ნენსი პატრიცია პელოსი (/pəˈloʊsi/; დ. 26 მარტი, 1940) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2007-2011 და 2019-2023 წლებში. კონგრესში მსახურობს 1987 წლიდან. დემოკრატიული პარტიის წევრი. პელოსი ერთადერთი ქალია აშშ-ს ისტორიაში, რომელიც პალატის სპიკერის პოსტს იკავებდა.
პელოსი კონგრესის წევრად პირველად 1987 წელს აირჩიეს. მამამისი თომას დ'ალესანდროც პოლიტიკაში მსახურობს. იყო ბალტიმორის მერიც. არის კალიფორნიის კონგრესის დელეგაციის დეკანი. პელოსი წარმოადგენს კალიფორნიის შტატს, რომელიც მოიცავს სან-ფრანცისკოს ქალაქსა და ქვეყნის საკმაოდ დიდ ფართობს, ოთხ მეხუთედს. 2003 წლიდან პელოსი ხელმძღვანელობდა დემოკრატიულ პარტიას და გახდა პირველი ქალი, რომელმაც კონგრესში პოლიტიკურ პარტიას უხელმძღვანელა.
პელოსმა 2011 წელს დაკარგა პალატის სპიკერის პოზიცია, მას შემდეგ რაც რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა 2010 წლის არჩევნებზე. თუმცა, მან შეინარჩუნა პალატის დემოკრატიული ჯგუფის ლიდერის როლი და დაუბრუნდა პალატის უმცირესობის ლიდერის როლს. 2018 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა კვლავ აიღეს ხელში ძალაუფლება. [1]2019 წლის 3 იანვარს შეიკრიბა 116-ე კონგრესი, სადაც პელოსი ხელმეორედ აირჩიეს სპიკერად. [2] პელოსის ხელმძღვანელობით, წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ჯერ 2019 წლის 18 დეკემბერს, ხოლო შემდეგ 2021 წლის 13 იანვარს; ტრამპი სენატმა ორივეჯერ გაამართლა. [3]
2021 წლის 3 იანვარს, პელოსი ხელახლა აირჩიეს მეოთხე ვადით პალატის სპიკერად, რომელიც მოსალოდნელი იყო კომპანია „პროგრესულებთან“ შეთანხმების მიღწევის შემდეგ. [4][5][6] მისი მეორე ვადის დროს მან დიდი როლი ითამაშა ბაიდენის ადმინისტრაციის მრავალი მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაში, მათ შორის ინფრასტრუქტურის ინვესტიციებსა და ამერიკის სამაშველო გეგმის აქტში.
ადრეული ცხოვრება და განათლება
პელოსი დაიბადა ბალტიმორში, იტალიურ-ამერიკულ ოჯახში. ის იყო ერთადერთი გოგონა და ყველაზე უმცროსი შვილი ანუნსიატა ნენსი დ'ალესანდროს და თომას დ'ალესანდრო უმცროსის ოჯახში. დედამისი დაიბადა ფორნელში, მოლიზში, სამხრეთ იტალიაში, იგი აშშ-ში საცხოვრებლად 1912 წელს გადავიდა; [7] როდესაც ნენსი დაიბადა, მისი მამა იყო დემოკრატი კონგრესმენი მერილენდიდან (შვიდი წლის შემდეგ გახდა ბალტიმორის მერი). [8][9] პელოსის დედა ასევე აქტიური იყო პოლიტიკაში და ასწავლიდა ქალიშვილს სოციალური კავშირების მნიშვნელობას. [10] პელოსის ძმა, თომას დ'ალესანდრო III, ასევე დემოკრატი, იყო ბალტიმორის მერი 1967 წლიდან 1971 წლამდე. [11]
პელოსი ადრეული ასაკიდან იყო ჩართული პოლიტიკაში. იგი ეხმარებოდა მამას მისი კამპანიის ღონისძიებებში. 1961 წლის იანვარში დაესწრო ჯონ კენედის საინაუგურაციო გამოსვლას, სადაც ჯონმა ფიცი დადო, როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა. [8]
1958 წელს პელოსიმ დაამთავრა ნოტრ დამის ინსტიტუტი, ქალთა კათოლიკური საშუალო სკოლა ბალტიმორში. 1962 წელს დაამთავრა ტრინიტის კოლეჯივაშინგტონში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით. [12]1960-იან წლებში სტაჟირება გაიარა სენატორ დენიელ ბრუსტერთან და პალატის უმრავლესობის მომავალ ლიდერთან, სტენი ჰოიერთან ერთად. [13]
ადრეული კარიერა
სან-ფრანცისკოში გადასვლის შემდეგ, პელოსი დაუმეგობრდა მე-5 ოლქის კონგრესმენ ფილიპ ბარტონს და დაიწყო მუშაობა დემოკრატიული პარტიისთვის. 1976 წელს იგი აირჩიეს დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის წევრად, ეს თანამდებობა მას 1996 წლამდე ეკავა. მოგვიანებით, 1977 წლის იანვარში, ასევე აირჩიეს ჩრდილოეთ კალიფორნიის პარტიის თავმჯდომარედ, ხოლო ოთხი წლის შემდეგ გახდა კალიფორნიის დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი, ამ პოზიციაზე იგი 1983 წლამდე მუშაობდა. [14] შემდგომში, პელოსი მუშაობდა სან-ფრანცისკოს დემოკრატიული ეროვნული კონვენციის კომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო 1985 წლიდან 1986 წლამდე იყო დემოკრატიული სენატორის კამპანიის კომიტეტის ფინანსური თავმჯდომარე [15].
ნენსის და პოლ პელოსებს ხუთი შვილი ჰყავთ: ნენსი კორინი, ქრისტინე, ჟაკლინი, პოლი და ალექსანდრა; და ცხრა შვილიშვილი. [19] ალექსანდრამ, ჟურნალისტმა, გააშუქა რესპუბლიკური საპრეზიდენტო კამპანია 2000 წელს და გადაიღო ფილმი, მოგზაურობა ჯორჯთან. 2007 წელს ქრისტინემ გამოაქვეყნა წიგნი, Campaign Boot Camp: Basic Training for Future Leaders. [20]