ნასირია (არაბ. لناصرية) — ქალაქი ერაყში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. იგი არის დი-ქარის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ზღვის დონიდან 7 მეტრზე. 2012 წლის შეფასების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა დაახლ. 860 200 შეადგენდა. ნასირია არის მოსახლეობის სიმრავლით ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ერაყში. იგი მდებარეობს 370 კილომეტრში ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადიდან. თანამედროვე ქალაქი დაარსდა 1876 წელს.
ნასირია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში.ოსმალეთის დაშლის შემდეგ ცოტა ხნით იყო ბრიტანეთის იმპერიაში, ხოლო შემდეგ შევიდა ერაყის სამეფოს შემადგენლობაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში