ნაცაგიინ ბაგაბანდი (მონღ. Нацагийн Багабанди; დ. 22 აპრილი, 1950, ძაბხანის აიმაკი, მონღოლეთი) — მონღოლი პოლიტიკოსი, ქვეყნის პრეზიდენტი 1997–2005 წლებში.
დაიბადა გლეხის ოჯახში, სწავლობდა ლენინგრადის ტექნიკურ სასწავლებელში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ოდესის კვების მრეწველობის ტექნოლოგიების ინსტიტუტში. 1979 წელს გაწევრიანდა სახალხო-რევოლუციურ პარტიაში. 1997 და 2001 წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. საგარეო პოლიტიკაში უპირატესი პარტნიორები იყვნენ რუსეთი და ჩინეთი.
დაქორწინებულია. ჰყავს ორი შვილი.