დი-ქარის მუჰაფაზა იგივე დი-ქარის პროვინცია (არაბ. ذي قار) — ერაყის ერთ-ერთი მუჰაფაზა. მდებარეობს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ნასირია. მისი ფართობი 12 900 კმ²-ია. 2013 წლის აღწერის მონაცემებით, დი-ქარის პროვინციის მოსახლეობამ 2 000 000 შეადგინა, საიდანაც 860 000 მის ადმინისტრაციულ ცენტ ქალაქ ნასირიაში ცხოვრობს. დი-ქარის გუბერნატორი არის იაჰია მუჰამედ ბაქირ ალ-ნასერი. მუჰაფაზის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი.
დი-ქარის მუჰაფაზა მოიცავს შვიდ რაიონს. მას ესაზღვრება საკუთარი ქვეყნის ხუთი მუჰაფაზა: ვასიტი, მაისანი, კადისია, მუთანა და ბასრა.
რესურსები ინტერნეტში