couteau de combat modifier Le couteau de combat Fairbairn-Sykes est un couteau créé par les capitaines William Ewart Fairbairn et Eric Anthony Sykes, officiers dans la police de Shanghai puis dans l'armée britannique. Ce couteau est principalement connu pour son utilisation par les commandos britanniques et du Commonwealth pendant la Seconde Guerre mondiale. Avec les années,...
British historian and politician (1800–1859) For another person with the name, see Thomas Babington Macaulay (Nigeria). Baron Macaulay redirects here. For the British Labour politician, see Donald Macaulay, Baron Macaulay of Bragar. Thomas Macaulay redirects here. For other uses, see Thomas Macaulay (disambiguation). The Right HonourableThe Lord MacaulayPC FRS FRSEPhotogravure of Macaulay by Antoine ClaudetSecretary at WarIn office27 September 1839 – 30 August 1841Monarch...
Acquedotto di Eupalino Eupalino di Megara (in greco antico: Εὐπαλῖνος?, Eupalìnos; Megara, inizio VI secolo a.C. – dopo il 550 a.C.) è stato un architetto greco antico. Indice 1 Biografia e opere 2 Note 3 Bibliografia 4 Altri progetti 5 Collegamenti esterni Biografia e opere Lo stesso argomento in dettaglio: Acquedotto di Eupalino. Figlio di Naustrofo[1], Eupalino fu un ingegnere. Ingaggiato da Policrate, tiranno di Samo, vi portò a termine alcuni grandi progetti: un a...
Pour les articles homonymes, voir IPSEN. IpsenHistoireFondation 1929CadreType Entreprise, société anonyme avec appel public à l'épargne, laboratoire pharmaceutiqueForme juridique Société anonyme à conseil d'administration (s.a.i.)Domaines d'activité Activités des sièges sociaux, industrie pharmaceutiquePays FranceOrganisationEffectif 5 700 employés (2020)Directeur David Loew (d) (depuis 2020)Chiffre d'affaires 2,5 G€ (2020)Résultat net 610,5 M€ (2020)Cotations OTC ...
2005 single by AAABlood on FireCD-only coverSingle by AAAfrom the album Attack ReleasedSeptember 14, 2005 (2005-09-14)Recorded2005GenreJ-popLength4:29LabelAvex TraxSongwriter(s)Osamu Sasaki, Mitsuhiro HidakaProducer(s)Max MatsuuraAAA singles chronology Blood on Fire (2005) Friday Party (2005) Blood on Fire (stylized as BLOOD on FIRE) is the debut single by Japanese pop group AAA. The song was written by Osamu Sasaki and Mitsuhiro Hidaka, and produced by Max Matsuura. The single...
Mean distance between Earth and the Sun This article is about the unit of length. For constants, see astronomical constant. For units in astronomy, see astronomical system of units. For other uses of AU, see Au. Astronomical unitThe grey line indicates the Earth–Sun distance, which on average is about 1 astronomical unit.General informationUnit systemAstronomical system of units(Accepted for use with the SI)Unit oflengthSymbolau or AU or AUConversions 1 au or AU or AU in .......
Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada November 2022. Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Ashley...
Ucapan takbir Seorang Muslim mengangkat tangan sembari mengucapkan Takbīr ketika salat. Takbir (Arab: تَكْبِيْرَاتٍ, Takbīr) , yang memiliki arti Perbesar, adalah istilah untuk frasa Arab Allahu Akbar (ٱللَّٰهُ أَكْبَرُ, pelafalan [ʔaɫ.ɫaː.hu ʔak.baru] ⓘ), artinya ialah Allah Maha Besar.[1] Seruan ini dikumandangkan oleh umat Muslim untuk memuliakan nama Tuhan atau asma Allah. Sesuai dengan maknanya, Akbar-Nya Allah sudah ada p...
LGBT rights in New ZealandNew ZealandStatusMale legal since 1986,female always legalGender identityTransgender people allowed to change legal genderMilitaryGay, lesbian, and bisexual people allowed to serveDiscrimination protectionsThe Human Rights Act 1993 covers sexual orientation and gender identity/expressionFamily rightsRecognition of relationshipsCivil unions since 2005 Same-sex marriage since 2013AdoptionFull adoption rights since 2013 New Zealand lesbian, gay, bisexual, and transgend...